"წითელი ბარათის შემდეგ კონცენტრაცია დაგვაკლდა" - კეინი ბოხუმთან მარცხზე
ჰარი კეინი ბოხუმთან მარცხზე:

"თამაში კარგად დავიწყეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ლიდერობა მოგვეპოვებინა.

შემდეგ მათ გაიტანეს და იმპულსი შეიცვალა.

წითელი ბარათის შემდეგ, ამ დონეზე 90 წუთი უნდა იყო კონცენტრირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაისაჯო - და ზუსტად ასე მოხდა დღეს."
"ჩვენ წავაგეთ, არანაირი გამართლება.." - კომპანი ბოხუმთან მარცხზე
ვენსან კომპანი ბოხუმთან მარცხის შემდეგ: "ჩვენ წავაგეთ, არანაირი გამართლება.

ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ რამდენიც გვინდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და დავრწმუნდეთ, რომ გავაუმჯობესებთ ჩვენს მომავალ გამოსვლებს.

აქამდე ყოველთვის კარგად ვრეაგირებდით [დამარცხებებზე].

მნიშვნელოვანია მივიღოთ, რომ იქნება კრიტიკა, მაგრამ ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მომავალ თამაშზე."
ბაიერნი - ბოხუმი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 18:30 - საათზე, ბაიერნი დაუპირისპირდება ბოხუმს.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა:

ურბიგი - სტანიშიჩი, დაიერი, იტო - ბოე, გორეცკა, პალინია, გერეირო - სანე, გნაბრი - მიულერი ©
დაიერი: "ბაიერნი ისეთი დიდი კლუბია, რომ ძირითადად იცი რას უნდა ელოდო."
ერიკ დაიერი კლუბის ჟურნალთან ინტერვიუში.

იმის შესახებ, თუ რამ გააკვირვა ის ბაიერნში: „ბაიერნი ისეთი დიდი კლუბია, რომ ძირითადად უკვე იცი რას უნდა ელოდო.

მაგრამ სასიამოვნოა, რომ კლუბის მიერ გარეგნულად გადმოცემული იმიჯი შიგნიდანაც შეესაბამება რეალობას.

ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემპიონთა ლიგის საღამოებმა ალიანც არენაზე.

ატმოსფერო და მთელი გარემო არაჩვეულებრივია, თუნდაც იმ მოთამაშეებისთვის, რომლებმაც უკვე ბევრი ნახეს. სწორედ მაშინ ხვდები ამ კლუბის ქარიზმას“.
კომანი "ბაიერნის" დატოვებას გეგმავს - მიუნხენიდან საუდის არაბეთში?
კინგსლი კომანი ზაფხულში მიუნხენის ბაიერნის დატოვებას გეგმავს.

კლუბი მას წასვლის უფლებას მისცემს. ფრანგის პრიორიტეტი საუდის არაბეთში გადასვლაა.

მოსალოდნელი სატრანსფერო ღირებულება: დაახლოებით 30-40 მილიონი ევრო.
"ბაიერნი" ვირცის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს - რამდენის გადახდა მოუწევთ?
"ბაიერნი" ყველაფერს აკეთებს ამ ზაფხულს ფლორიან ვირცის შესაძენად. ძალიან კონკრეტული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ლევერკუზენი ითხოვს 100 მილიონ ევროზე მეტს, მაგრამ "ბაიერნი" ამას რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვით და ხელფასების შემცირებით შეძლებს.

ლევერკუზენი კვლავ იმედოვნებს, რომ ვირცი მიუნხენში არ წავა. ახალ კონტრაქტზე ჯერ შეთანხმება არ არის. გერმანელის მიმართ კონკრეტული ინტერესი აქვს მანჩესტერ სიტისაც.
როგორი იქნება ლეონ გორეცკას მომავალი "ბაიერნში"? - ფროინდის პასუხი
ფროინდი იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ბაიერნმა შეცვალოს გეგმები გორეცკასთან:

"ლეონს რთული სიტუაცია ჰქონდა, მაგრამ მან იბრძოლა და ბევრი ითამაშა. გასულ ზაფხულს ჩვენ მას ძალიან ღიად ვესაუბრეთ, მაგრამ მან თქვა, რომ იბრძოლებდა და აქ დარჩებოდა. ის ყოველთვის კარგად ვარჯიშობდა.

ეს ბევრს ამბობს მის ხასიათზე, რადგან შეიძლება სხვებს ეთქვათ, რომ ეს უსამართლოა. მან გამოიყენა თავისი შანსი და ამჟამად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფია ფეხბურთი. ის ბევრი ფეხბურთელისთვის მისაბაძი მაგალითია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როცა სიტუაცია გართულდება. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ის გვყავს"
"ხვალ იონას ურბიგი ითამაშებს.." - კომპანი პრესკონფერენციაზე
ვინსენტ კომპანი: "ვფიქრობ, მანუელ ნოიერს გარკვეული დრო დასჭირდება, რომ გამოჯანმრთელდეს საერთაშორისო შესვენებამდე.

