bayern.ge სიახლეები გვერდი 126
"ბოხუმი" - "ბაიერნი" (შემადგენლობა)
მოგეხსენებათ, დღეს თბილისის დროით 20:30 - საათზე გაიმართება შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნს" და "ბოხუმს" შორის.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია ტუხელის დაყენებული შემადგენლობა:

ბაიერნი(4-2-2-2): ნოიერი © - მაზრაუი, დე ლიხტი, კიმი, გუერეირო - კიმიხი, გორეცკა - მიულერი, მუსიალა - კეინი, ჩუპო-მოტინგი.

სათადარიგო: ულრაიხი - უპამეკანო, სანე, დაიერი, სარაგოსა, ზვონარკი, ტელი, აზნოუ. 
"ბაიერნის" შესაძლო თერთმეტეული "ბოხუმთან" მატჩში
კვირას, თბილისის დროით 20:30 - საათზე გაიმართება შეხვედრა "ბაიერნს" და "ბოხუმს" შორის.

მატჩამდე 1 დღით ადრე ექსპერტები ვარაუდობენ ასეთ შემადგენლობას:



უეფა "ბაიერნის" ფანებს გასვლით მატჩებზე დასწრებას აუკრძალავს?
უეფამ შესაძლოა "ბაიერნის" გულშემატკივრებს ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებზე დასწრება აუკრძალოს.

მიზეზი კი "ლაციოს" წინააღმდეგ პიროტექნიკის გამოყენებაა.

"ბაიერნი" ასევე 2023 წლის დეკემბერში, "კოპენჰაგენში" სხვა პიროტექნიკური ინციდენტების შემდეგ, უეფას გადაწყვეტილებით, პირობითი მსჯავრდებულია.
ვინები გამოტოვებენ "ბოხუმთან" მატჩს?
ცნობილია, ვინები გამოტოვებენ ხვალინდელ მატჩს:

• ალფონსო დეივისი
• სერჟ გნაბრი
• კინგსლი კომანი
• საშა ბოეი
• კონრად ლაიმერი
• ბუნა სარი
• დანიელ პერეცი
ჰანსი ფლიკს "ბაიერნში" განიხილავენ
ჰანსი ფლიკი უარს არ იტყოდა "ბაიერნში" დაბრუნებაზე, სადაც მან ისტორია დაწერა და თავისი ცხოვრების საუკეთესო დღეები გაატარა.

კარლ-ჰაინც რუმენიგე მტკიცედ განიხილავს ფლიკის დაბრუნებას.

მათ შორის კომუნიკაცია 2021 წლიდან არ შეწყვეტილა.
"როგორ უშვებს შანსებს..." - ტუხელი კეინით უკმაყოფილოა
თომას ტუხელმა პრესკონფერეცნიაზე ჰარი კეინზეც ისაუბრა:

"ჰარი საკუთარ თავზე ზრუნავს. მას არ ვჭირდები. ის არ არის კმაყოფილი თამაშებშით. არც ჩვენ ვართ.

მე იშვიათად მინახავს ასეთი შეუსაბამობა ვარჯიშსა და მატჩებს შორის. ის, თუ როგორ უშვებს შანსებს - ეს წარმოუდგენელია.

მსოფლიო დონისაა, მაგრამ მას იშვიათად ვპოულობთ მატჩებში. ის კაპიტანივით იქცევა. მისთვის ყველაფერი რიგზეა."
- ამბობს ტუხელი.
ტუხელი "ლაციოსთან" მარცხის შემდეგ ატმოსფეროზე
ტუხელი "ლაციოსთან" მარცხის შემდეგ ატმოსფეროზე:

"ამჟამად, რა თქმა უნდა, დეპრესიული განწყობაა. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი მატჩია. ჩვენ არ ვართ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილები.

ყველა ნამდვილად ცდილობს შეცვლას. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ გვექნება ყველა შანსი და ენერგია, რომ შემობრუნება დავიწყოთ.

