რატომ გააგდო ჰიონესმა ალაბა და კროოსი? ბაიერნის ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუ

ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, ბუნდესლიგაში მიუნხენელთა დომინაციასა და კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. ჰიონესის თქმით, ის ფაქტი, რომ ბაიერნმა ბოლო 14 სეზონიდან 13-ჯერ მოიგო ტიტული, ლიგისთვის პრობლემაა, თუმცა თავად კლუბისთვის — მხოლოდ წარმატება...

ლუის ენრიკე: “წაგებაც უნდა შეგეძლოს — პატივისცემა უპამეკანოს!”
პსჟ-ს მწვრთნელმა მიუნხენში გადაღებული ფოტო შეაფასა, სადაც მატჩის შემდეგ უპამეკანო და დემბელე ერთმანეთს ეხვევიან. ენრიკეს თქმით, ეს კადრი სპორტული ღირსების საუკეთესო მაგალითია…
"ერთფეროვანი ნახევარდაცვა" - ოლივერ კანის კრიტიკა მიუნხენელთა მისამართით

მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა მეკარემ და ყოფილმა ხელმძღვანელმა, ოლივერ კანმა, გუნდის ნახევარდაცვის ხაზი გააკრიტიკა...

მწვანე შუქი ანთებულია - ვინ ხდება ზაფხულის პირველი მთავარი შენაძენი?

მიუნხენის ბაიერნი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას ააქტიურებს და მათი მთავარი სამიზნე ატალანტას 25 წლის შემტევი, შარლ დე კეტელარეა...

სიმართლე ლაიმერის ხელფასზე: ბაიერნი ავსტრიელს ახალ კონტრაქტს უმზადებს?
მიუნხენის ბაიერნი და კონრად ლაიმერი ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. ავსტრიელი ნახევარმცველის მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი, თუმცა კლუბს მისი კიდევ უფრო დიდხანს შენარჩუნება სურს. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ლაიმერის მხრიდან ზედმეტად მაღალი სახელფასო მოთხოვნების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება…
ოლივერ კანი: "შეუძლებელია ყოველთვის 4 გოლი გაიტანო როცა დაცვაში ქაოსია"

მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა მეკარემ და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა, ვენსან კომპანის სათამაშო ფილოსოფიის სუსტ წერტილებზე ისაუბრა. კანის თქმით, ბოლო კვირებმა ნათლად აჩვენა, რომ კომპანის სისტემა უდიდეს რისკებს შეიცავს და როგორც კი გუნდი კონტროლს მცირედით მაინც კარგავს, მისი დაუცველობა მაშინვე თვალსაჩინო ხდება. სწორედ ეს მოხდა პსჟ-სთან მატჩშიც, სადაც გუნდმა წონასწორობა სულ რამდენიმე წუთში დაკარგა...

"რეალთან გაუვიდათ, აქ - ვერა!" - პსჟ-ს მაღალჩინოსნების დამცინავი პასუხი ბაიერნს

პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობა გაოცებულია მიუნხენის ბაიერნის პრეტენზიებით, რომელიც მატჩის არბიტრის, ჟოაუ პინეიროს მისამართით ისმის. პარიზულ კლუბში მიიჩნევენ, რომ გერმანელები მსაჯობაზე აპელირებით საკუთარი მარცხის გადაფარვას ცდილობენ...

ალფონსო დეივისი ტრავმირებულია - ცნობილია, რამდენი ხნით იუქმებს კანადელი

კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კანადელმა მცველმა მარცხენა ფეხის კუნთის დაზიანება მიიღო. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ტრავმა იმაზე სერიოზულია, ვიდრე თავიდან ჩანდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეივისი გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება...

ფროინდი: “ხვიჩა კვარაცხელიას ძმა აქ იყო და კარგი შთაბეჭდილება დატოვა!”
მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, კრისტოფ ფროინდმა, ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმის შესახებ გავრცელებული ცნობები ოფიციალურად დაადასტურა…
ტრანსფერი ჩიხშია: რატომ ვერ თანხმდებიან ბაიერნი და ნიუკასლი გორდონის ფასზე?

ინგლისელი გარემარბის, ენტონი გორდონის მიუნხენში ტრანსფერი ფინანსური უთანხმოების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ნიუკასლმა ფეხბურთელს საკმაოდ მაღალი ფასი დაადო, რამაც ბაიერნი აიძულა, სხვა ვარიანტები განიხილოს...

ბაიერნის სატრანსფერო გეგმა: ლუის დიასის კონკურენტი და გორეცკას შემცვლელი
მიუნხენში გადაწყვიტეს, რომ გუნდს მასშტაბური „წმენდა“ არ სჭირდება. საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრისას კლუბი მხოლოდ ორ ძირითად მიმართულებაზე იმუშავებს…
ზიულეს დიეტა ბაიერნში: "მეგონა გული წამივიდოდა, მაგრამ ჰაინკესს ვუმალავდი"

ნიკლას ზიულემ გაიხსენა პერიოდი, როდესაც მიუნხენის ბაიერნში ლეგენდარული იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით თამაშობდა. აღმოჩნდა, რომ მწვრთნელის სიმკაცრეს წონასთან დაკავშირებით, ზიულე საკმაოდ ექსტრემალური ხრიკებით უმკლავდებოდა...

არსენ ვენგერი: "წესებში მსგავსი რამ არ წერია. ეს აშკარა პენალტი იყო"

ლეგენდარულმა მწვრთნელმა და ფეხბურთის ექსპერტმა, არსენ ვენგერმა, ბაიერნი - პსჟ-ს მატჩის ყველაზე სკანდალური ეპიზოდი შეაფასა. მისი თქმით, მსაჯის გადაწყვეტილება, რომ თერთმეტმეტრიანი არ დაენიშნა, მცდარი იყო...

კვარაცხელია ბაიერნში! თორნიკემ მიუნხენში სინჯებზე გოლი გაიტანა

თორნიკე კვარაცხელიამ ბაიერნის 17-წლამდელთა გუნდში სინჯები გაიარა და კლუბის ლეგენდის, კლაუს აუგენთალერის „გლობალ აკადემიის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა გარემარბმა გუნდის 3:1 გამარჯვებაში თავი ეფექტური გოლით გამოიჩინა...

ნასერ ალ-ხელაიფი: “ბედი ნებისმიერ მხარეს შეიძლებოდა გადახრილიყო”
მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზული კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, მიუნხენის ბაიერნის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ დაპირისპირება ორივე გუნდისთვის თანაბარი შანსებით წარიმართა…
პინეირომ პორტუგალიაში ისეთი პენალტი დანიშნა რაზეც მიუნხენში თვალი დახუჭა!

სკანდალი, რომელიც ალიანც არენაზე მოხდა, კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. მატჩის მთავარი არბიტრი, ჟოაუ პინეირო, წარმოშობით პორტუგალიიდანაა და სწორედ მის მშობლიურ ლიგაში სულ რაღაც ერთი წლის წინ სულ სხვაგვარი წესებით ხელმძღვანელობდა...

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0