საბოლოოდ გადაწყდა, რომ ახალი სეზონიდან სენეგალელი ფეხბურთელი სადიო მანე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს.
ამასთან დაკავშირებით კლუბის პრეზიდენტს ჰერბერტ ჰაინერს ჰკითხეს, რაზეც ჰაინერმა მოკლე პასუხი გასცა.
"როგორც თავად ხედავთ, ტრანსფერი პროცესშია", - განაცხადა ჰაინერმა მანეზე კითხვის შემდეგ.
ცნობილია ისიც, რომ მანეს "ბაიერნი" "ალიანს არენაზე" ოთხშაბათს ოფიციალურად წარადგენს.