ლერო სანეს შემდეგ, გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჰანს ფლიკი ტიმო ვერნერს ეხმარება, რათა თავდამსხმელი ძველებურ ფორმას დაუბრუნდეს.
ამის გამო, ფლიკი ნაკრების დღევანდელ ვარჯიშზე ვერნერთან ერთად მოედანზე დიდხანს დარჩა და ჩელსის ფორვარდს უხსნიდა, თუროგორ უნდა გაუმჯობესებინა სპრინტი და გუნდური შეტევის დროს პოზიციის შერჩევა.
გარდა ამისა, ჰანს ფლიკი გასულ კვირას ლონდონის ჩელსის მატჩსაც დაესწრო, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პირადად შეხვდა ტომას ტუხელს - მთავარმა მწვრთნელებმა ტიმო ვერნერის საკითხი განიხილეს და ის, თუ როგორ უნდა დაეხმარონ თავდამსხმელს ფორმის დაბრუნებაში.