bayern.ge სიახლეები გვერდი 116
ბაიერნი ზაფხულში პალინიას გაყიდვას გეგმავს - კომპანის გეგმებში ის არ შედის
“ბაიერნი გეგმავს ჟოაო პალინიას გაყიდვას ამ ზაფხულს და იმედოვნებს, რომ შეძლებს უკან მიიღოს ნაწილი იმ 51 მილიონი ევროსი, რომელიც გასულ წელს ფულემს გადაუხადეს. პალინიას პრემიერლიგაში ჯერ კიდევ კარგი რეპუტაცია აქვს, რაც ბაიერნს იმედს აძლევს, რომ მიიღებს გონივრულ შეთავაზებებს.

რაც შეეხება კომპანის, პალინია უბრალოდ არ შეესაბამება ბელგიელი მწვრთნელის სისტემასა და საჭიროებებს. პორტუგალიელი ნახევარმცველი კომპანის დანიშვნის დროს ბაიერნში უკვე იყო და ის უფრო ტუხელის ხედვებს იყო მორგებული. კლუბიც მთლიანად თანხმდება კომპანის აზრზე – მათ სურთ პალინიას გაყიდვა, თუკი ამის შესაძლებლობა იქნება.

თვითონ პალინიას ჯერ კიდევ სჯერა, რომ ბაიერნში წარმატების მიღწევა შეუძლია, თუმცა ამ ეტაპზე ეს შთაბეჭდილება ყველას არ აქვს.” - წერს ‘BILD’-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი.
კიმიხი: “თითქმის ყოველთვის ჩვენ ვართ უკეთესი გუნდი, მაგრამ ეს შედეგებში არ ჩანს”
იოზუა კიმიხი დორტმუნდთან მატჩის შემდეგ:

„რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მაწუხებს, ის არის, რომ თითქმის ყოველთვის ჩვენ ვართ უკეთესი გუნდი, მაგრამ ეს შედეგებში არ ჩანს.

უფრო მომწიფებული და ეფექტური უნდა ვიყოთ.

უზარმაზარ ძალისხმევას ვდებთ, ბევრ კარგ მომენტს ვქმნით, მაგრამ ვერ ვიყენებთ.“
კომპანი: "ფანების თვალით რომ შევხედო, ბილეთს აუცილებლად ვიყიდიდი ასეთი მატჩისთვის"

ვენსან კომპანი დორტმუნდთან მატჩის შემდეგ:


„ვგრძნობდი, რომ პირველი გოლის მომენტამდე ბურთს კარგ ტემპზე ვამოძრავებდით. შანსებს ვქმნიდით აქა-იქ.


გულშემატკივრის თვალით რომ შევხედო, ბილეთს აუცილებლად ვიყიდიდი ასეთი მატჩისთვის. მაგრამ როგორც მწვრთნელს, ცოტა მეტი კონტროლი გინდა. უფრო მეტი ის, რაც პირველ ტაიმში გვქონდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ ამ მატჩის მოსაგებად და ვგრძნობდი, რომ მეტოქეც იგივეს აკეთებდა.


თამაშის ტაქტიკურად ანალიზი შეიძლება, მაგრამ თუ ასეთ თამაშებს ვერ ვიღებთ, მერე გვწყინს, რომ ასეთი ემოციები არ გვქონდა. ასე რომ, შერეული გრძნობებია.


დღის ბოლოს, ჩვენ გვინდოდა ლევერკუზენზე 6 ქულით წინ ვყოფილიყავით. სეზონის ამ ეტაპზე ყოველი ქულა ძვირფასია — ასე რომ, კარგი ქულაა.“

მიულერი: "მე ვხედავ გუნდს, რომელსაც შეუძლია ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლა."

თომას მიულერი დორტმუნდთან ფრეზე საუბრობს:

„დღეს ენერგიის ნაკლებობას ვერ დავაბრალებთ. გამარჯვება ძალიან გვინდოდა. მაგრამ გამოსვლა ისეთი არ იყო, როგორიც გვსურდა.

გულშემატკივრებისთვის მშვენიერი მატჩი გამოვიდა. შეცვლები კარგი აღმოჩნდა - სერჟმა შესანიშნავად ითამაშა.

