ტომას მიულერი რომ ბაიერნისთვის შეუცვლელი მოთამაშეა, გერმანული კლუბის გულშემატკივრებისთვის სიახლე სულაც არ არის.
მაგრამ, 32 წლის გერმანელ შემტევს მიმდინარე სეზონში ფენომენალური სტატისტიკა აქვს - მიულერმა ბოლო ექვს შეხვედრაში, თავის გამოჩენა 3 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით მოახერხა, გარდა ამისა ტომასი ბუნდესლიგის ასისტენტთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.
ისე, კი მისი სტატისტიკა მიმდინარე სეზონში შემდეგნაირად გამოიყურება: 30 თამაში, 10 გოლი და 20 საგოლე გადაცემა.