bayern.ge სიახლეები გვერდი 118
უპამეკანოს გაყიდვა ზაფხულში არ იგეგმება - ბაიერნი რისკზე მიდის
ამ ეტაპზე ბაიერნს არ აქვს განზრახვა, გაყიდოს დაიო უპამეკანო ზაფხულში, თუნდაც შეთანხმებას ვერ მიაღწიონ.

კლუბის გეგმაა, მცველის კონტრაქტზე ბოლო წელს იზრუნონ და მზად არიან 2026 წელს მისი უფასოდ დაკარგვის რისკიც კი აიღონ.

ეს სიტუაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს, თუ კლუბი მის შესაცვლელად მაღალი დონის ფეხბურთელს იპოვის.
ბაიერნის მთავარი სამიზნე სიტიში მიდის?! – ახალი სატრანსფერო დეტალები
ფლორიან ვირცი და მისი მშობლები დღეს მანჩესტერში გაფრინდნენ, სადაც პეპ გვარდიოლას შეხვდნენ. ისინი საღამოს გერმანიაში დაბრუნდნენ. ჰანს ვირცმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი შეთანხმება არსებობს მანჩესტერ სიტისა და ლევერკუზენს შორის ტრანსფერის ძირითადი პირობების შესახებ.

სიტიმ იცის, რომ ლევერკუზენს ურჩევნია ვირცი მათ მიჰყიდოს, ვიდრე ბუნდესლიგის მეტოქე ბაიერნს.

მიუნხენელებიც აქტიურად ცდილობენ ვირცის გადაბირებას და დარწმუნებულები არიან, რომ შეძლებენ მის გადარწმუნებას.

თუმცა ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ბაიერნმა ჯონათან ტას ოფიციალური წინადადება გაუგზავნა თავისუფალი ტრანსფერისთვის
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით ბაიერნმა ჯონათან ტას ოფიციალურად გაუგზავნა წინადადება, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს კლუბს.

ბაიერნი ამ პროცესში აპრილის ბოლოდანაა ჩართული.

ბარსელონა ტას შეძენით თვეების განმავლობაში ინტერესდებოდა, თუმცა არაუხოს, კრისტენსენისა და ერიკ გარსიას დარჩენის გამო, იანვარში გეგმა შეიცვალა და ამ ეტაპზე კონტრაქტი არ არის გაფორმებული.
მუსიალა: "ჩემი მიზანია ერთა ლიგისთვის მზად ვიყო"

ჯამალ მუსიალა თავისი დაბრუნების გეგმაზე:


„კარგად ვარ, ჩემს პროგრამას ვასრულებ და ყველაფერი კარგად მიდის. სწორ გზაზე ვართ.


ჯერ ზუსტად არ არის გადაწყვეტილი, როდის შევუერთდები სრულფასოვან გუნდურ ვარჯიშს.


მე აბსოლუტურად მინდა, რომ ერთა ლიგისთვის მზად ვიყო - ეს არის მიზანი.“

ვირცი “ათიანზე”, მუსიალა ფლანგზე - ბაიერნის ახალი ტაქტიკური გეგმა
ბაიერნი გეგმავს ფლორიან ვირცის გამოყენებას 10 ნომრის პოზიციაზე როგორც ცენტრალური შემქმნელი თავდამსხმელის უკან, რომელიც დროდადრო ცოტა ღრმადაც ჩამოდის.

იმავდროულად, ჯამალ მუსიალა ითამაშებს ფლანგზე, მისი დრიბლინგის უნარის წყალობით.

ზოგადად კი, წარმოდგენადია პოზიციების თავისუფლად გაცვლა ვირცსა და მუსიალას შორის 4-2-3-1 ფორმაციაში.
სონი: “კეინის გამარჯვება ისე გამიხარდა როგორც ოჯახის წევრის”
სონი ჰარი კეინის პირველ ტიტულზე:

„მართლა ძალიან გამიხარდა, რომ მას ბედნიერს ვხედავდი.

ის ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო მეგობარია და მისთვის ისე გამიხარდა, როგორც ოჯახის წევრისთვის.

