bayern.ge სიახლეები გვერდი 150
"კვირა რთული გრაფიკით დავიწყეთ" - კომპანი პრესკონფერენციაზე
ვენსან კომპანი: "კვირა რთული გრაფიკით დავიწყეთ, "ლევერკუზენთან" 10 კაცით 70 წუთი ვითამაშეთ.

ასე რომ, ჩვენთვის ეს რთული თამაში იყო. პირველი ტაიმი ნამდვილად კარგად ჩავატარეთ.

ჩვენ შევქმენით დიდი მომენტები, რომლებიც გვეგონა, რომ უპირატესობას მოგვცემდა. მეორე ტაიმში უკვე მშვიდად ვიყავით.

"ჰაიდენჰაიმი" ჯერ კიდევ თამაშში იყო ბოლო 15-20 წუთი, მაგრამ საბოლოოდ 4 გოლი გავიტანეთ და ეს ძალიან კარგი დღე იყო ჩვენთვის."
მიულერი: “ბოლო 20 წუთი პრობლემები გვქონდა, მაგრამ..”
თომას მიულერი “ჰაიდენჰაიმთან” 4 - 2 გამარჯვების შემდეგ:

“პირველი ტაიმი ძალიან კარგი ვითამაშეთ, მაგრამ შედეგი მხოლოდ 1-0 იყო.

ეს კრიტიკის საგანია, ჩვენ შევქმენით მომენტები, მაგრამ არ ვიყავით ეფექტური. დაძაბულ თამაშებში, ეს განსხვავებას ქმნის.

სამშაბათს “ლევერკუზენთან” კარგად ვითამაშეთ, გვინდოდა დღეს გზაზე დავბრუნებულიყავით და კიდევ ერთი კარგი თამაში გვეთამაშა.

დღეს ბოლო 20 წუთში პრობლემები გვქონდა, მაგრამ საერთო ჯამში კარგი თამაში იყო.”
ბაიერნი - ჰაიდენჰაიმი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 18:30 - საათზე, მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდება “ჰაიდენჰაიმს”.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია შემადგენლობა:

პერეცი - ბოე, უპამეკანო, კიმი, დეივისი - კიმიხი, პავლოვიჩი, გერეირო - ოლისე, მიულერი ©, სანე.
“ჰაიდენჰაიმთან” მატჩს “ბაიერნის” 6 ფეხბურთელი გამოტოვებს
7 დეკემბერს, თბილისის დროით 18:30 - საათზე, მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდება “ჰაიდენჰაიმს”.

მატჩამდე ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც მატჩს ოფიციალურად გამოტოვებენ:

• მანუელ ნოიერი
• სერჟ გნაბრი
• ჰარი კეინი
• ჰიროკი იტო
• იოსიპ სტანიშიჩი 
• ჟოაო პალინია
ტომ ბიშოფის ხელმძღვანელობასთან პირველი მოლაპარაკებები შედგა
“ბაიერნსა” და ტომ ბიშოფის ხელმძღვანელობას შორის პირველი მოლაპარაკებები შედგა, თუმცა კონკრეტული რიცხვები ჯერ არ განიხილება.

შინაგანად, 19 წლის ფეხბურთელი კლუბის სატრანსფერო სამიზნედ გამოცხადდა. ვენსან კომპანიც იყო ჩართული და აქვს გეგმები ბიშოფთან დაკავშირებით.

"ჰოფენჰაიმი" ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას კვლავ ცდილობს. ასევე დაინტერესებულია “ლაიფციგი” და “აინტრახტი”.
ცნობილია - როდის დაუბრუნდება პავლოვიჩი მოედანს?
ამჟამინდელი ტენდენციაა, რომ ალექსანდრ პავლოვიჩი სასტარტო შემადგენლობას ხვალ ჰაიდენჰაიმის წინააღმდეგ დაუბრუნდება.

გერმანელმა ფეხბურთელმა ვარჯიში თითქმის ორი კვირის წინ განაახლა და მას შემდეგ გუნდთან ერთად რამდენიმე ინტენსიური სესია დაასრულა და სათამაშოდ თავიდანვე მზად უნდა იყოს.

მატჩი ხვალ, თბილისის დროით 18:30 - საათზე გაიმართება.
იბრაჰიმოვიჩი: “ჩემთვის “ბაიერნი” მსოფლიოს ხუთ უდიდეს კლუბს შორისაა”
ზლატან იბრაჰიმოვიჩი:

"გერმანული ფეხბურთი გამორჩეულია. მე მიყვარს იქაური მოედნები, რადგან ბილეთები ყოველთვის გაყიდულია.

