bayern.ge სიახლეები გვერდი 127
"ცოტა უპატივცემულობაა..." - მიულერი ტუხელის მუშაობაზე
• არის თუ არა თომას ტუხელი "ბაიერნის" კარგი მწვრთნელი?

თომას მიულერი: "შეგიძლიათ გამართოთ ეს დისკუსია მწვრთნელთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ფეხბურთელები არასწორი ხალხი ვართ, ვისთანაც ამაზე უნდა ისაუბროთ.

ეს ასევე ცოტა უპატივცემულობაა. რა თქმა უნდა, სპორტული მდგომარეობა არ არის კარგი ამ მომენტისთვის.

ფეხბურთელები და მწვრთნელი ყველანაირად ვმუშაობთ. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ანალიზი, მაგრამ არ უნდა დაელოდოთ ჩვენგან რაიმე ცუდის თქმას. ჩვენ ერთად ვართ."
- ამბობს მიულერი.
ტუხელის ბედი "ბაიერნში" და სიახლე ფლიკზე
თომას ტუხელის გათავისუფლება "ლაციოს" მარცხის შემდეგ არ ყოფილა განხილვის თემა.

მწვრთნელი კვირას ბოხუმთანაც სკამზე დაჯდება და გააგრძელებს მუშაობას.

მაგრამ, უკვე აღარ არსებობს 100% გარანტია, რომ ტუხელი ზაფხულამდე დარჩება. ეს იყო კლუბის ხელმძღვანელობის გეგმა და სურვილი.

თუ "ბაიერნი" კვირასაც დამარცხდება, ტუხელისთვის სიტუაცია სულ უფრო რთული გახდება.

ჰანსი ფლიკმა კი ახალ აგენტად პინი ზაჰავი დანიშნა. მწვრთნელი მზად არის აიღოს ახალი პროექტი და სურს გამოიყენოს ზაჰავის ქსელები.

ფლიკი არის "ბარსელონას" სიაში ერთ-ერთი სახელი და ასევე განიხილება პრემიერ ლიგაში. არის ლაპარაკი, რომ ის ზაფხულისთვის "ბაიერნში" დაბრუნდება.
"ლაციო" 1 - 0 "ბაიერნი" | შეფასებები
ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ლაციოსთან" 1 - 0 დამარცხდა.

"ბაიერნს" მთელი მატჩის განმავლობაში ზუსტი დარტყმული არ ჰქონია და 13 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა იტალიურ კლუბთან.

იხილეთ მატჩის შეფასებები SofaScore-ს მიხედვით:



უპამეკანოს წითელი ბარათი და "ლაციო" დაწინაურდა (ვიდეო)
"ლაციოს" შეტევისას უპამეკანომ უხეშად ითამაშა და პენალტი დაიდო. მოგერიება ნოიერმა ვერ მოახერხა. ანგარიში კი 1 - 0 ხდება.

იხილეთ მომენტი:
ტუხელის ოფიციალური თერთმეტეული "ლაციოსთან"
დღეს, თბილისის დროით 00:00 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" "ლაციოს" დაუპირისპირდება.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია "ბაიერნის" ოფიციალური თერთმეტეული:

ბაიერნი(4-2-3-1): ნოიერი © - მაზრაუი, უპამეკანო, კიმი, გუერეირო - კიმიხი, გორეცკა - სანე, მიულერი, მუსიალა - კეინი.

სათადარიგო: ულრაიხი, დე ლიხტი, ჩუპო-მოტინგი, დაიერი, სარაგოსა, ბოეი, ტელი, პავლოვიჩი.
ტუხელმა "ბარსელონას" თავი შესთავაზა.
თომას ტუხელმა ბარსელონას თავი შესთავაზა.

გერმანელი მწვრთნელი მიუნხენის "ბაიერნში" რთულ პერიოდებს განიცდის.

"ლევერკუზენთან" 3-0 წაგების შემდეგ განიხილება ტუხელი, ამიტომ მისი დარჩენა გაურკვეველია. მან ასევე იცის, რომ "ბარსელონა" ეძებს მწვრთნელს მომავალი სეზონისთვის.

ტუხელი უკვე რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა "ბარსას", სწორედ მას შემდეგ, რაც ჩავიმ გამოაცხადა მისი წასვლა. ტუხელი ამზადებს ნიადაგს იმ შემთხვევაში, თუ ის დატოვებს "ბაიერნს", სადაც ჰანსი ფლიკს აკავშირებენ.

ტუხელს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. "ბარსელონას" პრეზიდენტი, ლაპორტა არის გერმანელი მწვრთნელების მოყვარული და ტუხელი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა, როდესაც 2021 წელს რონალდ კუმანის შემცვლელს ეძებდა.
"ბაიერნის" მიღწევები ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე
ბოლო 11 სეზონის განმავლობაში "ბაიერნს" არასოდეს წაუგია მერვედფინალური პირველი მატჩი (7 მოგება 4 ფრე).

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ბოლო ხუთი შეხვედრა მოიგო იტალიელ მეტოქეებთან. ასევე დაუმარცხებელია ჩემპიონთა ლიგის 12 მატჩში სერია A-ს გუნდებთან.

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 გასვლითი მატჩიდან 7 მოიგო, ერთადერთი მარცხი ამ პერიოდში მანჩესტერ სიტისთან გასულ სეზონში იყო.
ტუხელის შესაძლო თერთმეტეული "ლაციოს" წინააღმდეგ
მოგეხსენებათ, დღეს თბილისის დროით 00:00 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" "ლაციოს" ესტუმრება.