იმ დადებითი ემოციებით, რაც მის გამარჯვებას მოჰყვა, ვიმედოვნებ, რომ ის ევროპის ლიგის ფინალში ტოტენჰემის გვერდით იქნება და ჩვენც შევძლებთ კარგი შედეგის დაფიქსირებას, როგორც მან მოახერხა.“
ბაიერნი ტას ტრანსფერის დასასრულებლად მუშაობს - ცნობილია დეტალები
ბაიერნი ახლა ჯონათან ტას ტრანსფერზე ფავორიტად ითვლება. სულ რამდენიმე დღის წინ, ყველაზე სავარაუდო გუნდად ბარსელონა მიიჩნეოდა.

ფეხბურთელის გარემოცვას და კატალონიურ კლუბს ზაფხულის ტრანსფერზე შეთანხმებაც კი ჰქონდათ. თუმცა, ბარსელონამ ვერ მისცა გარანტია, რომ ტას მომდევნო სეზონისთვის დაარეგისტრირებდნენ, რამაც ფეხბურთელი შეაშინა.

ახლა ბარსელონაში ეჭვობენ, რომ ტას მიუნხენის ბაიერნში გადაბარგება უფრო სურს.

ამას ბაიერნიც აცნობიერებს და ცდილობს, ფავორიტის სტატუსით სარგებლობას.

მაქს ებერლი აქტიურად მუშაობს ტრანსფერის საბოლოოდ დახურვაზე. მოლაპარაკებები გრძელდება და საბოლოო დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. თუმცა, ტა ძალიან დადებითად არის განწყობილი მიუნხენში გადასვლაზე.
უპამეკანოს ბაიერნში დარჩენა უნდა – პსჟ-ს ინტერესი და მიმდინარე მოლაპარაკებები
პსჟ-ს სურს დაიმატოს დაიო უპამეკანო, თუმცა თავად ფეხბურთელს ბაიერნში დარჩენა უნდა. ის თავს კომფორტულად გრძნობს მიუნხენში და მიიჩნევს, რომ კლუბთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

უპამეკანომ შაბათის ტიტულის აღნიშვნის შემდეგ თქვა: „ჩემი აგენტი ესაუბრება კრისტოფსა და მაქსს. ყველაფერი კარგადაა. არანაირი პრობლემა არ არსებობს.“

ბაიერნი კი თავის მხრივ ცდილობს, იპოვოს გამოსავალი და გაახანგრძლივოს უპამეკანოს კონტრაქტი — მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. კლუბს აქვს დადგენილი მკაფიო ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააჭარბონ.
მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია - ვირცი მალე ბაიერნის ფორმას მოირგებს
ბაიერნსა და ლევერკუზენს შორის ფლორიან ვირცის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

არსებული ცნობებით, მხარეებს შორის პოზიტიური დინამიკაა და ოპტიმიზმია, რომ შეთანხმება მალე საბოლოო სახეს მიიღებს.

ფლორიან ვირცს ბაიერნთან უკვე მიღწეული აქვს პირადი შეთანხმება – კონტრაქტი 5-წლიანია და მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 20-დან 25 მილიონ ევრომდე იქნება.

ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბაიერნის მხრიდან მაღალ ნდობასა და ინტერსს ვირცის მიმართ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ტალანტიან და პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება ევროპაში.
ნოიერი: "პატივი იყო შენთან ერთად ამ გზის გავლა. მადლობა ყველაფრისთვის თომას"

მანუელ ნოიერის მესიჯი თომას მიულერს:


"დღეს ჩვენი ბოლო საშინაო მატჩი იყო ერთად, მიუნხენის ბაიერნისთვის. 2011 წლიდან მოყოლებული, გვერდიგვერდ ვიდექით – ამ სტადიონზე, ამ კლუბის სახელით, მთელი იმ ვნებით, რაც გვაერთიანებს.


ერთად გამოვიარეთ უამრავი მომენტი – გამარჯვებები, ტიტულები, მარცხიც და აღმასვლაც. მაგრამ ყველაზე ფასეული მაინც ის მოგონებებია, რაც სამუდამოდ დარჩება. შენს მნიშვნელობას ბევრად უფრო დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელია. შენი ენერგია, იუმორი, მომენტის გრძნობა – შენ იმ იშვიათი ადამიანების რიგში ხარ, ვინც ამ გუნდს სული და ხასიათი მისცა.


