bayern.ge სიახლეები გვერდი 117
მიულერი: “უკეთ უნდა გვეთამაშა. ჩვენ დღეს სხვა შედეგს ველოდით”
თომას მიულერი ინტერთან 1 - 2 მარცხის შემდეგ:

„ვცადეთ დაქამბექება და ეს შევძელით კიდეც, მაგრამ შემდეგ კონტრშეტევიდან გოლი მივიღეთ, სადაც უკეთ უნდა გვეთამაშა.

ჩვენ დღეს სხვა შედეგს ველოდით, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი თამაშია.

ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესაძლებელი.“
ბაიერნი - ინტერი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 23:00 - საათზე, ბაიერნი დაუპირისპირდება ინტერს.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა შემადგენლობა:

ურბიგი - ლაიმერი, დაიერი, კიმი, სტანიშიჩი - კიმიხი ©, გორეცკა - ოლისე, გერეირო, სანე - კეინი.
დასტურდება: დღევანდელ შეხვედრას "ბაიერნის" 8 ფეხბურთელი გამოტოვებს
მიუნხენის "ბაიერნი" დღეს მნიშვნელოვან მატჩს მძიმედ დაღლილი შემადგენლობით ხვდება. ოფიციალურად დადასტურდა, რომ გუნდს 8 მოთამაშე დააკლდება სხვადასხვა ტრავმისა თუ სხვა მიზეზების გამო.

ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკლისია ჯამალ მუსიალა, რომელიც კუნთის დაზიანების გამო მატჩს გამოტოვებს. ტრავმირებულთა სიაში ასევე არიან მანუელ ნოიერი (წვივის ტრავმა), ალფონსო დეივისი და დაიო უპამეკანო (მუხლის ტრავმები), კინგსლი კომანი და დანიელ ბუხმანი (თეძოსა და მხრის დაზიანებები), ალექსანდერ პავლოვიჩი (ავადმყოფობა), და ჰიროკი იტო (ფეხის ტრავმა).

მთავარი მწვრთნელი, ვენსან კომპანი იძულებული იქნება ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენოს და რაც მთავარია, გუნდის საერთო ძალებით ეცადოს მუსიალას ჩანაცვლებას.

გუნდში არსებული მძიმე სიტუაციის ფონზე, გასაგებია კიმიხის კომენტარიც, რომელიც აღნიშნავს, რომ "ახლა ყველა ფეხბურთელი აუცილებელია" და "მთელი გუნდი უნდა იყოს მზად გადამწყვეტი მომენტისთვის".

"რეკორდმაისტერი" იმედოვნებს, რომ დარჩენილი ფეხბურთელები საჭირო დონეზე იასპარეზებენ და გუნდს უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მოუტანენ.
კომპანი ინტერზე: “ძალიან საშიშები არიან - ბევრ გოლს იტანენ.”
ვენსან კომპანი ინტერზე:

„ეს გუნდია, რომელიც ყოველთვის პოულობს თავის მომენტებს, ძალიან საშიშები არიან - არა მხოლოდ კონტრშეტევებზე.

მათ კარგი კომბინაციური თამაშიც აქვთ და სტანდარტული მდგომარეობებიდანაც ძლიერები არიან.

ბევრ გოლს იტანენ, რადგან ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. მაგრამ ჩვენც ბევრ გოლს ვიტანთ.“
კომპანი: "ჯამალის პირდაპირი ჩანაცვლება შეუძლებელია, თუმცა.."
კომპანი იმაზე, თუ როგორ ჩაანაცვლებს მუსიალას ხვალ, ინტერთან მატჩში:

„არ მინდა ზედმეტი ინფორმაცია გავამხილო. უკვე გვითამაშია ჯამალის გარეშე – შეგვიძლია ვიპოვოთ გამოსავალი, მათ შორის კრეატიული გადაწყვეტილებები, რაც ჩვენს განკარგულებაშია.

ჩემთვის მთავარი ხვალინდელი დღეა; ჯამალის პირდაპირი ჩანაცვლება შეუძლებელია – ასე რომ, ეს კოლექტიურად უნდა გადავჭრათ.“
კიმიხი: "ყველამ უნდა იშრომოს და პროფესიონალურად მოიქცეს"
კიმიხი ამბობს, რომ ახლა გუნდში ყველა ფეხბურთელი საჭიროა:

„ყველა მნიშვნელოვანია. ეს ხშირად კლიშეა, რასაც სეზონის დაწყებამდე ვამბობთ, როცა ყველა ჯანმრთელადაა. მაგრამ ვნახეთ, რომ რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, ამიტომ ახლა ეს მართლა სიმართლეა - ყველა მნიშვნელოვანია.

ყველა იღებს სათამაშო წუთებს ამიტომ ყველამ უნდა იშრომოს და პროფესიონალურად მოიქცეს, რომ გადამწყვეტ მომენტში მზად იყოს. ზუსტად ისე, როგორც სტანიმ [აუგსბურგთან] გააკეთა.

მან ითამაშა მისთვის უჩვეულო მარცხენა მცველის პოზიციაზე, ჩაატარა ძალიან, ძალიან კარგი მატჩი და ზუსტად ეგ გვჭირდება.