როგორც ვარაუდობენ, შემადგენლობა შესაძლოა ასეთი იყოს:


ტუხელი განიცდის თუ არა ზეწოლას?
ტუხელი იმის შესახებ, განიცდის თუ არა ზეწოლას: "არა, მე არ ვგრძნობ მზარდ ზეწოლას, მაგრამ ზეწოლა დიდი პრივილეგიაა.

ეს არის სპორტული ზეწოლა. ეს არასდროს ყოფილა განსხვავებული. აუცილებელია იყო თავდაჯერებული, აუცილებელია იყო თვითკრიტიკული.

რაც უფრო ძლიერია ხმაური და რაც უფრო ძლიერი ხდება ეგრეთ წოდებული წნევა, მით უფრო მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება“
. - ამბობს ტუხელი.
ფლიკს ზაფხულში კლუბის ჩაბარება სურს
"ბაიერნში" რამდენიმე პასუხისმგებელი ადამიანი კარგად წარმოიდგენს ჰანსი ფლიკის დაბრუნებას.

ფლიკი მზადაა ახალი გამოწვევისთვის და ზაფხულში კლუბის ჩაბარება სურს. ბაიერნში დაბრუნება ადრე შეუძლებლად ითვლებოდა, რადგან ფლიკსა და ული ჰიოენესს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბული იყო მას შემდეგ, რაც მწვრთნელმა კლუბი დატოვა 2021 წელს.

მაგრამ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და ჰქონდათ დისკუსია, სადაც მათ ყველა უთანხმოება მოაგვარეს. ჰიოენესმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2019 წელს ფლიკის კოვაჩის ასისტენტად მოყვანაში და შემდეგ უზრუნველყო, რომ ის მთავარ მწვრთნელად დაწინაურდა.

ფლიკი კვლავ ადევნებს თვალს ბაიერნს - და მისი ყველაზე დიდი მეტოქე ჰასან სალიჰამიჯიჩი კლუბში აღარ არის.
"ხვალ სხვანაირად წარვადგენთ საკუთარ თავს.." - ფროინდი ლაციოსთან მატჩზე
კრისტოფ ფროინდი: "ლევერკუზენთან დამარცხება მტკივნეულია, რადგან ეს მნიშვნელოვანი თამაში იყო.

ჩვენ ახლა წინ ვიყურებით. ესეც მნიშვნელოვანი თამაში იქნება რომში, ასეთი მერვედფინალი ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულია.

ჩვენ მოუთმენლად ველით მოგზაურობას და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ სხვანაირად წარმოვადგენთ საკუთარ თავს."
- ამბობს ფროინდი.
"შემიძლია ნათლად ვთქვა, რომ..." - კროოსი "ბაიერნზე"
ჟურნალისტი ეკითხება კროოსს - "გავრცელდა ინფორმაცია, რომ თომას ტუხელს თქვენი "ბაიერნში" ყოფნა სურს, იყო კონტაქტი?"

კროოსი: "დღეს ბევრ კითხვას ველოდი ჩემს მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ არა ამ კითხვას [იცინის].

ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია, როცა ვინმეს უნდა, რომ გუნდში ვიყო, მიუხედავად იმისა, მართალია თუ არა ეს.

მაგრამ ამ შემთხვევაში შემიძლია ნათლად ვთქვა, რომ ეს არ მოხდება."
დაბრუნდება თუ არა კროოსი ნაკრებში?
როგორც ამბობენ, დიდია იმის შანსი, რომ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ტონი კროოსი დაბრუნდეს გერმანიის ნაკრებში.

მას როცა ჰკითხეს ნაკრებში პოტენციური დაბრუნების შესახებ ასეთი რამ თქვა:

"ჯერ არ ვიცი. გადაწყვეტილება არ მიმიღია. ეს შესაძლებელია. ვნახოთ!" 
- თქვა კროოსმა.

ცნობისთვის, მისი დებიუტი ნაკრებში შედგა 2010 წელს, ამ დროის მანძილზე 106 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.
ვის დაიმატებს მოურინიო თუ ის "ბაიერნის" მწვრთნელი გახდება
თუ მოურინიო "ბაიერნს" სათავეში ჩაუდგება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჩელსის სამი ამჟამინდელი ფეხბურთელი შეიძლება დაიმატოს.

ესენი იქნებიან:

ტრევო ჩალობა

იან მაატსენი

რაჰიმ სტერლინგი




მოურინიო "ბაიერნის" მწვრთნელად?
"ბაიერნის" გულშემატკივართა ნაწილს სურს, რომ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი გაათავისუფლონ ასეთი უპატიებელი თამაშების გამო, რაც სხვა გამოცდილი მწვრთნელების სახელებამდე მიგვიყვანს.

ამ პოზიციით აშკარად დაინტერესებულია ჟოზე მოურინიო.

[BILD] იტყობინება, რომ ჟოზე მოურინიოს "ბაიერნის" მართვა სურს. ის გერმანულსაც კი სწავლობს.

მისი ბოლო გუნდი იყო "რომა", საიდანაც ის გაათავისუფლეს ცუდი თამაშების შემდეგ.

მან რამდენიმე წლის წინ ღიად გააკრიტიკა გერმანული და ფრანგული ფეხბურთი (იხილეთ მისი ნათქვამი), რის გამოც ეს გარიგება საეჭვო ხდება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0