500 მილიონი დახარჯეს და მაინც ცუდი სეზონი აქვთ - ჰიონესის მკაცრი პასუხი ლივერპულს
მიუნხენის ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მაიკლ ოლისეს ლივერპულში შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ხმებს მკაფიო პასუხი გასცა…
ფანტასტიკური სეზონი და ინდივიდუალური ოსტატობა - მბაპემ ოლისეს თამაში შეაფასა
კილიან მბაპემ მაიკლ ოლისეს თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ფანტასტიკური სეზონი აქვს და შესანიშნავ ფორმაშია…
ნაგელსმანის რჩეულები - ვინ გაფრინდება მსოფლიო ჩემპიონატზე?
იულიან ნაგელსმანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობას აყალიბებს. ნიკ ვოლტემადესა და კაი ჰავერცს ადგილი გარანტირებული აქვთ - მწვრთნელი ვოლტემადეს სრულ ნდობას უცხადებს, ჰავერცს კი მისი უნივერსალურობის გამო აფასებს…
ოლისეს ტრანსფერი გამოირიცხა - რატომ არიან მშვიდად ბაიერნის ხელმძღვანელები?
მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა მაიკლ ოლისეს გუნდიდან წასვლის ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს. იან-კრისტიან დრეზენმა აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კლუბი შეეცდება ფეხბურთელის გადაბირებას, რადგან ყველამ, ვინც ბაიერნში თამაშობს, კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ამ გუნდის წევრობა…
მსოფლიო ჩემპიონატი და რეალთან ომი - მუსიალას უახლოესი გეგმები ცნობილია
მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავი ჯამალ მუსიალა მოედანზე დასაბრუნებლად თავდაუზოგავად შრომობს და დღეში 8 საათამდე ვარჯიშობს როგორც კლუბის ბაზაზე, ისე სახლის პირობებში…
"ასეთი რამ ფეხბურთში იშვიათია!" - კიმიხის განცხადება მუსიალასა და მის ტრავმაზე

იოზუა კიმიხმა პრესკონფერენციაზე ჯამალ მუსიალას მნიშვნელობაზე ისაუბრა. გერმანელმა ნახევარმცველმა ხაზი გაუსვა იმ რთულ გზას, რომელიც ახალგაზრდა ვარსკვლავმა გასულ ზაფხულს მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ გაიარა...

არბელოას სარისკო გეგმა ბაიერნთან - რეალის მწვრთნელის მომავალი სასწორზეა

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, ალვარო არბელოა, მიუნხენის ბაიერნთან მეოთხედფინალური დაპირისპირებისთვის რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს...

25-წლიანი რეკორდი საფრთხეშია! - ბაიერნის ვარსკვლავი რეკორდის დამხობასთან ახლოსაა
მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავი მაიკლ ოლისე და მადრიდის რეალის ლიდერი ვინისიუს ჟუნიორი ლეგენდარული ლუიშ ფიგუს რეკორდს უახლოვდებიან, რომელიც 1999/00 წლების სეზონიდან მოყოლებული ხელშეუხებელია (9 ასისტი)…
ისტორიული რეკორდი დამყარდა! - ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე დაუჯერებელი შედეგი დააფიქსირა

მიუნხენის ბაიერნმა ატალანტა ორი მატჩის ჯამში 10:2 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მადრიდის რეალს დაუპირისპირდება...

"ისინი საუკეთესოები არიან" - გვარდიოლამ თავისი ფავორიტები გამოავლინა

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, კარაბაოს თასზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ევროპული ფეხბურთის დღევანდელ ძალთა ბალანსზე ისაუბრა...

მიუნხენური დომინაცია ოქროს ბურთზე: Goal.com-ის ათეული
Goal.com-მა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და შედეგები „ბაიერნის“ ნებისმიერ გულშემატკივარს სიამაყით აავსებს…
როგორ უნდა გახდეს გერმანია ჩემპიონი? - კიმიხის საინტერესო ხედვა
იოზუა კიმიხის აზრით, გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მიუნხენის ბაიერნის ბევრი ფეხბურთელის ყოფნა გუნდს დიდ დახმარებას უწევს, რადგან ისინი კარგად შეთამაშებულნი არიან და ყოველდღიურად ერთად ვარჯიშობენ.

მისი თქმით, ეს კლუბური კავშირი მოედანზე გარკვეულ ავტომატიზმებს ქმნის, რაც თამაშს ამარტივებს. მიუხედავად ამისა, კიმიხი მიიჩნევს, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი გუნდების წარმატება, როგორიცაა დორტმუნდის ბორუსია ან შტუტგარტი, სადაც ბევრი გერმანელი ფეხბურთელი თამაშობს.

