"დროა, ეს დასრულდეს!" - კიმიხის პირველი კომენტარი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ!

იოზუა კიმიხი მადრიდის რეალთან მორიგ დაპირისპირებას განსაკუთრებული მოტივაციით ელის. გერმანელმა ნახევარმცველმა ღიად ისაუბრა იმ უიღბლობაზე, რომელიც მიუნხენურ გრანდს „სამეფო კლუბთან“ მატჩებში წლებია თან სდევს და რევანშის დროზე მიანიშნა...

დასრულებული ტრანსფერი, რომელიც არ შედგა - რაია ბაიერნის მეკარედ?
არსენალის მეკარემ, დავიდ რაიამ საინტერესო დეტალი გაამხილა და აღნიშნა, რომ კარიერის ერთ ეტაპზე ძალიან ახლოს იყო მიუნხენის ბაიერნში გადასვლასთან.

ესპანელი კარის დარაჯის თქმით, ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა საბოლოოდ არ შედგა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა არსენალი კონკრეტული წინადადებით, რის შემდეგაც მან ლონდონურ კლუბში გადასვლა გადაწყვიტა.

რაიას ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბაიერნი აქტიურად ეძებდა მეკარეს და მის ვარიანტებს შორის ერთ-ერთი სწორედ ის იყო. საბოლოოდ, ეს ტრანსფერი არ განხორციელდა, მაგრამ აშკარაა, რომ ყველაფერი ძალიან ახლოს იყო დასრულებასთან.
ხელოვნურმა ინტელექტმა ყველაფერი გამოთვალა - ბაიერნი თუ რეალი?

ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დაპირისპირების წინ — ბაიერნი რეალ მადრიდის წინააღმდეგ — სულ უფრო საინტერესო პროგნოზები ვრცელდება, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის შეფასებებიც...

ამ თანხის სანაცვლოდ ბაიერნი დაფიქრდება - ოლისეს ტრანსფერი მადრიდში რეალური ხდება?

მაიკლ ოლისეს გარშემო სატრანსფერო ხმები კიდევ უფრო ძლიერდება და ახლა უკვე საუბარია კონკრეტულ ციფრებზე, რომლებიც ბაიერნს შეიძლება დააფიქროს...

„100 მილიონი? ვცდებოდი“ - ჰიონესის აღიარება ჰარი კეინზე
ული ჰიონესმა ჰარი კეინის ტრანსფერზე და მის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინგლისელი თავდამსხმელი დღეს ბევრად უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ბაიერნმა გადაიხადა.

ჰიონესის თქმით, თავიდან თავადაც სკეპტიკურად უყურებდა 100-მილიონიან ტრანსფერს, თუმცა კეინის თამაშმა და გავლენამ გუნდზე ეს შეფასება სრულად შეცვალა. ახლა ბაიერნის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ასეთ ფეხბურთელში 150 მილიონის გადახდაც გამართლებული იქნებოდა.

გარდა მოედანზე შედეგებისა, ჰიონესმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კეინის პიროვნებაზე. მისი თქმით, კეინი არა მხოლოდ გოლის მანქანაა, არამედ გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეხმარება განვითარებაში და მათთვის მაგალითს წარმოადგენს.

ჰიონესმა ასევე აღნიშნა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ტოპ ვარსკვლავები შესაბამის ანაზღაურებას იმსახურებენ, თუმცა კლუბებისთვის მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა და საშუალო დონის მოთამაშეებზე ზედმეტი თანხების არ დახარჯვა.
„ვნახოთ რას შეძლებენ მიუნხენში“ - კომპანი უნიონ ბერლინთან მატჩზე
ვენსან კომპანი უნიონთან ხვალინდელ მატჩზე:

„ვიცით უნიონის ძლიერი მხარეები. ეს უკვე მესამე მატჩია ამ სეზონში მათ წინააღმდეგ. ახლა საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და გვინდა, ბერლინში ნაჩვენებისგან განსხვავებული თამაში ვაჩვენოთ.

