bayern.ge სიახლეები გვერდი 148
„ბაიერნი“ ვირცის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს - მოლაპარაკებებში ლეგენდაც ჩართულია
„ბაიერნის“ ინტერესი ფლორიან ვირცის მიმართ ნამდვილად არ წარმოადგენს საიდუმლოს. „ლევერკუზენის“ ახალგაზრდა ვარსკვლავის მომავალი კვლავ გაურკვეველია, თუმცა „ბაიერნი“ ყველა შესაძლებლობას განიხილავს, რათა გერმანელი ტალანტი საბოლოოდ „ალიანც არენაზე“ გადაიყვანოს.

Sky Sport-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში უშუალოდ მონაწილეობს საპატიო დირექტორთა საბჭოს წევრი ული ჰიონესი.

ული ჰიონესს ვირცის მამასთან/აგენტთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, რაც მოლაპარაკებების ნაწილს უფრო პერსონალურ ხასიათს სძენს.

მაქს ებერლი უკვე დაუკავშირდა ვირცის ბანაკს რამდენიმე კვირის წინ.
ტომ ბიშოფი ფრანკფურტში? აინტრახტი კონკურენტებს ჩრდილავს
“აინტრახტს” ამჟამად საუკეთესო შანსები აქვს ტომ ბიშოფის გადაბირების საქმეში, რაც “ბაიერნის”, “დორტმუნდის”, “შტუტგარტისა” და “იუვენტუსის” შანსებს აღემატება.

“აინტრახტი” აქტიურ კონტაქტშია მოთამაშესთან და მის აგენტთან, ასევე “ჰოფენჰაიმთან”. მიუხედავად იმისა, რომ ბიშოფი ივლისში თავისუფალი აგენტი ხდება, შესაძლოა გადაწყვეტილება სწრაფად იქნას მიღებული, რათა “ჰოფენჰაიმმა” ამ თვეში მაინც მიიღოს გარკვეული კომპენსაცია.

“აინტრახტის” სპორტული დირექტორი, პირმინ შვეგლერი (ყოფილი “ბაიერნის” მთავარი სკაუტი), მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიშოფის მიზიდვაში, რადგან მათ “ჰოფენჰაიმში” ერთად უმუშავიათ და ერთმანეთისადმი მაღალი შეფასება აქვთ.
"ბაიერნი" 18 წლის ფეხბურთელის გაფორმებასთან ახლოსაა
„ბაიერნი“ ახლოს არის „LAFC“-ის 18 წლის ფეხბურთელის, ბაჯუნგ დარბოს, ხელშეკრულების გაფორმებასთან, რომლის სატრანსფერო თანხა დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს...
მაქს ებერლი: "ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდ მოლაპარაკებებს თუმცა.."
მაქს ებერლი მიმდინარე კონტრაქტზე მოლაპარაკებებზე: 

„მე არასდროს მითქვამს ულტიმატუმის შესახებ. არც არასდროს მითქვამს, რომ მათ შობის შემდეგ უნდა მოიფიქრონ და შემდეგ თქვან 'კი' ან 'არა'. 

ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდად საუბარს ფეხბურთელებთან და მათ აგენტებთან – თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოოდ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.“
ზალცბურგი - ბაიერნი (სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, 6 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე, მიუნხენის “ბაიერნი” წლის პირველ მატჩს გამართაბს ზალცბურგთან.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა სასტარტო შემადგენლობა:

პერეცი - ლაიმერი, დაიერი, კიმი, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - ოლისე, მიულერი ©, სანე - კეინი.
დაბრუნდა თუ არა ნოიერი და ვინ იქნება მეკარე დღევანდელი მატჩში?
მისი თანაგუნდელები ზალცბურგთან ამხანაგური მატჩისთვის რომ ემზადებოდნენ, მანუელ ნოიერი დღეს ინდივიდუალურად ვარჯიშობდა ზებენერ შტრასეზე.

მათ შორის ვარჯიშები მედიცინის ბურთებითა და ჩოგბურთის ბურთებით მიმდინარეობდა.

ნოიერი გლადბახთან დაბრუნებისთვის კვლავ მუშაობს და დღეს ზალცბურგთან არ ითამაშებს. სავარაუდოდ, მეკარის პოზიციაზე დანიელ პერეცი დაიწყებს.
“ბაიერნი” დანი ოლმოს ტრანსფერს არ განიხილავს - ცნობილია მიზეზი
ბაიერნი არ განიხილავს დანი ოლმოს და არ მუშაობს მის შესაძლო ტრანსფერზე, თუნდაც უფასოდ, განურჩევლად მისი ბარსელონას საქმის შედეგისა...
ტელი “ბაიერნში” დარჩება თუმცა კლუბს ამის სანაცვლოდ ახალგაზრდა ტალანტის გაშვება მოუწევს
მატის ტელის კლუბში დარჩენა გადაწყვეტილია, რის გამოც მიუნხენის „ბაიერნი“ გეგმავს არიონ იბრაჰიმოვიჩის იჯარით გაშვებას მიმდინარე თვეში…
მეკარეების მომავალი საბოლოოდ გადაწყდა - კონტრაქტის ახალი ხელშეკრულება გაფორდმება
როგორც მანუელ ნოიერი, ასევე სვენ ულრაიხი „ბაიერნთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არიან, რომელიც 2026 წლამდე იქნება ძალაში.

ეს შეთანხმება მიუნხენური კლუბისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ორივე მეკარე დიდ როლს ასრულებს გუნდის სტაბილურობასა და წარმატებაში.

ნოიერი, რომელიც წლების განმავლობაში „ბაიერნის“ სიმბოლოდ იქცა, კლუბისთვის არა მხოლოდ გამოცდილების, არამედ ლიდერობის წყაროცაა. მისი დარჩენა გუნდში კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც მოედანზე, ისე გასახდელში.

სვენ ულრაიხი, თავის მხრივ, განიხილება, როგორც საიმედო სარეზერვო მეკარე, რომელიც ყოველთვის მზადაა გუნდს დაეხმაროს საჭიროების შემთხვევაში.
ნოიერი გუნდს შეუერთდა - ცნობილია რომელ მატჩში დაბრუნდება
მიუხედავად იმისა, რომ მანუელ ნოიერი გუნდთან დაბრუნდა, ის სრულფასოვან ვარჯიშებში მხოლოდ შეზღუდულად მონაწილეობს...
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0