ბაიერნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ ვერ იქნება მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების გეგმა წარმატებული:
'როდესაც მსგავსი ტუნრირი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, ხალხი მას იგივენაირად აღარ ელოდება. თქვენ მსოფლიო ჩემპიონატს სულმოუთმენლად ელოდებით ოთხი წლის განმავლობაში - აი ეს არის ნამდვილი მომენტი. ამ გრძნობას კი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებით ვერ მიიღებთ', - განაცხადა ჰიონესმა.