დათმობა არ არის ჩვენთვის ვარიანტი - არც ტიტულისთვის რბოლაში და არც ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ თავი, როგორც მწვრთნელმა და როგორც ფეხბურთელმა."
- ამბობს ტუხელი.
ტუხელი მის მიმართ კრიტიკაზე
ტუხელი მის მიმართ წასულ კრიტიკაზე:

"მე შემიძლია ამის გაგება. ჩვეულებრივ, მაქვს ჩვევა, რომ საერთოდ არ ვკითხულობ გაზეთებს კარგ და ცუდ დროს.

ვიცი, რომ მეგობრები და ოჯახი უფრო მეტად დაზარალდებიან ამ კრიტიკით. ასევე ვგრძნობ კითხვების ტონს მარცხების შემდეგ.

ეს ჩემზე ისე არ მოქმედებს როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ."
- ამბობს ტუხელი.
ფეხბურთელთა სია, ვინებმაც ვარჯიში განაახლეს
მოგეხსენებათ, "ბაიერნის" რამდენიმე ფეხბურთელი ჯერ კიდევ აკლია გუნდს.

ზოგიერთმა მათგანმა დღეს განაახლა ვარჯიშები.

ესენი არიან:

ალფონსო დეივისი
ბუნა სარი
კონრად ლაიმერი
ბრაიან სარაგოსა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ტელთან კონტაქტი დაამყარა
"მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულია ტელის შეძენით და მათ კონტაქტიც დაამყარეს.

ფრანგის შესახებ კიდევ ორი ინგლისური კლუბიც დაინტერესდა. მიუხედავად მისი რთული მდგომარეობისა, ტელს არ სურს დანებება და მისი მიზანია "ბაიერნში" ლეგენდა გახდეს.

თუმცა, თუ ის იგრძნობს, რომ "ბაიერნს" არ სჯერა მისი მომავლის, ის განიხილავს თავის ვარიანტებს - იჯარით გადასვლა არ მოხდება.
უპამეკანო მის მიმართ წასულ კრიტიკაზე კომენტარს აკეთებს
მოგეხსენებათ, "ლაციოსთან" მატჩში, უპამეკანომ წითელი ბარათი მიიღო და დაინიშნა პენალტი, რის გამოც მის მიმართ სოციალურ ქსელებში გაკეთდა რასისტული განცხადებები.

ამასთან დაკავშირებით უპამეკანო კომენტარს აკეთებს:

"შეცდომების გაკეთება ფეხბურთის ნაწილია, მე მომივიდა ასეთი შეცდომა და ბოდიშს ვუხდი გუნდსაც და გულშემატკივარსაც.

კრიტიკაც ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ რასიზმის ადგილი არსად არარის. არც სტადიონზე და არც სოციალურ მედიაში."




უსიამოვნო ფაქტი "ბაიერნის" სავარჯიშო მოედანთან
როდესაც გუნდი დღეს ვარჯიშზე მივიდა, გულშემატკივართა ჯგუფმა მწვრთნელის მანქანის წინ ბანერები წარწერით - "ტუხელ წადი" გაშალეს.

ასევე შეიმჩნეოდა სხვა ბანერებიც სადაც ეწერა, "რატომ არ თამაშობს მატის დე ლიხტი?"
"თქვენ ისეთი კარგები არ ხართ..." - რა თქვა ტუხელმა გასახდელში?
რიკარდო ბაზილე ციტირებს "წყაროს გუნდის წრიდან" რომლის თანახმად, თომას ტუხელმა "ლევერკუზენთან" თამაშის შემდეგ გასახდელში თავის ფეხბურთელებს უთხრა:

"თქვენ ისეთი კარგები არ ხართ, როგორც მე მეგონა, მაშინ მე უბრალოდ უნდა მოვერგო თქვენს დონეს."


მწვრთნელი და გუნდი ერთად უნდა გამოვიდნენ არსებული კრიზისიდან.

ამჯერად არ გაათავისუფლებენ ტუხელს ისე სწრაფად, როგორც შარშან ჯულიან ნაგელსმანი.


  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0