დორტმუნდის ბორუსიას მცველმა, მათს ჰუმელსმა ბაიერნთან კონკურენციაზე და ჩემპიონობის შანსებზე ისაუბრა:
'მიხარია, რომ მეხუთე ადგილს საგრძნობლად ჩამოვშორდით. ვფიქრობ, თუ ბაიერნთან ერთად თანაბრად ყოფნა გვსურს, მაშინ მოედანზე უფრო მეტად უნდა დავიხარჯოთ და მეტი ვაჩვენოთ.
ჩვენ უფრო მეტად კონცენტრირებულები და ერთიანები უნდა ვიყოთ. ბრძოლისთვის მზად ვარ - მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ჩემპიონობაზე ოცნება შესაძლებელი. ჯერჯერობით კი ამას ვერ ვხედავ', - განაცხადა ჰუმელსმა.