პატივი იყო შენთან ერთად ამ გზის გავლა. მადლობა ყველაფრისთვის, თომას. ეს ნამდვილად განსაკუთრებული იყო. და წინ კიდევ ერთი, ბოლო თავი დაგვრჩა დასაწერი."

კიმიხი მიულერზე: "ის ძალიან მოგვენატრება - როგორც მოედანზე, ისე მის მიღმაც"
კიმიხი: "არ ვიცი, ბაიერნის ისტორიაში თუ ყოფილა ფეხბურთელი, ვისაც თომას მიულერზე მეტი წარმატება ჰქონდა.

როცა გუნდის ფორმირებაში 16 წლის განმავლობაში მთავარი როლი მქონე ფეხბურთელი მიდის, ეს ძალიან ემოციურია.

ის ძალიან მოგვენატრება - არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი, მოედნის მიღმა და გასახდელშიც."
"მისი გავლენა სამუდამოდ დარჩება" - ვენსან კომპანი მიულერზე
ვენსან კომპანი: "ეს განსაკუთრებული საღამო იყო.

ცხადია, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გერმანიის ჩემპიონები ვართ. მაგრამ ასევე აღფრთოვანებული ვარ, როცა ვხედავ, რა გააკეთა თომას მიულერმა ამ კლუბისთვის.

არ ვიცი, თავადაც სრულად თუ აცნობიერებს იმ გავლენას, რაც ხალხზე იქონია. ეს სამუდამოდ დარჩება."
მიუნხენი ზეიმობს - ჩემპიონობა და თომას მიულერის უკანასკნელი ოვაცია
მიუნხენი ისევ ზეიმობს – ბაიერნმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გერმანული ფეხბურთის ისტორიაში მისი ადგილი შეუცვლელია...
ბაიერნი - გლადბახი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე, მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდება გლადბახს.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა სასტარტო შემადგენლობა:

ნოიერი - ლაიმერი, დაიერი, სტანიშიჩი, გერეირო - კიმიხი, გორეცკა - ოლისე, მიულერი, კომანი - კეინი.
ჯონათან ტა - ბაიერნის დაცვის ხაზის გაძლიერების მთავარი სამიზნე
ჯონათან ტა ბაიერნის ნომერ პირველი სამიზნეა დაცვის ხაზის გასაძლიერებლად ამ ზაფხულს.

ებერლს, ფროიდს და კომპანის სურთ მისი დამატება. ტასთან და მის წარმომადგენელთან უკვე მიმდინარეობს კონკრეტული მოლაპარაკებები.

გერმანელ ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ჩაბი ალონსოს სურს, რომ ტა რეალ მადრიდში გადაიყვანოს.

არსებობს ასევე შეთანხმება ტასა და ბარსელონას შორის, თუმცა ფინანსური ფეარ-პლეის პრობლემების გამო ეს ტრანსფერი ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
"შენ მამასავით იყავი ჩვენთვის" - რიბერისა და რობენის ემოციური წერილი იუპ ჰაინკესს

არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის მილოცვა იუპ ჰაინკესს 80 წლის იუბილეზე:


"ძვირფასო იუპ,

როცა შენთან გატარებულ დროს ვიხსენებთ, მაშინვე გონებაში განსაკუთრებული მოგონებები მოგვდის. შენ მხოლოდ მწვრთნელი არ იყავი — შენ მამასავით გვყავდი. შენ შექმენი გუნდი, რომელიც არა მხოლოდ მინდორზე იყო ძლიერი, არამედ მტკიცე ერთობა გახლდათ მის გარეთაც. შენს მენეჯმენტს რაღაც უნიკალური ჰქონდა: ყოველთვის პოზიტიური, ენერგიით სავსე და ყოველთვის სწორი ინტუიციით, რაც გუნდს კონკრეტულ მომენტში სჭირდებოდა.


2013 წელი იყო ის წელი, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებთ. ერთად რაღაც ისტორიული მოვახერხეთ - კლუბის ისტორიაში პირველი ტრებლი და, რა თქმა უნდა, მაშინვე ერთი თამაში, ერთი მომენტი გვახსენდება: უემბლი, 25 მაისი, 89-ე წუთი. ფრანკმა ქუსლით გააგორა ბურთი, არიენმა ბადეში გაგზავნა - 2:1 ბაიერნის სასარგებლოდ! ეს იყო შეუფასებელი გრძნობა. მაგრამ ეს გოლი და ეს ფინალი მხოლოდ ერთ მომენტს არ ნიშნავდა. ის იყო იმ სეზონის ლოგიკური შედეგი, სადაც ყველაფერი იდეალურად დაიწყო: გუნდური სული, ვნება, თამაშისადმი სიყვარული და უპირველესად, მწვრთნელი, რომელიც იდეალურად გვამზადებდა სრულყოფილი მატჩებისთვის. შენ ჩვენ ნამდვილ გუნდად გვაქციე, რომელიც ერთმანეთს მხარში ედგა. სწორედ ეს იყო გადამწყვეტი.


