გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ზალცბურგს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ავსტრიელთა ამომავალმა ვარსკვლავმა, 20 წლის კარიმ ადეიემიმ ისაუბრა:
'შედეგით კმაყოფილები ნამდვილად არ ვართ, მოუთმენლად ველოდებით საპასუხო მატჩს და მზად ვიქნებით.
საკუთარ თავებში ჯერ კიდევ დარწმუნებულები ვართ. ჩვენ ახალგაზრდა მოთამაშეები ვართ, ამ სტრესთან გამკლავება და ნებისმიერ კლუბთან გამარჯვების მოპოვება შეგვიძლია', - განაცხადა ადეიემიმ.