არა მხოლოდ თერთმეტი მოთამაშე, ვინც თამაშებს წყვეტს, არამედ მთელი გუნდი. მით უმეტეს, რომ ბევრი ტრავმირებული გვყავს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთზე დაყრდნობა.“
კეინი და გორეცკა ტრავმირებულები არიან? - ცნობილია მდგომარეობა
ჰარი კეინმა (წვივის მცირე დაზიანება) და ლეონ გორეცკამ (ზურგის პრობლემები) დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშეს.

ორივე მზად უნდა იყვნენ ინტერთან თამაშის დაწყებისთვის სამშაბათს.

კინგსლი კომანი კი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა ვარჯიშზე და მისმა მონაწილეობამ სამშაბათის მატჩში შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
მაქს ებერლი: "თომასი არის ბაიერნი. ის უბრალოდ შეუდარებელია"
მაქს ებერლი:

„თომასი არის ბაიერნი. კლუბი მისთვის ყველაფერზე მაღლა დგას. თომასი მებრძოლია და აქვს ეს ინსტინქტი, რომელიც თითქოს ბავარიის რეგიონშივე მიიღო.

ადრე მის თამაშს გარედან ვაკვირდებოდი, ახლა კი უკვე 13 თვეა სიამოვნება მაქვს მასთან ერთად ვიმუშაო.

კარიერის განმავლობაში ყოველთვის უწევდა თავის დამტკიცება. მაგრამ ის უბრალოდ შეუდარებელია.“
ებერლი: "თომასი არ თამაშობს სახელმძღვანელოს მიხედვით - ის თავის წიგნს წერს"

ოფიციალურად: ბაიერნმა და თომას მიულერმა მიაღწიეს მოკლევადიან შეთანხმებას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ივლისამდე, რადგან მან კლუბების მსოფლიო თასზე იასპარეზოს.


მაქს ებერლი: „ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან რთული იყო. საბოლოოდ გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩვენი შემადგენლობის დაგეგმარება, სადაც ყურადღება მომავალზეა გადატანილი. 


თომასთან მოლაპარაკებები ორივე მხრიდან ღია და გულწრფელი იყო. თომასს ბაიერნში უდიდეს პატივს ვცემთ და ეს გადაწყვეტილება ამას არაფერს ცვლის.


ახლა ერთად კიდევ მეტი ტიტულის მოგება გვინდა. თომასი არ თამაშობს სახელმძღვანელოს მიხედვით - ის თვითონ წერს თავის წიგნს: 25 წელია ბაიერნის რიგებში უმაღლეს დონეზე.“

"ბაიერნის" უიღბლობა გრძელდება - ჯამალ მუსიალა ტრავმირებულია!
აუგსბურგთან მატჩში, მიუნხენელთა ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა, ჯამალ მუსიალამ დაზიანება მიიღო.

როგორც უკვე ცნობილია, მუსიალა გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის მატჩს ინტერთან.

ვენსან კომპანი ამ ინფორმაციაზე: "მუსიალამ ტკივილი განიცადა ზურგის კუნთში (ჰემსტრინგში). ზუსტად რა მდგომარეობაა, ჯერ არ ვიცი – უნდა დაველოდოთ და ვნახოთ.

მის გარეშე პრობლემის გადაჭრა გუნდმა შიგნიდან უნდა მოახერხოს. ეს არ უნდა გახდეს საბაბი – წინ მოძრაობა უნდა გავაგრძელოთ.

იმედი მაქვს, რომ როცა ჯამალი დაბრუნდება, მანამდე თამაშები მოგებული გვექნება და კვლავ დაგვეხმარება."
აუგსბურგი - ბაიერნი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 22:30 - საათზე, ბაიერნი დაუპირისპირდება აუგსბურგს.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა შემადგენლობა:

ურბიგი - ლაიმერი, დაიერი, კიმი, სტანიშიჩი - კიმიხი ©, პალინია - ოლისე, მუსიალა, სანე - კეინი.
ხელმძღვანელობას და მიულერს შორის ურთიერთობა დაიძაბა - გერმანელი კლუბს დატოვებს?
იან-კრისტიან დრეზენისა და თომას მიულერის ბანაკის საბოლოო შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართა, რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვა, რომ მიულერი ზაფხულში ბაიერნს დატოვებს. კლუბი მტკიცედ დარჩა თავის პოზიციაზე და ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა.

ახლა მთავარი საკითხი ის არის, თუ როგორ მოხდება ამ გადაწყვეტილების ოფიციალური განცხადება. მიულერი უკმაყოფილოა შექმნილი სიტუაციით, განსაკუთრებით იმ ფაქტით, რომ მისი წასვლის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა და ამის შესახებ მედიიდან, ირიბად შეიტყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ რჩება განსახილველი საკითხები, როგორიცაა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მისი შესაძლო მონაწილეობა (მისი კონტრაქტი 30 ივნისს იწურება) და სეზონის ბოლოს გამოსამშვიდობებელი ცერემონია, ამ ეტაპზე ტენდენცია ისეთია, რომ მიულერი ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ბოლო კვირებში კლუბსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2