ვნახოთ, რამდენად შეძლებენ თავიანთი თამაშის განხორციელებას ალიანც არენაზე. ვიცით, რამდენად არაკომფორტულია მათ წინააღმდეგ თამაში.“
“ასეთი შანსი წლებია არ გვქონია” - ჰიონესი რეალთან მატჩზე ალაპარაკდა
ული ჰიონესმა რეალ მადრიდთან დაპირისპირებაზე და ბაიერნის შანსებზე ისაუბრა:

მისი თქმით, რეალი ძალიან ლამაზ ფეხბურთს არ თამაშობს, თუმცა გამოცდილების მხრივ გამორჩეული გუნდია და ფიზიკურადაც საუკეთესო ფორმაში იმყოფება. ჰიონესმა აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ამავე დროს, ბაიერნის წარმომადგენელმა ხაზგასმით თქვა, ზედმეტად თავდაჯერებული განცხადებების გაკეთება არასწორია, თუმცა მიაჩნია, რომ გუნდს ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შანსი აქვს თამაშის ხარისხიდან გამომდინარე.

რაც შეეხება შესაძლო ტრებლის მოგებას, ჰიონესი ამ საკითხზე უფრო ფრთხილია. მისი თქმით, ბუნდესლიგის მოგება რეალურ მიზნად რჩება, თუმცა ლევერკუზენთან თასის ნახევარფინალი ძალიან რთული იქნება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მოგება წინასწარ დასაგეგმად ვერ ჩაითვლება.
ნაგელსმანის გადაწყვეტილება ცნობილია - ვინ ითამაშებს ამხანაგურებში?

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიისა და განის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩებისთვის ოფიციალური შემადგენლობა უკვე დაასახელა...

“მზად ვიქნებით. არავის გვეშინია” - ბაიერნის ლიდერი რეალთან შეხვედრაზე
ჰარი კეინმა რეალ მადრიდთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაიერნს ძალიან რთული მატჩი ელოდება, თუმცა გუნდი მზად არის ბრძოლისთვის.

ინგლისელი თავდამსხმელის თქმით, ჩემპიონთა ლიგაზე რეალთან თამაში ყოველთვის განსაკუთრებული გამოწვევაა, რადგან ეს არის გუნდი, რომელიც ასეთ ეტაპებზე ყველაზე დიდ გამოცდილებას ფლობს. მიუხედავად ამისა, კეინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაიერნი არავის უფრთხის და მოედანზე გამარჯვებისთვის გავა.

მისი თქმით, გუნდში სრული კონცენტრაცია და მზადყოფნაა, რადგან ყველა კარგად აცნობიერებს, თუ რა მნიშვნელობის შეხვედრა ელით. კეინი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად სირთულისა, ბაიერნს აქვს საკმარისი ხარისხი, რათა რეალ მადრიდს კონკურენცია გაუწიოს და სასურველი შედეგი დააფიქსიროს.

„რთული თამაში იქნება. როცა ჩემპიონთა ლიგაზე რეალ მადრიდს ეთამაშები, ყოველთვის ბრძოლას ელოდები. მაგრამ ჩვენ მზად ვიქნებით. არავის გვეშინია, მიუხედავად იმისა, რომ რთული იქნება.“ - განაცხადა კეინმა.
“ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება” - კომპანის პირველი კომენტარი რეალზე
ვენსან კომპანი რეალ მადრიდთან დაპირისპირებაზე

„ორივე კლუბში ყველაფერი დიდია. ახლა არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის უკეთესი გუნდი. ორივე გუნდის ისტორია და მოედანზე არსებული ტალანტი განსაკუთრებულია. ველოდებით უმაღლესი დონის მატჩს. იმედია ნეიტრალური გულშემატკივრებიც ისიამოვნებენ. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა.“

შეხვედრის ფავორიტზე:

„არ ვიცი და არც მინდა პრესკონფერენციაზე ამის გადაწყვეტა. ეს თქვენ გადაწყვიტეთ. ორივე გუნდს უზარმაზარი ხარისხი აქვს. იმედია გულშემატკივრებისთვის კარგი თამაში იქნება. რეალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდია, ამიტომ ჩვენთვის ეს კარგი გამოწვევაა. ჩვენ მოგება გვინდა.“
ბაიერნი - ატალანტა (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე, მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდება ატალანტას.

