მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "არმინიასთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"პირველ ტაიმში თავი კარგად ვერ დავიცავით. მინდვრის საფარი ჩვენი ფეხბურთისთვის იდეალური არ იყო. მაგრამ, მეორე ტაიმში ჩვენი მენტალობა გამოვავლინეთ. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ფრე კარგი შედეგია."
"გვქონდა შეგრძნება, რომ ნებისმიერ მომენტში შეგვეძლო მატჩის დატრიალება. თუმცა, "ბიელფილდმა" დღეს ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა, ისეთი, როგორიც მე ძალიან მომწონს."
"ჩვენ ძალიან ბევრი ტრავმირებული გვყავს. ყველა გუნდს აქვს თავისი ლიმიტები. 10 დღის მანძილზე მეოთხე მატჩს ვატარებთ, რაც საკმაოდ რთულია. ვიმედოვნებთ, რომ ხავი მარტინესი და გორეცკა სამშაბათს დაუბრუნდებიან გუნდურ ვარჯიშს."