ცოტა ხნის წინ, დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა, სადაც ბაიერნი ბარსელონას ესტუმრა და მეტოქე დამაჯერებლად 0:3 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში ტომას მიულერმა გახსნა, რასაც ლევანდოვსკის დუბლი მოყვა.
რა საკვირველია, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ პოლონელი თავდამსხმელი გახდა, რომელმაც 8.6 რეიტინგი დაიმსახურა. რაც შეეხება შეხვედრის იმედგაცურებას - ყველაზე დაბალი რეიტინგი ბარსელონას მცველმა არაუხომ დაიმსახურა (5.9), რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.
გთავაზობთ, ფეხბურთელთა შეფასებებს whoscored.com-ის ვერსიით:
ბარსელონას ფეხბურთელების შეფასება: