ცოტა ხნის წინ მიუნხენის ბაიერნმა ტომას ტუხელი ოფიციალურად წარადგინა. 49 წლის გერმანელმა სპეციალისტმა მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
პრესკონფერენციაზე, ტუხელი გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს მიესალმა და პირველი კომენტარიც გააკეთა:
"დიდი პატივია ბაიერნთან კონტრაქტის გაფორმება. მსურს მადლობა გადავუხადო ოლივერ კანს, ჰასან სალიჰამიჯიჩს, ჰერბეტ ჰაინერს და ული ჰიონესს გამოცხადებული ნდობისთვის.
ამ გუნდის დნმ არის მოგება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ტალანტებით დაკომპლექტებული გუნდი.
მოუთენლად ველოდები ფეხბურთელებთან ერთად მუშაობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა", - განაცხადა ტუხელმა.