ბაიერნში ორი ვარიანტია - ვინ დაიცავს კარს ატალანტასთან?
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, ატალანტასთან მატჩამდე კარის საკითხზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ბელგიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მანუელ ნოიერი უკვე გუნდურ ვარჯიშს დაუბრუნდა, ხოლო იონას ურბიგმაც სრულფასოვნად ივარჯიშა, თუმცა ვინ დაიწყებს ძირითად შემადგენლობაში, ამას მხოლოდ სამედიცინო შტაბი გადაწყვეტს.

კომპანის თქმით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, კარში იონას ურბიგი დადგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაიერნს ალტერნატიული ვარიანტის გამოყენება მოუწევს.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს ლეონარდ პრესკოტი იყოს, კომპანიმ მოკლედ უპასუხა — „დიახ“.

ამრიგად, ბაიერნის კარის საკითხი კვლავ გაურკვეველია და საბოლოო პასუხი მატჩამდე ბოლო მომენტში გაირკვევა.
ბუნდესლიგაში მიუნხენელთა წინააღმდეგ მიდიან - ბაიერნი კრიტიკის ცენტრშია

უნიონ ბერლინის დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა მწვავედ გააკრიტიკა მიუნხენის ბაიერნი, რომელმაც ლევერკუზენთან მატჩის შემდეგ საჯაროდ უკმაყოფილება გამოთქვა მსაჯების გადაწყვეტილებებზე...

ბაიერნში ელოდებიან - როდის გადაწყდება ურბიგის საკითხი?
იონას ურბიგმა ვარჯიში გუშინ კი განაახლა, მაგრამ ატალანტასთან ხვალინდელ მატჩში მისი თამაში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მეკარემ ყველა საჭირო ტესტი კარგი შედეგებით გაიარა, თუმცა გარკვეული დისკომფორტი მაინც იგრძნო, განსაკუთრებით ჰაერში მოქმედებების შემდეგ დაშვებისას.

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ან დღევანდელი ბოლო ვარჯიშის შემდეგ, ან უშუალოდ მატჩის დღეს.

უეფას პროტოკოლის მიხედვით, თავის ტრავმის შემთხვევაში ფეხბურთელს თამაში მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა სრულად, სიმპტომების გარეშე ჩაატარებს ვარჯიშს — ამის შემდეგ კი საბოლოო ნებართვას გუნდის ექიმი გასცემს. დამატებით საჭიროა დამოუკიდებელი ნევროლოგის შემოწმებაც.
ნოიერი ვერ ასწრებს? - ბაიერნი ატალანტასთვის ახალ გეგმაზე გადადის
მანუელ ნოიერმა დღეს მეკარის ვარჯიში განაახლა, თუმცა მხოლოდ მიწაზე შესრულებული სავარჯიშოების გაკეთება შეძლო. ოთხშაბათის მატჩისთვის მისი დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.

რაც შეეხება იონას ურბიგს, საბოლოო გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღონ. თავად ურბიგმა უკვე განაახლა გუნდთან ერთად ვარჯიში და იზრდება შანსი, რომ ოთხშაბათისთვის მზად იყოს.

ვარჯიშში ასევე მონაწილეობდნენ ლეონარდ პრესკოტი და იანის ბერტლი, თუმცა ამ ეტაპზე ბაიერნში იმედოვნებენ, რომ ატალანტასთან კარში სწორედ ურბიგი დადგება.
“ყოველთვის ეტყობოდა, რომ მწვრთნელი გახდებოდა” - სილვა კომპანიზე
დავიდ სილვამ ვენსან კომპანის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაიერნის მწვრთნელი უკვე ფეხბურთელობის დროსაც მწვრთნელობისკენ იყო მიდრეკილი.

სილვას თქმით, კომპანი ყოველთვის ძალიან დეტალურად აანალიზებდა თამაშს და ფეხბურთელებთან კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარი აქვს. მისი აზრით, კომპანი ამჟამად შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს და ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატადაც ითვლება.