მაგრამ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ეს შეიძლება უფრო მალე ან გვიან მოხდეს.


ხვალ იონას ურბიგი ითამაშებს. ჩვენ მასზე არანაირ ზეწოლას არ ვახორციელებთ.

მან ყველაფერი კარგად გააკეთა ვარჯიშზე და სადებიუტო მატჩში - ეს მას თავდაჯერებულობას შესძენს."
"რკინის მეკარე" - რას წერს გამოცემა 'BILD' ბაიერნის მომავალ ვარსკვლავზე?

"ბევრმა შენიშნა იონას ურბიგის ათლეტური აღნაგობა, როდესაც ის გუშინ თამაშში ჩაერთო. მისი ფიზიკური მომზადება უკიდურესად მაღალი მიზანდასახულობისა და პროფესიონალური ცხოვრების სტილის შედეგია.


ურბიგი ყველაფერს თავის სპორტულ წარმატებას უქვემდებარებს – ითვალისწინებს სწორ კვებას, საკმარის ძილს და რეგულარულად დამატებით ვარჯიშობს დარბაზში


ასევე, თავს არიდებს ზედმეტ გართობასა და ისეთ აქტივობებს, რაც მის ფორმაზე უარყოფითად იმოქმედებს." - წერს გერმანული გამოცემა 'BILD'.

მანუელ ნოიერი ტრავმირებულია და რამდენიმე მატჩს გამოტოვებს!

მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯს შესაძლოა კუნთის დაჭიმულობა ჰქონდეს, რაც მას 17 მარტამდე დაასვენებს. 


ნოიერი გამოტოვებს ბოხუმთან, ლევერკუზენთან საპასუხო მატჩსა და უნიონ ბერლინთან შეხვედრას. მისი სავარაუდო დაბრუნების თარიღი 29 მარტია, როდესაც "ბაიერნი" "სან-პაულს" დაუპირისპირდება.


ნოიერმა ტრავმა გუშინ, მეორე გოლის აღნიშვნის დროს მიიღო - მას კალფის დაზიანება აქვს, რის გამოც მინიმუმ 3-4 მატჩს გამოტოვებს. მის ადგილს იონას ურბიგი დაიკავებს.

ჩაბი ალონსო იმედებს არ კარგავს და ეპიკური ქამბექისთვის მზადაა!

ჩაბი ალონსო იმის შესახებ, შეუძლია თუ არა მის გუნდს შემდეგ კვირას (ლივერპული vs მილანი, 2005) გამეორება:


"რა თქმა უნდა ამ შედეგის გასაანალიზებლად და გასააზრებლად დრო დაგვჭირდება, რადგან კარგად დავმარცხდით. ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ წავიდა თუმცა ეს ჩვენი ბრალია.


ყველაფერი არ დასრულებულა და როგორც თქვით, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი მენტალიტეტი – თუ შანსი არსებობს, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ბრძოლა გვმართებს. ამ მარცხიდან გაკვეთილს ვისწავლით და საპასუხო შეხვედრაში გვექნება რწმენა. ასე მარტივად არ ვნებდებით.


სამი გოლი? არასოდეს იცი. ერთ გოლსაც კი ყველაფრის შეცვლა შეუძლია."

ბაიერნი - ლევერკუზენი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 23:59 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" დაუპირისპირდება "ლევერკუზენს".

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა:

ნოიერი - ლაიმერი, უპამეკანო, კიმი, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - ოლისე, მუსიალა, კომანი - კეინი.
"ტოტენჰემის გეგმა ასეთია.." - ფაბრიციო რომანო ტელზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ფაბრიციო რომანო მატის ტელის ტოტენჰემში შესაძლო დარჩენაზე:

"ამ ეტაპზე ტელის სიტუაცია მშვიდია, მისი სრული ყურადღება მოედანზეა. ის ტოტენჰემში მხოლოდ ერთი თვის წინ გადავიდა, ამიტომ კლუბი სურს, რომ მას დრო მისცეს ადაპტაციისთვის და თავის საუკეთესო ფორმაში ჩასადგომად.

ჯერ ადრეა მისი მომავლის განხილვა – კლუბის გეგმაა, სეზონის განმავლობაში დააკვირდეს მის პროგრესს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება."
"ბაიერნი" და "პსჟ" - კიმიხმა ორ გუნდს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს
იოზუა კიმიხს "პსჟ"-სგან კონკრეტული შეთავაზება აქვს. დღეიდან მისი არჩევანი "ბაიერნსა" და პარიზს შორისაა.

გავრცელებული ინფორმაციით, არსენალის ინტერესი ამ დროისთვის არ არის "ცხელი თემა".

მიუნხენური კლუბი აგრძელებს მოლაპარაკებებს კიმიხთან, მაგრამ ახალი შეთავაზება ჯერ არ გაკეთებულა.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 15 5 10 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0