ბევრი ენერგია გვქონდა, თუმცა პრობლემა გამორჩენილი მომენტები იყო. მიუხედავად ამისა, დავანახეთ, რომ შეგვიძლია ბევრი შანსის შექმნა და ეს მოგვცემს დიდ ბონუსს ოთხშაბათს.

მე ვხედავ გუნდს, რომელსაც შეუძლია ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლა.“

ბაიერნი - დორტმუნდი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 20:30 - საათზე, მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდება დორტმუნდს.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია შემადგენლობა:

ურბიგი - ლაიმერი, დაიერი, კიმი, სტანიშიჩი - კიმიხი, გორეცკა - ოლისე, მიულერი ©, სანე - კეინი.
კომანი ბაიერნს დატოვებს - საუდის არაბეთის, არსენალის და ტოტენჰემის ინტერესები
კინგსლი კომანმა ბაიერნს აცნობა, რომ კლუბი უნდა დატოვოს.

საუდის არაბეთის გუნდები სერიოზულად ინტერესდებიან კომანის გაფორმებით და მიუნხენში გაცემული იქნება საუდის დელეგაციის ვიზიტი, რათა გამართონ მოლაპარაკებები.

არსენალი ასევე გამოხატავს კონკრეტულ ინტერესს კომანის მიმართ. ტოტენჰემიც აკვირდება ვითარებას.
ჰიონესი: "მწვრთნელთან ყველაფერი კარგად მიდის, მაქსიც კარგ სამუშაოს ასრულებს"

ული ჰიონესი მაქს ებერლზე და მის მუშაობაზე:


„მაქსი ჩვენთან სეზონის შუაში მოვიდა, რაც მისთვის რთული სიტუაცია იყო. ახალ მწვრთნელს ვეძებდით და ბევრ ფეხბურთელს კონტრაქტი ეწურებოდა. ახლა მწვრთნელთან ყველაფერი კარგად მიდის, მაქსიც კარგ სამუშაოს ასრულებს.


რა თქმა უნდა, როცა ხელმძღვანელ პოზიციაზე ხარ, გინდა, რომ ბევრი ტიტული მოიგო და ამ სეზონში ჯერ კიდევ არის რაღაც მოსაგები.


ახლა მაქსს მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება უნდა მივცეთ.“

"იყო თუ არა ინტერთან შემადგენლობაში შეცდომები?" - კომპანი პრესკონფერენციაზე
კომპანი ინტერთან მატჩში შემადგენლობაში შესაძლო შეცდომებზე (გამოცდილების ნაკლებობის გამო):

„ასეა ყველა საქმეში. როცა რამეს იწყებ, ყოველთვის უნდა ელოდო, რომ კითხვები იქნება შენს გამოცდილებაზე. მოტივაცია დიდი მაქვს, მაგრამ უბრალოდ უნდა დაიწყო და მიიღო გადაწყვეტილებები.

ასე რომ, ეს შეკითხვა ჩემთვის პრობლემა არ არის. თუმცა, თითოეული მატჩის კონტექსტი მნიშვნელოვანია. მიულერი გამოვიდა და გოლი გაიტანა. ცვლილებები ყოველთვის ორი მხრიდან ფასდება - შეიძლება იფიქრო, რომ მწვრთნელის კარგი გადაწყვეტილება იყო, ან იფიქრო, რომ შეცდომა იყო.

მწვრთნელმა ყოველთვის უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ ხალხი იტყვის: „კარგია, რომ შეცვლაზე შემოიყვანა“ ან „რატომ არ დააწყებინა სასტარტოდან?“ - როცა აგებ, ამას უნდა შეეგუო. ვერაფერს შეცვლი.

ჩვენ ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ. ყველა მოთამაშე გვჭირდება. ამ მატჩში ბევრი კარგი რამ ვნახეთ. არ მოგვიგია - მაგრამ ჯერ არც წაგვიგია.“
ლეროი სანე "ბაიერნში" დარჩენას გეგმავს - ხელფასის შემცირებასაც დათანხმდა
"ბაიერნსა" და ლეროი სანეს შორის მოლაპარაკებები ახალი 3-წლიანი კონტრაქტის შესახებ 2028 წლამდე გრძელდება. ხელფასის საერთო ოდენობა წელიწადში 15 მილიონ ევროს (მთლიანი, ბონუსების ჩათვლით) შეადგენს.