სილვამ ასევე აღნიშნა, რომ კომპანი ძალიან შრომისმოყვარეა, ყურადღებას ყველა დეტალს აქცევს და ფეხბურთელებში დიდ ნდობას აჩენს. სწორედ ამიტომ, ბაიერნში ყველა ერთი მიზნისთვის იბრძვის და გუნდში ერთიანობა კარგად იგრძნობა.
ბაიერნში მომავალზე ფიქრობენ - პორტუგალიელი ტალანტის ახალი ხელშეკრულება
დავიდ სანტოს დაიბერი ძალიან ახლოსაა მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან.

საუბარია მის პირველ პროფესიონალურ ხელშეკრულებაზე. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მთავარ ეტაპზეა.

პორტუგალიელ ნახევარმცველს სურს მომავალში ბაიერნში დამკვიდრება და კლუბთან გრძელვადიანი კარიერის აშენება.

თუმცა, მოკლე და საშუალო პერიოდში შესაძლებელია, რომ ფეხბურთელი ზაფხულში იჯარით სხვა კლუბში გაუშვან, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს.
როგორი იყო კომპანის საოცნებო თერთმეტეული ბაიერნში?
როდესაც ვინსენტ კომპანიმ ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დაიკავა, მედიაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია მისი პრიორიტეტების...
ბაიერნის კარის დაცვა პრობლემაში - ოთხივე მეკარე ტრავმირებულია
მიუნხენის ბაიერნის მეკარემ სვენ ულრაიხმა მარჯვენა კუნთი გაიწყვიტა და დაახლოებით 6 კვირა ვერ დაეხმარება გუნდს. გერმანელმა მეკარემ ასევე აღნიშნა, რომ სურვილი აქვს კარიერა კიდევ ერთი წლით გააგრძელოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული.

ულრაიხის ტრავმის შემდეგ ბაიერნი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან გუნდში ოთხივე მეკარე ტრავმირებულია.

ბაიერნის ტრავმირებული მეკარეები:
• მანუელ ნოიერი — კუნთის ტრავმა
• იონას ურბიგი — ტვინის შერყევა
• სვენ ულრაიხი — კუნთის გაწყვეტა
• ლეონ კლანაცი — ბარძაყის ტრავმა

მიუხედავად ამისა, არსებული ინფორმაციით, შემდეგ მატჩში კარში სავარაუდოდ სწორედ იონას ურბიგი ჩადგება, თუ მისი მდგომარეობა სრულად დასტაბილურდება.
მსაჯთა ხელმძღვანელმა ბაიერნის მატჩის სადავო ეპიზოდებზე ისაუბრა
კნუტ კირხერმა, გერმანიის ფეხბურთის კავშირის მსაჯთა ხელმძღვანელმა, ჰარი კეინის გაუქმებულ გოლზე განაცხადა, რომ ეს ნამდვილად რთული ეპიზოდი იყო. მისი თქმით, კრისტიან დინგერტმა სცენა სწორად გადაამოწმა და დაასკვნა, რომ კეინმა კონტაქტის არეალი გაზარდა, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ხელით თამაში იყო.

დიასის წითელ ბარათთან დაკავშირებით კირხერმა აღნიშნა, რომ დიასისთვის ნაჩვენები მეორე ყვითელი ბარათი სამწუხაროდ არასწორი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მსაჯის თვალით ეს ეპიზოდი სიმულაციას ჰგავდა. მისივე თქმით, კრისტიან დინგერტმა თავადაც აღიარა, რომ შეფასება არასწორი იყო.

ული ჰიონესის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ ეს ბუნდესლიგაში ნანახი ყველაზე ცუდი მსაჯობა იყო, კირხერმა აღნიშნა, რომ ჰიონესს ძალიან ბევრი ბუნდესლიგის მატჩი აქვს ნანახი და თუ ის ასე ამბობს, ეს მისი პირადი აზრია. მან დაამატა, რომ არც დაეთანხმება ამ შეფასებას და არც შეეწინააღმდეგება.
"ეს მომეჩვენა.." - რას ამბობს მსაჯი, რომელმაც დიასს წითელი ბარათი უჩვენა?

არბიტრმა კრისტიან დინგერტმა, რომლის გადაწყვეტილებამაც მატჩის ბედი შეცვალა, საჯაროდ აღიარა, რომ ლუის დიასის წითელი ბარათი საბედისწერო შეცდომა იყო...

