გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა და უახლოეს მდევარს 4 ქულით გაასწრო.
"რეკორდმაისტერის" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ალფონსო დეივისმა, რომელსაც, ფაქტობრივად, იდეალური თამაში ჰქონდა და ბრწყინვალე სტატისტიკაც დააფიქსირა.
ფონზი "ფრაიბურგის" წინააღმდეგ 81-ჯერ შეეხო ბურთს. 58 გადაცემიდან ყველა ზუსტი აღმოჩნდა, აქედან 2 მნიშვნელოვანი გადაცემა გახლდათ. ასევე მისი 6 დრიბლინგიდან 5 წარმატებული აღმოჩნდა.
დეივისი დაცვაშიც ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და 2-ჯერ ჩაჭრა ბურთი. 11 ორთაბრძოლიდან კი 9 მის სასარგებლოდ დასრულდა. შეფასება 7.7 კი "ბაიერნის" მცველებს შორის ყველაზე მაღალი გახლდათ.