საბოლოო ჯამში, კიმიხის აზრით, მთავარია ისეთი ძლიერი შემადგენლობის ჩამოყალიბება, სადაც მოთამაშეები ერთმანეთს კარგად იცნობენ, იქნება ეს ნაკრებიდან თუ საკლუბო დონიდან.
პავლოვიჩის სამედიცინო გამოკვლევა - ბაიერნის ვარსკვლავი ნაკრებს მიღმა?
მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი ალექსანდარ პავლოვიჩი ხვალ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში არ გაემგზავრება.

კვირას ფეხბურთელმა დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, რის შემდეგაც გერმანიის ფეხბურთის კავშირთან კონსულტაციის საფუძველზე გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე რისკზე წასვლა მართებული არ იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პავლოვიჩი ნაკრების განაცხადში იყო, სამედიცინო შტაბმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით დასვენება ამჯობინა. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მოთამაშის სრულფასოვან აღდგენას, რათა მან სეზონის გადამწყვეტ ფაზაში გუნდს დახმარება ყოველგვარი გართულების გარეშე შეძლოს.
უდიდესი დარტყმა რეალისთვის: კურტუა ბაიერნთან მატჩებს ტოვებს?
ტიბო კურტუამ მარჯვენა ფეხის ოთხთავა კუნთის დაზიანება მიიღო. ესპანური გამოცემა Cope-ს ცნობით, ბელგიელი მეკარის მდგომარეობა იმაზე რთულია, ვიდრე თავიდან ჩანდა და არსებობს დიდი შანსი, მან მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ გასამართი ორივე მატჩი გამოტოვოს.

მადრიდული კლუბის სამედიცინო შტაბი მომდევნო კვირების განმავლობაში მის მდგომარეობას ხელახლა შეაფასებს, თუმცა ამ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში მისი მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რეალისთვის ეს უდიდესი დარტყმაა, რადგან გუნდი სეზონის ყველაზე გადამწყვეტ ფაზაში მთავარი მეკარის გარეშე რჩება.
მუსიალას კოშმარი გრძელდება - ბაიერნის ექიმებს ვარსკვლავის შეჩერება უწევთ!
მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავი ჯამალ მუსიალა ამჟამად კოჭის მყესის ტკივილით იტანჯება, რომელიც გასულ ზაფხულს მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ კვლავ პრობლემური აღმოჩნდა.

ბაიერნის ექიმები ამ მცირე გართულებებს კვირების წინ პროგნოზირებდნენ, რადგან დატვირთვის მატებასთან ერთად მყესების აღდგენას კუნთებთან შედარებით გაცილებით მეტი დრო სჭირდება. მიუხედავად ამისა, მუსიალას მოუთმენლობა სულ უფრო იზრდება და ექიმებს მისი შეჩერება უწევთ, რათა ფეხბურთელმა ზედმეტი დატვირთვით მდგომარეობა არ გააუარესოს.

ყველას კარგად ესმის, რომ ეს პერიოდი მუსიალასთვის სრული რეაბილიტაციის ბოლო შანსია სეზონის გადამწყვეტი ნაწილისა და ზაფხულში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის წინ. სწორედ ამ მიზეზით გადაწყდა, რომ ახალგაზრდა შემტევი გერმანიის ნაკრების უახლოეს მატჩებს გამოტოვებს, რათა კლუბში სრულფასოვანი აღდგენა გააგრძელოს.
დაიმსხვრევა თუ არა რეკორდი? ვინსენტ კომპანის მკაცრი პოზიცია
მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი, ვინსენტ კომპანი, 101-გოლიანი რეკორდის მოხსნის პერსპექტივას მშვიდად ხვდება. ბელგიელი სპეციალისტის თქმით, ციფრები და ისტორიული სტატისტიკა მისი ინტერესის სფერო არ არის. მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია გუნდური პროგრესი და ის სათამაშო დონე, რომელსაც ფეხბურთელები ყოველ მატჩში აჩვენებენ.

მწვრთნელი მიიჩნევს, რომ რეკორდებზე ზედმეტი ფიქრი ხელისშემშლელია და გუნდს მთავარზე კონცენტრაციას აკარგვინებს. კომპანის სჯერა, რომ თუ „ბაიერნი“ საკუთარ ძლიერ მხარეებს სწორად გამოიყენებს, რეკორდული მაჩვენებლები თავისთავად მოვა. მისი მიზანია, გუნდმა ნებისმიერ მეტოქესთან სტაბილური და თავდაჯერებული ფეხბურთი ითამაშოს.

სტატისტიკის მიმართ გულგრილობის მიუხედავად, კომპანი დარწმუნებულია, რომ გუნდი ამ ნიშნულს მაინც გადალახავს. მისთვის პრიორიტეტული არა ტაბლოზე დაფიქსირებული კონკრეტული ციფრები, არამედ ტაქტიკური დავალებების ზუსტი შესრულებაა. საბოლოო ჯამში, მწვრთნელი წარმატების მთავარ გარანტად საკუთარი სტილის ერთგულებას მიიჩნევს.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2