bayern.ge სიახლეები გვერდი 122
მანუელ ნოიერი დაბრუნებასთან ახლოსაა - დარჩება თუ არა ძირითად მეკარედ?
მანუელ ნოიერი დაბრუნებასთან ახლოსაა და სეზონის ბოლო მატჩებში სასტარტო შემადგენლობაში ყოფნას გეგმავს.

რაც შეეხება შემდეგ სეზონს, ნოიერი კვლავაც დარჩება ძირითადი მეკარე, ხოლო იონას ურბიგი მისი დუბლიორი იქნება, თუმცა მიუხედავად ნოიერის მზადყოფნისა, ურბიგსაც ექნება შესაძლებლობა ითამაშოს.

ურბიგი ითამაშებს კონკრეტულ მატჩებს სეზონის მიმდინარეობისას, რომელსაც გადაწყვეტენ თავად მეკარეები და სამწვრთნელო შტაბი.
ფიორენტინა მიულერის წარმომადგენლებს დაუკავშირდა - ცნობილია დეტალები
ფიორენტინა თომას მიულერის აგენტს დაუკავშირდა, რათა გაეგო, სურს თუ არა ფეხბურთელს იტალიაში გადასვლა.

აგენტმა ჯერჯერობით პასუხი არ გასცა, რადგან ჯერ ყველა დაინტერესებულ კლუბს შეაგროვებს და შეაფასებს

შემდეგ კი სეზონის დასრულების შემდეგ მიულერთან ერთად იმსჯელებს, დარჩება თუ არა ევროპაში, თუ სხვაგან სურს გადასვლა.
ვირცის მომავალი გაურკვეველია - გუარდიოლას და ალონსოს გავლენა
ფლორიან ვირცისთვის მიუნხენის ბაიერნი არ არის პრიორიტეტული ვარიანტი, თუკი ის ლევერკუზენის დატოვებას გადაწყვეტს.

ფეხბურთელი უფრო მეტად შთაბეჭდილია პეპ გვარდიოლას მცდელობებით, რომ ის მანჩესტერ სიტიში გადაიბიროს. ასევე, დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩაბი ალონსოს შესაძლო წასვლამ მადრიდის რეალში – ალონსო ვირცთან ახლოს არის და თუ ის “სამეფო კლუბს” ჩაუდგება სათავეში, ფეხბურთელის არჩევანზეც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვირცი საკუთარ მომავალს მხოლოდ გერმანიის ფარგლებში არ ხედავს და კარიერის განვითარებას უფრო დიდ საერთაშორისო სცენაზე განიხილავს, განსაკუთრებით იქ, სადაც მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სპეციალისტები მუშაობენ.
ნიუბელი შტუტგარტში დარჩება? - ცნობილია ბაიერნის გადაწყვეტილება
ბაიერნს აქვს შესაძლებლობა, 30 აპრილამდე დროზე ადრე შეწყვიტოს ალექსანდერ ნიუბელის იჯარა, თუმცა კლუბი ამ პუნქტის გამოყენებას არ აპირებს.

ლევერკუზენი ყურადღებით აკვირდება ნიუბელს, თუმცა ჯერჯერობით არ მიუციათ სერიოზული ინტერესის მკაფიო სიგნალი.

შესაბამისად, 28 წლის მეკარე თითქმის დარწმუნებით კვლავ შტუტგარტში დარჩება იჯარით მომდევნო სეზონშიც. კლუბი კვლავ დაფარავს მისი €12 მილიონიანი წლიური ხელფასის დაახლოებით ერთ მესამედს.
მაქს ებერლი ლეროი სანეს შეინარჩუნებს? - ცნობილია ახალი დეტალები
ბაიერნი ლეროი სანეს წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე მოლაპარაკებებს განაახლებს.

მაქს ებერლი ვინგერის შენარჩუნებას მტკიცედ აპირებს და მას ახალ კონტრაქტს სთავაზობს 2028 წლამდე.