ახალი წინადადება ასე გამოიყურება: ან 9 მილიონი ევრო ფიქსირებული ანაზღაურება და 6 მილიონი ბონუსების სახით, ან 10 მილიონი ფიქსირებული და 5 მილიონი ბონუსები. შედარებისთვის, სანეს ამჟამინდელი ხელფასი 15 მილიონი ევროა ფიქსირებულად და დამატებით 5 მილიონი ბონუსად.
მიუხედავად იმისა, რომ სანე ხელფასის შემცირებას დათანხმდა, ფული მისთვის გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. ის ბედნიერად გრძნობს თავს გუნდში და სურს დარჩენა.

ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს მის პროფესიონალიზმს და ბაიერნში არსებული ატმოსფეროსადმი ნდობას - სანე ახლა არა მხოლოდ შემტევი ძალაა, არამედ გუნდის სტაბილურობის ერთ-ერთი სიმბოლოც ხდება.
მათეუსი: "თუ ვირცი და მუსიალა ერთ გუნდში მოხვდებიან, მიულერი აღარ იქნება საჭირო"

„თუ ვირცი და მუსიალა გუნდში იქნებიან, მიულერი აღარ დაგჭირდება. ვხედავ დიდ შანსს, რომ ბაიერნმა ის გაიფორმოს.


რაც ული ჰიონესს სურს, როგორც წესი, სრულდება კიდეც.“


მათეუსის ეს განცხადება პირდაპირ მიანიშნებს იმ ცვლილებაზე, რაც ბაიერნში ახალი თაობის ჩამოყალიბებას უკავშირდება. კლუბი, რომელიც წლების განმავლობაში თომას მიულერზე იყო დაფუძნებული შემტევ ფაზაში, ახლა თვალს უკვე ვირცისა და მუსიალას დუეტზე ამახვილებს.

kicker: "ვირცი სავარაუდოდ ლევერკუზენს დატოვებს. ბაიერნი მთავარი კანდიდატია"
ლევერკუზენსა და ფლორიან ვირცის ბანაკს დეკემბრიდან მოყოლებული აქვთ პრინციპული შეთანხმება ახალი კონტრაქტის თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი დარჩენას გადაწყვეტდა...
უპამეკანო მოედანს დაუბრუნდა - როგორია ფრანგის მდგომარეობა?
დაიო უპამეკანო დღეს მოედანს დაუბრუნდა. ფრანგმა მცველმა ცოტა ხნის წინ გაიკეთა ოპერაცია ხრტილის გასასწორებლად — ასეთი ტიპის ქირურგიულ ჩარევას ხანგრძლივი შეხორცების პერიოდი არ სჭირდება, რის გამოც უპამეკანო მინდორს სწრაფად დაუბრუნა.

თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ნათელი, როგორ მოერგება მისი მუხლი დატვირთვას. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული მისი საბოლოო დაბრუნების ვადაც.

მატჩის შემდეგ უპამეკანომ ჟურნალისტებს განუცხადა: „კარგად ვარ. დავბრუნდები.“
კომპანი: "დღეს 2, 3 ან კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო"
ვენსან კომპანი ინტერთან მარცხზე:

"ვფიქრობ, დღეს ერთზე მეტი გოლის გატანის შანსი გვქონდა - 2, 3 ან კიდევ უფრო მეტი. გამბედავი ფეხბურთი ვაჩვენეთ, თუმცა სამწუხაროა, რომ მატჩის ბოლოს მეორე გოლი გავუშვით.

მილანში თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ ჩვენი შეგრძნება ასეთია - იქაც გვექნება შანსები. შედეგი რაც არის, ის არის. გასახდელში არავინ ამბობს, რომ უბრალოდ წავიდეთ სახლში - გვჯერა ჩვენი შანსების.

ახლა კი შაბათს დორტმუნდთან შეხვედრა გველის, რაც ასევე მნიშვნელოვანია. კვირიდან კი მთელი ფოკუსი ინტერზე გადავა.“
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2