მიუნხენის “ბაიერნის” მსგავს კლუბში თამაში, რა თქმა უნდა, ცუდი არ იქნებოდა, მხოლოდ კლუბის ისტორიისა და მისი მოთამაშეების გამო.

ჩემთვის “ბაიერნი” მსოფლიოს ხუთ უდიდეს კლუბს შორისაა. ძალიან აღფრთოვანებული ვარ გერმანული ფეხბურთით და ეროვნული ნაკრებით.

იქ გადასვლის საშუალება არასდროს მქონია. კარგი იქნებოდა - მაგრამ ბედს სხვა გეგმები ჰქონდა ჩემთვის.”
19 წლის ვარსკვლავით გერმანული ტოპ კლუბები ინტერესდებიან
გერმანული ტოპ კლუბები, შტუტგარტი, ფრანკფურტი და დორტმუნდი - დაინტერესებულები არიან ტომ ბიშოფით.

ფეხბურთელმა იცის, რომ მიუნხენის ბაიერნი წინაა მისთვის ბრძოლაში.

19 წლის ნახევარმცველი შეიძლება იყოს ლეონ გორეცკას შემცვლელი, რომელიც გამოიმუშავებს 17 მილიონ ევროს წელიწადში, რაც ასევე დაეხმარება კლუბს ხელფასის შემცირებაში.
“ბარსელონა” ჯონათან ტას გაფორმებასთან ახლოსაა - ცნობილია დეტალები
"ბარსელონა" ზაფხულში ჯონათან ტას უფასო ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არის.

“ბარსას” სპორტული დირექტორი, დეკო დღეს შუადღისას ლევერკუზენში გაემგზავრა და ფეხბურთელსა და მის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე ძალიან კმაყოფილია.
“ის ერთ დღეს ჩვენი კაპიტანი უნდა გახდეს” - ჰაინერი კიმიხზე
ჰაინერი კიმიხის მომავალზე:

"რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდა მისი შენარჩუნება. მოხარული ვიქნები, თუ ის კარიერას "ბაიერნში" დაასრულებს.

ის ერთ დღეს ჩვენი კაპიტანი უნდა გახდეს და როცა იყო: ბეკენბაუერი, მათეუსი, ეფენბერგი, კანი, ნოიერი - ვის არ სურს მათთან შეერთება?

ეს ის სახელებია, რომლებზეც “ბაიერნის” გულშემატკივრები სამუდამოდ აღფრთოვანდებიან.

კიმიხი ყოველთვის იძლევა 110%. ის მისაბაძი მაგალითია და ასე უნდა დარჩეს."
“ბაიერნს” მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს დეივისთან მოლაპარაკებებში
“ბაიერნს” მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ალფონსო დეივისთან კონტრაქტის მოლაპარაკებებში.

მოლაპარაკებები წინ წავიდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფინანსური დეტალი უკვე დაზუსტებულია. სხვები ჯერ კიდევ დეტალურად უნდა განიხილონ.

ფეხბურთელს ასევე მნიშვნელოვნად დააკლდა ხელფასი, რამაც საგრძნობლად დააჩქარა მოლაპარაკებები.

მაქს ებერლი და კრისტოფ ფროინდი ყველაფერს აკეთებენ, რომ გარიგება დასრულდეს. მანჩესტერ იუნაიტედი, რომელიც დეივისით იყო დაინტერესებული, აცნობიერებს სიტუაციას და ვარაუდობენ, რომ კანადელი “ბაიერნთან” ახალ კონტრაქტს მალე მოაწერს ხელს.
ნოიერს 2-მატჩიანი აკრძალვა დაეკისრა - ცნობილია დეტალები
ოფიციალურად: მანუელ ნოიერს 2-მატჩიანი აკრძალვა დაეკისრა ლევერკუზენის წინააღმდეგ წითელი ბარათის გამო.

თუ მან გაახანგრძლივა კონტრაქტი, ნოიერი გამოტოვებს მომავალი სეზონის გერმანიის თასის პირველ და მეორე ტურს.

ბოლო გამოსვლების მიხედვით ნაკლებად სავარაუდოა, რომ “რეკორდმაისტერი” ნოიერს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
პავლოვიჩი: "ყველაფერს ვაკეთებ, რომ სასტარტო შემადგენლობაში დავბრუნდე"
ალექსანდრ პავლოვიჩი თავის მდგომარეობაზე "ლევერკუზენის" წინააღმდეგ ადრეული დაბრუნების შემდეგ:

"ისევ სრულ ფორმაში ვარ. აღარ მაქვს არანაირი პრობლემა. ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ სასტარტო შემადგენლობაში დავბრუნდე.

ყველაფერს გავაკეთებ და მერე ვნახოთ რა იქნება."
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2