გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ზალცბურგს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ანგარიში 21-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ჩიკვუბუიკე ადამუმ გახსნა, რასაც ბაიერნმა მხოლოდ 90-ე წუთზე, კინგსლი კომანის გოლით უპასუხა.
დღეს, გემრანულ მედიაში ნაგელსმანის ინტერვიუდან მცირე მონაკვეთი გავრცელდა, სადაც ახლაგაზრდა გერმანელი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის ალბათობაზე საუბრობს:
'მეშინია თუ არა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის? მართალი გითხრათ, ფეხბურთში არასდროს არაფრის შემშინებია. მე ცხოვრებაში უფრო სხვა რაღაცეების მეშინია, მაგრამ არა ჩემპიონთა ლიგიდან (ან მსგავსი) ტიპის ტურნირებიდან გამოვარდნის', - განაცხადა ნაგელსმანმა.