მაგრამ ეს ერთადერთი დრო არ იყო, როცა გვაჩვენე, რას შევძლებდით. 2017 წელს, როცა დაბრუნდი, ბევრი ფიქრობდა: გამოუვა? მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ შენ ის ადამიანი იყავი, ვინც გვჭირდებოდა. მაშინ ბაიერნი მეორე ადგილზე იყო, დორტმუნდს ხუთი ქულით ჩამორჩებოდა — კლუბისთვის უჩვეულო მდგომარეობა. მაგრამ შენს დაბრუნებასთან ერთად მალევე მივხვდით: ჩვენ დავბრუნდებით. შენ მოგვიტანე სტაბილურობა და ნათლად დაგვანახე, რა უნდა გაგვეკეთებინა. ბოლოს ჩემპიონატი დამაჯერებლად მოვიგეთ - 29-ე ტურში. თითქოს ერთი ღილაკის დაჭერით ყველაფერი შეცვალე.


რაც არასდროს დაგვავიწყდება: შენ ყოველთვის გესმოდა ჩვენი — არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ ცხოვრების შესახებაც. შენთან შეგვეძლო გულწრფელად საუბარი, გულგახსნილობა და უარყოფითი ემოციების გაზიარებაც კი. და მეორე დღეს ერთად ვუბრუნდებოდით საქმეს. შენი ადამიანურობა იყო ის, რაც გამოგარჩევდა და სწორედ ამან გაგვზარდა არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელები, არამედ როგორც პიროვნებები.


შენმა ნდობამ გაგვაძლიერა. შენ გვაძლევდი თავისუფლებას, მაგრამ ამავდროულად მყარ პრინციპებს იცავდი. დისციპლინა, პატივისცემა, ერთიანობა — შენთვის ეს მხოლოდ სიტყვები არ იყო, არამედ რეალური ღირებულებები. ყველა ფეხბურთელმა იცოდა, სად იდგა შენთან. სწორედ ამიტომ გვქონდა შენი სრული მხარდაჭერა — ყოველთვის.


როცა დღეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვუყურებთ, ხშირად გვაფიქრებს: რამდენს ისწავლიდნენ ისეთი მწვრთნელისგან, როგორიც შენ ხარ? ალბათ ძალიან ბევრს. არა მხოლოდ თამაშის მოგებას, არამედ იმასაც — როგორ უნდა უხელმძღვანელო გუნდს, როგორ უნდა დაუკავშირდე ადამიანებს. შენ არასდროს იყავი ხმამაღალი, მაგრამ ყოველთვის გასაგები. არასდროს დომინანტი, მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანი. ეს, ალბათ, საუკეთესო კომპლიმენტია, რაც შეიძლება მწვრთნელს მისცე.


მადლიერები ვართ, რომ გზად შეგხვდით. ის გამოცდილება, რაც ერთად გვქონდა, სამუდამოდ დაგვამახსოვრდება. და ზოგჯერ, როცა იმ დროზე ვფიქრობთ, თითქოს უემბლის მინდვრის სუნიც კი შეგვიძლია ვიგრძნოთ — თამაშის დაწყებამდე, მოლოდინით სავსე. ეს სამუდამოდ დარჩება ჩვენში.


იუპ, შენ ის მწვრთნელი ხარ, ვინც წარმატება შესაძლებელი გახადა, მაგრამ უპირველესად — ადამიანი, რომელმაც ჩვენზე გავლენა მოახდინა. იმდენი რამ გავიარეთ ერთად — როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა. ამიტომ გილოცავთ 80 წლის იუბილეს — გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და უამრავ ბედნიერ წუთს ოჯახთან ერთად."


ფრანკ რიბერი & არუენ რობენი

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0