ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში მიუნხენის "ბაიერნმა" რომის "ლაციო" მიიღო და 2:1 დაამარცხა.
საინტერესოა, რომ ამ გამარჯვების წყალობით "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა საოცარი რეკორდის დამყარება მოახერხა.
კერძოდ, ფლიკი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც საწყისი 7 საპლეიოფო შეხვედრიდან ყველაში გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
სერია 2019/20 წლების სეზონში, ლონდინის "ჩელისთან" დაიწყო, როცა გუნდმა ორივე მატჩში იმარჯვა. ამას მოჰყვა 1/4 ფინალში "ბარსელონას", 1/2 ფინალში "ლიონის", ფინალში კი "პსჟს" დამარცხება. სერია კი, როგორც ხედავთ, ახლა "ლაციოსთან" ორ თამაშში გამარჯვებით გაგრძელდა.