თომას მიულერმა მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად მოგზაურობა 2000 წელს დაიწყო. 24 წლის შემდეგ, როგორც ჩანს, გერმანელი ლეგენდის კარიერა საბოლოოდ დასასრულს უახლოვდება.
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია "ბაიერნმა" მიულერს კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივოს, ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა. ასევე აღსანიშნია ისიც, რომ ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში მიულერის სათამაშო დრო სტაბილურად მცირდება. გადაწყვეტილებაში, გაუხანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს "ბაიერნი" გერმანელ ლეგენდას, ამაში დიდ როლს მიუნხენელთა ახალი მწვრთნელი, ვენსან კომპანი ითამაშებს.
ცნობისთვის, თომას მიულერმა "ბაიერნში" 795 მატჩი ჩაატარა, 284 გოლი გაიტანა და 273 საგოლე გადაცემა გააკეთა.