bayern.ge სიახლეები გვერდი 179
კომპანი “ბაიერნში” უნიკალურია - დღევანდელი გამარჯვებით სახელსაც დატოვებს
ბრემენის “ვერდერთან” გამარჯვებით, ვენსან კომპანი გახდება “ბაიერნის” პირველი მწვრთნელი პეპ გვარდიოლას შემდეგ, რომელიც მოიგებს ბუნდესლიგის პირველ სამ გასვლით თამაშს.

მატჩი დღეს, თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება.
“ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა კლუბის ახალწვეულზე ისაუბრა
კრისტოფ ფროინდი “ბაიერნის” ახალწვეულზე, მაიკლ ოლისეზე:

"მან ძალიან კარგად ითამაშა ოლიმპიადაზე. რა თქმა უნდა, მისთვის ბევრი სიახლეა, ახალი კლუბი, ქვეყანა, კულტურა.

ასევე ის პირველად გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში. ბევრი რამ ხდება მის გარშემო. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მაიკლისთვის ყველაფერი ასე კარგად დაიწყო.”
ზაგრების "დინამომ" "ბაიერნთან" 9 - 2 მარცხის შემდეგ მთავარი მწვრთნელი გაუშვა
ზაგრების "დინამომ" "ბაიერნთან" 9-2 მარცხის შემდეგ მთავარი მწვრთნელი სერგეი იაკიროვიჩი გაათავისუფლა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ბაიერნმა" სხვა გუნდი დაამარცხა, რაც მათი მწვრთნელის გათავისუფლებით დასრულდა.

ასეთი სიტუაცია იყო "ტოტენჰემთან". მათი მაშინდელი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო ძლევამოსილ ბავარიელებთან 7-2 მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს.
ეს ფეხბურთელები ბრემენის "ვერდერთან" მატჩს გამოტოვებენ
21 სექტემბერს, თბილისის დროით 17:30 - საათზე, ბუნდესლიგურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" ბრემენის "ვერდერს" ესტუმრება.

მატჩამდე 1 დღით ადრე ცნობილია მოთამაშეების ვინაობა, რომლებიც იუქმებენ:

• ჰიროკი იტო
• იოსიპ სტანიშიჩი
• საშა ბოე
• არიონ იბრაჰიმოვიჩი
• დანიელ პერეცი
დეივისი "ბაიერნში" დარჩენას კვლავ განიხილავს? - როგორია მდგომარეობა
ალფონსო დეივისი იყო მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავი მარცხენა მცველის პოზიციაზე, მაგრამ ბოლო დროს მისი მომავალი კლუბში საეჭვო იყო.

"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტოფ ფროინდმა ახლახან მოგვაწოდა ინფორმაცია კლუბში კანადელის მდგომარეობის შესახებ:

„ახალი არაფერია. მან ჯერ კარგი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. ჩვენ ვიცით, რამდენად კარგია ის. კარგად ვარჯიშობს და ფორმაშია."

დეივისი მართლაც კარგ ფეხბურთს თამაშობს. მან ზაგრების "დინამოსთან" მატჩში მთელი 90 წუთი ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა.

შესაძლოა ეს იმაზე მიანიშნებდეს, რომ დეივისმა აზრი შეიცვალა და "ბაიერნში" დარჩენა მისთვის უკვე მიმზიდველია.
“მიზანი ყოველთვის ერთია..” - ვენსან კომპანი მის დაცვის სტილზე
ვენსან კომპანი მის დაცვის სტილზე:

"საბოლოოდ, ჩვენი მიზანია მოვიგოთ ბურთი ნებისმიერ სისტემაში. დაცვის მიზანი ყოველთვის ერთია: ბურთის მოგება და კარის სუფთად შენარჩუნება.

აქამდე ხშირად მივაღწიეთ წარმატებას ამაში. ზოგჯერ კი ვერ ვიღებთ იმას, რაც დავიმსახურეთ.

ჩვენ ყოველთვის გუნდურად ვიცავთ. ჩემი ფეხბურთელები ამას კარგად აკეთებენ."
ბრემენის "ვერდერი" - მიუნხენის "ბაიერნი" (შესაძლო შემადგენლობა)
ხვალ, 21 სექტემბერს, თბილისის დროით 17:30 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგურ შეხვედრაში ბრემენის "ვერდერს" ესტუმრება.

მატჩამდე 1 დღით ადრე, გერმანული გამოცემები შესაძლო სასტარტო თერთმეტეულს აქვეყნებენ:

ბაიერნი(4-2-3-1): ნოიერი - ლაიმერი, კიმი, უპამეკანო, გერეირო - კიმიხი, პალინია - კომანი, მუსიალა, გნაბრი - კეინი.

კომპანი: "მოუთმენლად ველი ოქტობერფესტზე ოჯახთან ერთად წასვლას"
ვენსან კომპანი კვირას, ოქტობერფესტის მოახლოებულ ვიზიტზე:

„გვინდა ოჯახურად განვიცადოთ ეს კულტურა.

ოქტობერფესტი ძალიან მნიშვნელოვანია მიუნხენელებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. მაგრამ, მომდევნო 24 საათი ყველას ყურადღება "ვერდერთან" მატჩზე იქნება.

მოუთმენლად ველი, კვირას ოქტობერფესტზე ოჯახთან და "ბაიერნთან" ერთად წასვლას."
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 10 ყველაზე უხვგოლიანი მატჩი (რეიტინგი)
ვენსან კომპანის მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ საღამოსვე ზაგრების "დინამო" 9-2 გაანადგურა...
"ასეთ ფეხბურთელებს წლების განმავლობაში ვნატრობდით" - კროოსი მუსიალაზე და ვირცზე
ტონი კროოსი მუსიალასა და ვირცის შესახებ:

"ეს არის ორი ფეხბურთელი, რომლებსაც წლების განმავლობაში ვნატრობდით გერმანიაში.

მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ უვნებელი სიტუაცია სახიფათოდ გადააქციონ. მათ მოუწევთ ჩვენი ტარება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში და გამარჯვებები.

ორივეს შეუძლიათ ვიწრო სივრცეებში თამაში და საგოლე გადაცემის გაკეთება, ასევე გოლების გატანაც.

ისინი განსხვავდებიან ნიუანსებით ხარისხის მიხედვით, მაგრამ ყველაფერი უმაღლეს დონეზე. ფლო ცოტა უფრო პირდაპირია.

ჯამალისთვის 1v2 სხვებისთვის 1v1 ჰგავს."
- განაცხადა გერმანელმა ლეგენდამ, ტონი კროოსმა.
"სწორედ ამიტომ ვარჩიე მიუნხენი ბარსელონას" - ადამ აზნუ "ბაიერნში" გადასვლაზე
მოგეხსენებათ, ადამ აზნუ 16 წლის ასაკში ბარსელონადან მიუნხენში გადავიდა. მან ამის შესახებ ისაუბრა:

"დიდ კლუბს, რომელსაც აქვს ასეთი დიდი ისტორია როგორიც "ბაიერნს", არ შეიძლება უარი უთხრა.

მათ შემომთავაზეს ძალიან მიმზიდველი პროექტი ასევე დამეხმარნენ ფინანსურად. სწორედ ამიტომ ავირჩიე მიუნხენი"

მას ხალხი ეუბნებოდა, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა "ბარსელონაში" დარჩენა, მისი კომენტარი ამაზე:

"კარგი, ორივე ძალიან დიდი კლუბია, მაგრამ მე ავირჩიე "ბაიერნი" და ძალიან კმაყოფილი ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მივიღე."
შესაძლოა კლუბმა მატის ტელი იჯარით გაუშვას - ვინ ჩაანაცვლებს ფრანგს?
იჯარით გაშვება იანვარში ან მომავალ ზაფხულში შეიძლება იყოს მატის ტელისთვის, თუ ის არ გააუმჯობესებს საკუთარ თავს მომდევნო თამაშებში.

ამ ზაფხულს კლუბმაც და ფეხბურთელმაც შეგნებულად გადაწყვიტეს მიუნხენში დარჩენა კონტრაქტის გაგრძელების შემდეგ, მაგრამ “ბაიერნი” ჯერჯერობით არ არის კმაყოფილი.

“რეკორდმაისტერი” მის ჩამნაცვლებლად განიხილავს პოლ ვანერს, რომლის განვითარება სწორი მიმართულებით მიდის “ჰაიდენჰაიმში”.
“ყველაფერს გავცემთ ამისთვის” - ნაგელსმანი მსოფლიო ჩემპიონატის გეგმებზე
იულიან ნაგელსმანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გეგმებზე:

"ჩვენ გვინდა გავხდეთ მსოფლიო ჩემპიონები და არა ჩვენ ვიქნებით მსოფლიო ჩემპიონები, ამაში დიდი განსხვავებაა. გვინდა ყველაფერი გავცეთ ამისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მიზანს მივაღწევთ.

არ გავაკეთებთ ძალიან ბევრ ცვლილებებს, რადგან ჯგუფი ძალიან, ძალიან ჰარმონიულია. მე არავითარი სარგებელი არ მაქვს იმ გუნდში თამაშით, რომელიც ერთა ლიგას მოიგებს, მაგრამ 2026 წელს ყველა 35 ან 36 წლის იქნება და მუნდიალზე სრულიად განსხვავებულად ითამაშებენ.

ჩვენ ავუხსენით მოთამაშეებს, რომ ყოველი წუთი უნდა გამოვიყენოთ, ეს გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია."
ფიფამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა - რომელი ქვეყანა გავიდა პირველზე? (ფოტო)
ფიფამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა სადაც პირველ ადგილას მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, არგენტინის ნაკრები გავიდა...
დაშავდა თუ არა? რატომ მოუწია მანუელ ნოიერის გაყვანა კომპანის?
"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგაში სტარტი აიღო და ზაგრების "დინამო" 9-2 დაამარცხა. მიუნხენელები აკონტროლებდნენ მატჩს მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში.

თამაშის დასაწყისში "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა უხერხული მოქმედება გააკეთა და სამწუხაროდ, ზაგრების "დინამოს" ნახევარმცველს შეეჯახა.

ნოიერი მოედანზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იწვა, მაგრამ საბოლოოდ დაბრუნდა საკუთარი ძალებით. მეორე ტაიმისთვის კომპანიმ ცვლილება გააკეთა და მანუელის მაგივრად სვენ ულრაიხი გამოიყვანა. მან მაშინვე გაუშვა ორი გოლი, და თამაში ეჭვქვეშ დააყენა.

გულშემატკივრები ამ ცვლილების გამო შეშფოთდნენ და ეგონათ, რომ ნოიერს სერიოზული ტრავმა ქონდა, თუმცა ინტერვიუში ვენსან კომპანიმ თქვა:

”ეს იყო სიფრთხილის ზომები. ჩვენ არ გვინდოდა რაიმე რისკზე წასვლა."

ასევე ამასთან დაკავშირებით ნოიერმაც გააკეთა კომენტარი: „არაფერია სერიოზული“.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2