კომპანი მსაჯს არ ეთანხმება - გადაწყვეტილებები გაუგებარია
ვენსან კომპანი მატჩის შემდეგ გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო, თუმცა მსაჯის რამდენიმე გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

მისი თქმით, გუნდის მენტალიტეტით ძალიან ამაყობს, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში ბევრი სადავო ეპიზოდი მოხდა. კომპანის განცხადებით, ნიკოლას ჯექსონის წითელ ბარათზე საუბარი არ აქვს, თუმცა ლუის დიასის გაძევებას ვერ ხსნის.

ბაიერნის მწვრთნელმა ასევე კომენტარი გააკეთა ტას გაუქმებულ გოლზე და აღნიშნა, რომ ბურთი შემთხვევით მოხვდა ხელზე და ფეხბურთელს განზრახ მოძრაობა არ ჰქონია. კომპანის აზრით, ჰარი კეინის გოლიც სუფთა იყო და გაუქმება გაუგებარია.

საბოლოოდ, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გუნდის მენტალიტეტით ამაყობს, თუმცა მატჩში იყო ეპიზოდები, რომლებზეც განსხვავებული აზრი შეიძლება არსებობდეს.
ლევერკუზენი - ბაიერნი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 18:30 საათზე, ბაიერნი დაუპირისპირდება ლევერკუზენს.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა შემადგენლობა:

ულრიხი - სტანისიჩი, უპამეკანო, ტა, ლაიმერი - კიმიხი ©, პავლოვიჩი - ოლისე, კარლი, დიასი - ჯეკსონი.
კომპანიმ ლევერკუზენის სუსტი წერტილი დაასახელა - რას გეგმავს ბელგიელი?

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენტ კომპანიმ, „ლევერკუზენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მეტოქის ტაქტიკა დეტალურად გაანალიზა...

„ეს ნამდვილი დღესასწაული იქნება“ – კომპანიმ ლიგის მომავალ მეტოქეზე ისაუბრა
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ვინსენტ კომპანიმ მანჩესტერ სიტისა და მადრიდის რეალის დაპირისპირებაზე ისაუბრა. მწვრთნელმა გაამხილა, რომ მან პარალელური ტრანსლაციით სხვა შეხვედრებიც ნახა, სადაც ბევრი გოლი გავიდა, თუმცა თავად ჯერ მომავალ მეტოქეზე არ ფიქრობს.

კომპანიმ ხაზგასმით თქვა, რომ მეოთხედფინალზე ფიქრი ნაადრევია, რადგან მისი მთავარი მიზანი ატალანტასთან საშინაო თამაშის ღირსეულად მოგებაა: “მე ჯერ მომდევნო რაუნდზე არ ვფიქრობ, ეს ნამდვილად არ იქნება ადვილი, მნიშვნელობა არ აქვს რეალის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში თუ მანჩესტერ სიტის” — განაცხადა ბელგიელმა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი დონის დაპირისპირებები ბაიერნის გულშემატკივრებისთვის ნამდვილი დღესასწაული იქნება, თუმცა მანამდე გუნდმა ატალანტას ბარიერი უნდა გადალახოს.
ბაიერნი ლევერკუზენთან მატჩს დანაკლისებით ხვდება - გუნდს რამდენიმე ლიდერი აკლდება
მიუნხენის ბაიერნი ხვალინდელ მატჩში ლევერკუზენის წინააღმდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშებს.

გუნდს ვერ დაეხმარებიან მანუელ ნოიერი, იონას ურბიგი, ალფონსო დეივისი, ჯამალ მუსიალა და ჰიროკი იტო.

განსაკუთრებით დიდი დანაკლისია მუსიალას არყოფნა, რომელიც ბაიერნის შეტევაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. მიუხედავად პრობლემებისა, მიუნხენელები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ
ცნობილია - დაეხმარება თუ ვერა დეივისი კანადის ნაკრებს მარტის მატჩებში
კანადის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯესი მარშმა დაადასტურა, რომ ალფონსო დეივისი მარტის სანაკრებო მატჩებზე გამოძახებული არ იქნება...
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2