გერმანული და მთლიანად მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, გერდ მიულერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
'დღეს მიუნხენის ბაიერნი დამწუხრებულია. გერმანიის რეკორდსმენი ჩემპიონები და მათი ქომაგები გერდ მიულერს გლოვობენ, რომელიც კვირას დილით 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.' - ნათქვამია ბაიერნის განცხადებაში.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გერმანული მედიის ინფორმაციით, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ალცჰაიმერის დაავადება აწუხებდა და ბოლო წლების განმავლობაში იგი ავად იყო.