პაკეტის საერთო ღირებულება, ბონუსების ჩათვლით, სავარაუდოდ, წელიწადში დაახლოებით 14–16 მილიონ ევროს შეადგენს.
ფერნანდო კარო: “ბაიერნისგან ვირცზე შეთავაზება არ ყოფილა - ეს უბრალოდ შოუა”
ლევერკუზენის გენერალური დირექტორი ფერნანდო კარო ბაიერნის შესაძლო წინადადებაზე ფლორიან ვირცის მიმართ:

„ბაიერნსა და ლევერკუზენს შორის კონტაქტი არ ყოფილა, ასე რომ – ბაიერნის მხრიდან არც შემოთავაზებაა“.

ბაიერნის საჯარო განცხადებებზე ფეხბურთელთან დაკავშირებით:

„ეს უბრალოდ შოუა. ისინი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ასეთი რამ უბრალოდ არაკორექტულია“.

ელით თუ არა, რომ ვირცი დარჩება?:

კარო: „დიახ, ველოდები, რომ დარჩება“.
როგორი იქნება ბაიერნის მესამე ფორმა ახალ სეზონში? [ფოტო]

მომდევნო სეზონისთვის ბაიერნის მესამე ფორმის მოკლე და გრძელმკლავიანი ვერსიების სავარაუდო დიზაინი გავრცელდა...

ბაიერნი ანდრეი სანტოსს აკვირდება - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩელსი?
ბაიერნი აკვირდება ჩელსის ნახევარმცველ ანდრეი სანტოსს, რომელიც ამჟამად იჯარით სტრასბურგში თამაშობს და იქაც წარმატებით ასპარეზობს.

მილანიც ადევნებს თვალს მისი სიტუაციის განვითარებას, თუმცა ირკვევა, რომ ბაიერნს უფრო სერიოზულად მოსწონს ბრაზილიის ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშე.

ჩელსის კი სურს, პრესეზონზე თავად დააკვირდეს სანტოსს, რათა შემდეგ გადაწყვიტოს მისი კარიერის მომდევნო ეტაპი.
კიმიხი: “წელს განსაკუთრებული კავშირი ჩამოგვიყალიბდა გუნდში”
იოზუა კიმიხი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ატმოსფეროზე საუბრობს:

„გავიგე, რომ გასახდელში ამჯერად განსხვავებული გრძნობა იყო. ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხრაჯერ გამოვვარდი ჩემპიონთა ლიგიდან და ხშირად ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ერთმანეთზე ვიწყებდით დაბრალებას.

წელს კი განსაკუთრებული კავშირი ჩამოგვიყალიბდა ერთმანეთთან — განსაკუთრებით გასახდელში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არავინ ცდილობდა სხვაზე დაედო ბრალი. ყველამ ვიცოდით, რომ შეცვლა აღარ შეიძლებოდა და ახლა დარჩენილ ორ ტიტულზე უნდა გადაგვეწყო ყურადღება.“


კიმიხი ვინსენტ კომპანიზე:

„ის ძალიან, ძალიან გონივრულად იქცევა — განსაკუთრებით საჯაროდ. ეს ჩვენთვის დიდი პლუსია, რადგან გვაძლევს საშუალებას, საკუთარ თავზე და ჩვენს თამაშზე ვიყოთ კონცენტრირებულნი.“
კომპანი: “ბიჭები მძიმე კვირის შემდეგ კარგად გამოვიდნენ. კომპლიმენტები მათ”
ვენსან კომპანი დღევანდელი გამარჯვების შემდეგ:

„ვიცი, ახლა ყველა იტყვის, რომ ბაიერნმა სუსტ გუნდს მოუგო. მაგრამ თუ ჰაიდენჰაიმის ბოლო რამდენიმე თამაში ნახეთ, განსაკუთრებით ლევერკუზენის წინააღმდეგ - მეტოქისთვის მარტივი არ იყო.

