თითქმის გადაწყვეტილია, რომ სენეგალელი ფეხბურთელი სადიო მანე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს.
გერმანული მედიის ცნობით, რეკორდმაისტერი ტრანსფერს ამ კვირაში დახურავს და საბოლოოდ დაადასტურებს.
"ბაიერნს" მანესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს, დარჩა მხოლოდ "ლივერპულთან" მოლაპარაკება.
მერსესაიდელები მანეს სანაცვლოდ 50 მილიონზე მეტს ითხოვენ და სავარაუდოდ, "ბაიერნი" ამ თანხას გადაიხდის.