bayern.ge სიახლეები გვერდი 121
ლეროი სანემ არსენალს უარი უთხრა - ბაიერნთან ახალი კონტრაქტი?
გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლეროი სანემ უარი თქვა არსენალში გადასვლაზე და ბაიერნს თავისი გრძელვადიანი მომავალი დაუკავშირა, ხელფასის შემცირებით ახალ კონტრაქტზე ხელმოწერით.

“მეთოფეები” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში პროდუქტიულ ფლანგის მოთამაშეს ეძებენ და თვალი მიუნხენის ვინგერს დაადგეს. თუმცა გერმანელმა ჩრდილოეთ ლონდონის კლუბს უარი უთხრა და არჩევანი ბავარიულ გრანდზე გააკეთა.

ლეროი სანე ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის ივლისში მანჩესტერ სიტიდან გადავიდა. გამოცდილი ვინგერი დიდი მოლოდინების ფონზე შეუერთდა ალიანც არენას და მანამდე მანჩესტერ სიტიში წარმატებული კარიერის შემდეგ დიდი ყურადღება მიიპყრო.
ერიკ დაიერი ბაიერნში დარჩება? - მაქს ებერლის კომენტარი
მაქს ებერლი ერიკ დაიერზე და მის მომავალზე:

„ერიკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მნიშვნელობა მას შემდეგ, რაც დაიო უპამეკანომ ტრავმა მიიღო და აჩვენა, რამდენად სტაბილურია.

ის ყოველთვის მზად არის და ზუსტად იცის, რა შეუძლია. ის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის ამ ეტაპზე.

ვნახავთ, ვინ იქნება გუნდში შემდეგი სეზონისთვის.“
კიმ მინ-ჯეს ფორმის ვარდნის მიზეზი და „ბაიერნის“ გეგმები ამასთან დაკავშირებით
კიმ მინ-ჯე გუშინ პირველივე ტაიმის შემდეგ შეცვალეს, რადგან მან კვლავ იგრძნო ტკივილი აქილესის მყესზე.

როგორც ფეხბურთელის გარემოცვაში, ასევე „ბაიერნის“ შიგნით, აქილესის მყესის პრობლემებს ასახელებენ მინ-ჯეს ფორმის ვარდნის მთავარ მიზეზად მიმდინარე სეზონში.

მიუხედავად ამისა, კლუბი მზად არის ზაფხულში მისი ტრანსფერზე გაყიდვის წინადადებები მოისმინოს.
კეინი: “სულელური წესია. ყვითელი ბარათი კი საერთოდ გაუგონარი გადაწყვეტილება იყო”
ჰარი კეინმა გააკრიტიკა მსაჯი ბასტიან დანკერტი და ბუნდესლიგის წესები:

„პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან გაუგონარი გადაწყვეტილება იყო. ეს არ უნდა ყოფილიყო ყვითელი ბარათი. სამწუხაროდ, ზოგჯერ ადამიანები ალიანც არენაზე მოდიან იმისთვის, რომ სახელი გაითქვან. ამიტომაც ძალიან გაბრაზებული ვარ, რომ მივიღე ეს ყვითელი ბარათი, რადგან ვიცოდი, რომ უკვე ოთხი მქონდა.

მეორეც, ვფიქრობ, რომ ეს წესი საერთოდაც აბსურდულია. 34 თამაშში 5 ყვითელ ბარათზე დისკვალიფიკაცია — ეს სულელური წესია. პრემიერ ლიგაში რომ იყოს როგორცაა [სადაც ყვითელი ბარათები 19-ე ტურის შემდეგ ნულდება], უკეთესი იქნებოდა.

ახლა კი მნიშვნელოვან თამაშს ვტოვებ იმის გამო, რომ სეზონის პირველ მატჩში მივიღე ყვითელი ბარათი. ამას აზრი არ აქვს. იქნებ მომავალში გადახედონ ამ წესს. ლაიფციგში მატჩის გამოტოვება თითქოს ჩემი ისტორიაა. მაგრამ არ ინერვიულოთ, გამარჯვებას ყველაზე მეტად მაინც მე აღვნიშნავ.“
ბაიერნი - მაინცი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 17:30 საათზე, ბაიერნი დაუპირისპირდება მაინცს.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა შემადგენლობა:

ურბიგი - ლაიმერი, დაიერი, კიმი, სტანიშიჩი - კიმიხი ©, პავლოვიჩი - ოლისე, გნაბრი, სანე - კეინი.
სანემ დიდ თანხაზე უარი თქვა - გერმანელის დასაფასებელი გადაწყვეტილება

ალ-ითიჰადმა ლეროი სანეს წელიწადში დაახლოებით 25 მილიონი ევრო სუფთა ანაზღაურება შესთავაზა, თუმცა მისთვის ფული გადამწყვეტი ფაქტორი არ აღმოჩნდა.


