დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი შინ პსჟ-ს უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, ნაგელსმანის გუნდის გამარჯვებით (0-1) დასრულდა.
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიერნის ახალწვეული ჟოაო კანსელო აღნიშნულ შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.
როგორც ჩანს, ნაგელსმანი კანსელოს ტიპიურ მარჯვენა მცველად განიხილავს და ამ ეტაპზე 28 წლის პორტუგალიელს დევისი წინააღმდეგ კონკურენციის გაწევის შანსი არ აქვს.
იგივე წყაროების თქმით, კანსელო მცირე სათამაშო დროით იმედგაცრუებულია, თუმცა სიმშვიდეს ინარჩუნებს.