ამიტომაც ვიცოდი, რომ ჩვენთვისაც ადვილი არ იქნებოდა. ეს იყო სრული, გამართული გამოსვლა ბიჭებისგან მძიმე კვირის შემდეგ. კომპლიმენტები მათ.”
ჰაიდენჰაიმი - ბაიერნი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 17:30 - საათზე, მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდება ჰაიდენჰაიმს.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია სასტარტო შემადგენლობა:

ურბიგი - ლაიმერი, სტანიშიჩი, დაიერი, გერეირო - კიმიხი ©, პავლოვიჩი - გნაბრი, ოლისე, კომანი - კეინი.
ცნობილია მთავარი პრობლემა - რატომ ვერ თანხმდებიან ბაიერნი და უპამეკანო?
ბაიერნი კვლავ აწარმოებს მოლაპარაკებებს დაიო უპამეკანოსთან ახალ კონტრაქტზე, თუმცა ჯერ საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი უკვე არის.

ფრანგი მცველი ამ ეტაპზე ითხოვს წლიურად 15 მილიონი ევროს ანაზღაურებას, რაც მიუნხენელებისთვის ზედმეტად მაღალია და მიუღებლად მიაჩნიათ.

კლუბი ცდილობს მოთამაშესა და მის აგენტთან საერთო ენის გამონახვას, თუმცა ხელფასის თემა ჯერჯერობით ყველაზე სერიოზულ ბარიერად რჩება შეთანხმების გზაზე.
ჰაიდენჰაიმი - ბაიერნი (შეხვედრის დეტალები)
ხვალ, თბილისის დროით 17:30 - საათზე, ბუნდესლიგის 30-ე ტურში მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდება ჰაიდენჰაიმს.

მატჩამდე ცნობილია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც მატჩს გამოტოვებენ.

ჰაიდენჰეიმი:

• მეთიას ჰონსაკი
• ბუდუ ზივზივაძე

ბაიერნი:

• მანუელ ნოიერი
• სვენ ულრაიხი
• ჰიროკი იტო
• ალფონსო დევისი
• დაიოტ უიპამეკანო
• ლეონ გორეცკა
• ჯამალ მუსიალა
პალინია “ბაიერნს” ზაფხულში დატოვებს? - ცნობილია ფეხბურთელის გეგმები
ვესტჰემმა და ფულჰემმა ჟოაო პალინიას მიმართ ინტერესი გამოხატეს.

ბაიერნი მზადაა პალინიასთვის შემოთავაზებები მოისმინოს და იმედოვნებს, რომ მას დიდი ზარალის გარეშე გაყიდის.

ფეხბურთელს კი სურს დარჩენა და საკუთარი ადგილისთვის ბრძოლა, თუმცა თუ მას ეტყვიან, რომ მომდევნო სეზონში სათამაშო დროის პერსპექტივა ნაკლები ექნება, მაშინ ზაფხულში ინგლისში დაბრუნებას განიხილავს.
კომპანი კიმს იცავს: “დრამა არ იქნება - გუნდი ერთად უნდა იდგეს”
ვენსან კომპანი კიმ მინ-ჯეს სიტუაციაზე:

„ბევრჯერ მითქვამს პრესკონფერენციებზე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ არც ერთი ფეხბურთელი არ იყოს იზოლირებული. არანაირი შანსი არ არსებობს, რომ ასე მოვიქცე. ჩვენთვის აუცილებელია, ყოველთვის ერთად ვიდგეთ. თუ ვინმე კარგად ვერ თამაშობს და აქ არ ვგულისხმობ კონკრეტულად კიმს - ამას ყოველთვის შიგნით განვიხილავთ, გუნდის წინაშე ან ინდივიდუალურად თავად მოთამაშესთან. საჯარო დრამებს არ ვაწყობ.

სერჟ გნაბრი, მაგალითად, სეზონის პირველ ნაწილში, ალბათ, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მერე ტრავმებმა ხელი შეუშალა. ახლა ის სრულ მზადყოფნაშია.

სეზონის ბოლოს ყველა მოთამაშესთან გულწრფელი საუბარი გვექნება. ამ ეტაპზე კი მთავარი ისაა, რომ ყველამ მაქსიმუმი გაიღოს და საკუთარ თამაშზე ვიყოთ კონცენტრირებულები.“
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0