სანემ ბაიერნში დარჩენა და ხელფასის შემცირებაზე თანხმობა საკმაოდ ადრე გადაწყვიტა, რაც კლუბმა ძალიან დააფასა.


ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ერთგულების ნიშანი იყო, არამედ იმ სულისკვეთების, რომელიც ბაიერნის იდენტობას შეესაბამება.

კეინი: “პირველი ტიტულის შემდეგ უზარმაზარი ზეიმი იქნება.”
ჰარი კეინი იმაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის პირველი ტიტულის მოგება: ეს შესანიშნავი იქნებოდა.

იქნებ ზოგიერთმა ადამიანმა შეწყვიტოს საუბარი იმაზე, რომ ჯერ ტიტული არ მომიგია [იცინის].

თუ ამას შევძლებთ მთელი ის შრომა და თავდადება, რაც ამ სეზონში ჩავდეთ, უზარმაზარ ზეიმად გადაიქცევა.

თუმცა ამის შემდეგ ყურადღება უკვე შემდეგ ტიტულზე გადაერთვება, რადგან ფეხბურთში ყოველთვის მეტი გინდა. მაგრამ ახლა მთავარი სწორედ ჩემპიონატის ტიტულია.“
ებერლი: “არ ვფიქრობ, რომ საქმე დღეების ამბავია. ვცდილობთ წინ წავიწიოთ”
ებერლმა სანესა და უპამეკანოსთან კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებზე განაცხადა:

„როცა სათქმელი გვექნება, ამასაც ვიტყვით.

არ ვფიქრობ, რომ საქმე დღეების ამბავია, მაგრამ ვცდილობთ, წინ წავიწიოთ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმაც.

როცა ყველაფერი დასრულდება, მაშინ ოფიციალურად გამოვაცხადებთ.“
კომპანი: “ვერ ვიტყვი რომ ეს ჩემი ტიტულია. ყველაფერი გუნდის დამსახურებაა“
ვენსან კომპანი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე:

„მწვრთნელის რანგში ასე გრძნობ - ეს ტიტული ფეხბურთელებმა მოიგეს, ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ტიტულია.

ყველაფერი მოთამაშეებზეა. ნიჭი ბევრ რამეს წყვეტს. მინდა, მათ შანსი ჰქონდეთ, საკუთარი საუკეთესო მხარე აჩვენონ.

იმედი მაქვს, შევძლებთ ამის გაკეთებას, მაგრამ ყველაზე მთავარია, თავად ფეხბურთელებს უნდოდეთ ამის მიღწევა.“
ლეროი სანე ბაიერნში რჩება - ახალი კონტრაქტი 2028 წლამდე
ბაიერნმა და ლეროი სანემ ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების ოფიციალურად გაფორმება მომავალ კვირაშია ნავარაუდები.

ახალი კონტრაქტის ვადა 3 წელია და 2028 წლამდე გაგრძელდება. სანე ფიქსირებულად €10 მილიონს მიიღებს წლიურად, დამატებით კი €5 მილიონამდე ბონუსებს — შედეგებისა და ინდივიდუალური მაჩვენებლების შესაბამისად.

ბაიერნი გერმანელი ვინგერის შენარჩუნებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან კლუბი მას კვლავ ერთ-ერთ ლიდერად და შემტევი ხაზის მთავარ ძალად განიხილავს.
კიმის ბაიერნიდან წასვლის შანსი რეალურია - ცნობილია მთავარი მიზეზი
ევროპის არაერთი კლუბი ინტერესდება კიმ მინ-ჯეს ტრანსფერით, თუმცა პრობლემას ხელფასი წარმოადგენს. კიმს ბაიერნში საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვს. როცა მიუნხენურმა კლუბმა ის ნაპოლიდან გადაიბირა, გადამხდელი თანხა ძალიან დიდი არ ყოფილა, მაგრამ მოთამაშეს სოლიდური ხელფასი დაუნიშნეს.

