მოგეხსენებათ, რაიან გრავენბერხი მიუნხენის ბაიერნში საკუთარი სათამაშო დროით უკმაყოფილოა.
20 წლის შუახაზელს ნაგელსმანი არ წყალობდა და ტუხელის დანიშვნის შემდეგ, გერმანული მედია ირწმუნებოდა, რომ გრავენბერხს თავის გამოსაჩენად მეტი სათამაშო დრო მიეცემოდა, თუმცა სულ ტყუილად.
ახლახანს, იტალიელმა ჟურნალისტმა სანტი ოუნამ დაადასტურა, რომ პრემიერ ლიგის სამი გრანდის: არსენალის, ლივერპულის და მანჩესტერ იუნაიტედის წარმომადგენლები გრავენბერხის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
წყაროს მტკიცებით, იუნაიტედის მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს გრავენბერხის სათამაშო სტილი ძალიან მოსწონს და მისი ხილვა საკუთარ გუნდში სურს.
ამ ყველაფერს ახალგაზრდა შუახაზელის ცოტა ხნის წინ გაკეთებული კომენტარიც ემატება: "თუ საკმარის სათამაშო დროს არ მივიღებ, სხვა კლუბის მოძებნას დავიწყებ"