მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში გერმანიის ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ამ მატჩში ჯამალ მუსიალას დებიუტი შედგა.
პირველი თამაშის ჩატარების შემდეგ "ბაიერნის" ამომავალმა ვარსკვლავმა პრესასთან ისაუბრა.
"ეს ძალიან დიდი დღეა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ბავშვობაში, ყველა ფეხბურთელი სწორედ ამ მომენტზე ოცნებობს."
"მე ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. გუნდმა ბრწყინვალედ მიმიღო. აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ." - აცხადებს მუსიალა.