მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფს 2 ტურის შემდეგ ესპანეთის ნაკრები 4 ქულით ლიდერობს.
რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, ისინი 1 ქულით ბოლო ადგილზე არიან, თუმცა ჯგუფიდან გასვლის რეალურ შანსს მაინც ინარჩუნებენ.
იმისათის, რომ გერმანია ჯგუფიდან გავიდეს, მომდევნო ტურში მათ კოსტა რიკის დამარცხება მოუწევთ, ხოლო პარალელურ შეხვედრაში იაპონიამ ესპანეთის ნაკრები ვერ უნდა დაამარცხოს.
თუ იაპონიამ და ესპანეთმა შედეგიანი ფრე ითამაშეს, ამ შემთხვევაში გერმანიის ნაკრებს კოსტა რიკასთან 2 ბურთიანი უპირატესობით მოგება დასჭირდება.
ერთი სიტყვით, გერმანიას ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს, თუმცა ბოლომდე საკუთარ თავზე ვერ იქნება დამოკიდებული.