მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, იოზუა კიმიხმა ჟურნალისტებთან ემოციური კომენტარი გააკეთა, რასაც მოგვიანებით ანტუან გრიზმანიც გამოეხმაურა.
"ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი დღე იყო. მეშინია, 'უფსკრულში' არ გადავარდე. მსგავსი სიტუაცია გაფიქრებინებს, რომ ეს წარუმატებლობა ჩემს პიროვნებას უკავშირდება.
გუნდს 2016 წელს შემოვუერთდი, ასე რომ არ მსურს წარუმატებლობასთან ვასოცირდებოდე", - განაცხადა კიმიხმა.
კიმიხის ეს კომენტარი საკუთარ თვითერზე გრიზმანმა შემდეგი სათაურით გადააზიარა: "დიდებული მოთამაშე ხარ! აუცილებლად დადგები ფეხზე!"