მატჩამდე 1 საათით ადრე, ცნობილია რეკორდმეისტერის სასტარტო თერთმეტეული:

ურბიგი - სტანისიჩი, ტა, კიმი, ბიშოფი - გორეცკა, პავლოვიჩი - კარლი, გერეირო, დიასი - კეინი ©
“მსოფლიოში საუკეთესოები არიან” - რიბერის ხმაურიანი შეფასება ბაიერნზე
ფრანკ რიბერიმ ბაიერნის დღევანდელ გუნდზე ძალიან ძლიერი შეფასება გააკეთა:

„ეს ბაიერნი უბრალოდ ძალიან ძლიერია — ნებისმიერისთვის ურთულესი მეტოქეა. ამ მომენტში ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან, ყოველგვარი ეჭვის გარეშე.

ყველა ასპექტში ლიდერები არიან: ტექნიკურად, ტაქტიკურად და ფიზიკურად. ისინი საკუთარ ლიგაში თამაშობენ — ეს ყველასთვის აშკარაა. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები არიან.“

ასევე, რიბერიმ ისაუბრა, შეძლებს თუ არა ეს გუნდი მისი თაობის წარმატების გამეორებას:

„იმედი მაქვს, რადგან ბაიერნი სახლია. ისინი იმარჯვებენ იმიტომ, რომ აქვთ განსაკუთრებული კულტურა, მაღალი პროფესიონალიზმი და ამავდროულად — ოჯახური გარემო. მიხარია, რომ ფანები ლეგენდად მთვლიან. ჩვენ ისტორია დავწერეთ და ეს ერთად შევძელით, რადგან მაშინაც და ახლაც გუნდს საერთო ღირებულებები აერთიანებს.“
“ყველაზე კარგ ფორმაში არიან” - არბელოა ბაიერნზე პირდაპირ შეფასებას აკეთებს
ალვარო არბელოამ ბაიერნთან შესაძლო მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა:

„ხვალინდელ თამაშს დაველოდებით, მაგრამ აშკარაა, რომ ბაიერნი გავა შემდეგ ეტაპზე.

ეს ახლა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ფორმაში მყოფი გუნდია — როგორც თამაშის ხარისხით, ისე საერთო დონით.

ეს შეხვედრაც ისეთივე რთული იქნება, როგორც წინა ეტაპი, მით უმეტეს, როცა განმეორებითი მატჩი მიუნხენშია. როგორც ყოველთვის ვამბობთ: თუ გინდა გახდე ევროპის ჩემპიონი, საუკეთესოები უნდა დაამარცხო.“
რთული საღამო გველის - ბაიერნი ძირითადი ძალის გარეშე შეხვდება ატალანტას
მიუნხენის ბაიერნს ხვალინდელ მატჩში სერიოზული დანაკლისი აქვს - რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გუნდს ვერ დაეხმარება.

ტრავმებისა და სხვადასხვა მიზეზის გამო, თამაშს გამოტოვებენ მანუელ ნოიერი, სვენ ულრაიხი, ალფონსო დევისი, ჯამალ მუსიალა, მაიკლ ოლისე და იოზუა კიმიხი.

ეს ნიშნავს, რომ ბაიერნს მოედანზე მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით მოუწევს გამოსვლა, რაც გუნდისთვის დამატებით გამოწვევას წარმოადგენს.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2