რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟერომ ბოატენგი სეზონის ბოლოს მიუნხენის "ბაიერნის" რიგებს დატოვებს.
ამ თემაზე კითხვა პრესკონფერენციაზე ჰანს ფლიკს დაუსვეს. როგორც ჩანს, უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ მსგავსი ინფორმაციის გუნდიდან გაჟონვამ "ბაიერნის" დამრიგებელი ძალიან გააბრაზა.
"არ ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან მოხვდა მედიაში." - სწორედ ასეთი პასუხი გასცა ფლიკმა დასმულ შეკითხვას.
როგორც BILD ავრცელებს, ბოატენგის თემა დიდი ხანია რაც ფლიკსა და სალიჰამიჯიჩს შორის კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზია.
გუნდის დამრიგებელს სურს, რომ ვეტერანი მცველი "ბაიერნში" დარჩეს, თუმცა, საწინააღმდეგო აზრზეა სალიჰამიჯიჩი.