ამიტომ, თუ კიმს ევროპის რომელიმე კლუბში გადასვლა მოუნდება, დიდი ალბათობით, ხელფასის დაკლებაზე მოუწევს წასვლა - წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმება რთული იქნება.

ამავდროულად, კიმით რეალურად ინტერესდებიან საუდის არაბეთშიც. იქაურ კლუბებს შეუძლიათ არამხოლოდ მისი მიმდინარე ხელფასის გათანაბრება, არამედ კიდევ უფრო მაღალი თანხის შეთავაზებაც.

ყველაფერი თავად ფეხბურთელსა და ბაიერნზეა დამოკიდებული - მიიღებენ თუ არა შესაბამის წინადადებებს. თუმცა კიმ მინ-ჯეს მიუნხენიდან წასვლის ალბათობა ნამდვილად რეალურია.
ვირცის შესაძლო ტრანსფერი ბაიერნში - რაზე იქნება დამოკიდებული?
ფლორიან ვირცის მამას და აგენტს, ჰანს ვირცს, საკმაოდ რეალურად მიაჩნია მისი შვილის მიუნხენის ბაიერნში გადასვლა.

თუმცა ამისთვის პირველ რიგში ფეხბურთელის თანხმობაა საჭირო. ცნობილია, რომ 21 წლის ვირცი გადაწყვეტილებას ძირითადად იმაზე დაყრდნობით იღებს, თუ ვინ იქნება იმ გუნდის მთავარი მწვრთნელი, რომელშიც გადავა. მისთვის მთავარი კლუბი კი არ არის, არამედ მწვრთნელი და პერსპექტივები, რასაც ის კლუბში ნახავს.

ბაიერნი უკვე „წითელ ხალიჩას აფენს“ ვირცის მისაღებად. ის კლუბის მომავლის ცენტრალურ ფიგურად და #10 პოზიციის მოთამაშედ არის დაგეგმილი. ფინანსურად ბაიერნს ტრანსფერის განხორციელება ნამდვილად შეუძლია.
კიმ მინ-ჯეს მომავალი ბაიერნში კითხვის ნიშნის ქვეშაა
საუდის ლიგის რამდენიმე კლუბმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები კიმ მინ-ჯეს მიმართ, რაც მის მომავალთან დაკავშირებულ სპეკულაციებს კიდევ უფრო აძლიერებს.

სამხრეთკორეელ მცველს რეალურად აქვს შანსი, რომ ბაიერნი დატოვოს მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მომგებიანი იქნება შეთავაზება როგორც თავად ფეხბურთელისთვის, ასევე მიუნხენური გრანდისთვის.

გავრცელებული ცნობებით, ევროპაშიც არაერთი კლუბია ინფორმირებული შექმნილი ვითარების შესახებ და ყურადღებით აკვირდებიან მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. კიმ მინ-ჯე ბაიერნში მხოლოდ ერთი სეზონია რაც თამაშობს, თუმცა, კონკურენციის ფონზე მისი სათამაშო დრო შემცირდა, რაც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს მის გადაწყვეტილებაზე.
უპამეკანოსთან მოლაპარაკებები გართულდა - როგორია ბაიერნის დამოკიდებულება?
მაქს ებერლი და კრისტოფ ფროინდი თავდაპირველად დარწმუნებული იყვნენ, რომ დაიო უპამეკანოსთან კონტრაქტის მოლაპარაკებებს სწრაფად დაასრულებდნენ. თუმცა, ბოლო დღეებში მოლაპარაკებები მცირე ბარიერს წააწყდა.

არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელზეც მხარეებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მიუნხენის ბაიერნი ვერ თანხმდება ფეხბურთელის ანაზღაურების გაზრდას იმ დროს, როდესაც კლუბი მთლიანობაში ხარჯების შემცირებას ცდილობს.

ამასთანავე, ფეხბურთელის წარმომადგენლები ითხოვენ ცვლილებას გამოსასყიდ პუნქტში. მათ მიაჩნიათ, რომ მოქმედი გამოსასყიდი თანხა (120 მილიონი ევრო) მეტისმეტად მაღალია და ითხოვენ მის შემცირებას. ბაიერნის ხელმძღვანელობაზე ზეწოლაა – ვინსენტ კომპანი სურს ფრანგ ფეხბურთელთან მუშაობის გაგრძელება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0