bayern.ge სიახლეები გვერდი 182
ნოიერი: "ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს ფეხბურთში. მათ კარგად ითამაშეს"
მანუელ ნოიერი "ასტონ ვილასთან" 1 - 0 მარცხის შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"ჩვენ არ გვქონდა ცუდი თამაში, მაგრამ არც საუკეთესო არ ყოფილა.

ეს შეიძლება მოხდეს ფეხბურთში. მათ კარგად ითამაშეს და საქმე გაგვირთულეს.

ჩვენ მოვახერხეთ მომენტების შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ."
კომპანი: “აქ არ გავჩერდებით, ჩვენ დღევანდელი მატჩიდან ვისწავლით”
ვენსან კომპანი “ასტონ ვილასთან” მარცხის შემდეგ:

"თუ ობიექტური ვიქნები ვიტყვი, რომ თამაში კარგად დავიწყეთ, კარგი 15 წუთი გვქონდა, შემდეგ ცოტა დავკარგეთ ტემპი.

მიუხედავად ამისა, დიდი შანსები არ გავუშვით. მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, ჩვენ ვაკონტროლებდით, კარგად დავრბოდით და მომენტები შევქმენით, მაგრამ მათი გარდაქმნა ვერ მოვახერხეთ.

ვულოცავ “ასტონ ვილას”. აქ არ გავჩერდებით, დღევანდელი მატჩიდან ვისწავლით და გავაგრძელებთ."
ასტონ ვილა - ბაიერნი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 - საათზე, "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგაზე "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა ოფიციალური შემადგენლობა:

ბაიერნი(4-2-3-1): ნოიერი © - ლაიმერი, უპამეკანო, კიმი, დეივისი - კიმიხი, პავლოვიჩი - გნაბრი, ოლისე, კომანი - კეინი.
ნაგელსმანს ორ მეკარეს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება
ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ, იულიან ნაგელსმანი აპირებს გაყოს თამაშის დრო ოლივერ ბაუმანსა და ალექსანდრ ნუბელს შორის მომავალ ორ თამაშში.

ბაუმანი, სავარაუდოდ, ერთ თამაშს დაიწყებს, ხოლო ნუბელი მეორეს. ორივე იბრძოლებს #1 ადგილისთვის, სანამ ტერ შტეგენი არ იქნება.

მეკარეების მწვრთნელი მხარს უჭერს ბაუმანის, როგორც ნომერ 1-ის იდეას.
“ეს არის ის, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს” - გნაბრი კომპანის სტილზე
სერჟ გნაბრი ვენსან კომპანიზე საუბრობს:

"მწვრთნელი მოითხოვს გარკვეულ სურვილს, ინტენსივობის მაღალ დონეს, რათა მეტოქეს შანსი არ მივცეთ.

ეს არის ის, რაც გამოგვარჩევს. მშვენიერია, რომ ისევ ასე დომინანტები ვართ. ბოლო წლებში ასე კარგად არ ყოფილა."
პირველი ნაბიჯები გადადგმულია - როგორ მიდის მუსიალასთან მოლაპარაკებები?
“ბაიერნსა” და ჯამალ მუსიალას შორის კონტრაქტის მოლაპარაკების პირველი ნაბიჯები საკმაოდ კარგად მიდის.

“ბაიერნი” კმაყოფილია და ხედავს, რომ მოთამაშე ღიაა ვინსენტ კომპანის ქვეშ მყოფი პირობების განხილვისა და ახალი პროექტის გაგებისთვის.

ჯერ არ არიან ფინალურ ეტაპზე და ამას კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ გუნდი კმაყოფილია იმით, თუ როგორ წავიდა პირველი ნაბიჯები.
კეინმა გუნდთან ერთად არ ივარჯიშა - რა საფრთხის წინაშეა "ბაიერნი"?
28 სექტემბერს, "ბაიერნისა" და "ლევერკუზენის" შეხვედრის ერთ-ერთ მომენტში ჰარი კეინმა კოჭზე დაზიანება მიიღო.

ინგლისელმა დღეს გუნდთან ერთად არ ივარჯიშა და "ასტონ ვილასთან" მატჩი შესაძლოა გამოტოვოს.

ბირმინგემში გაფრენამდე ბოლო ვარჯიში 1 ოქტომბერს ჩატარდება.
ფროინდი: "ძალიან, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ პალინია გვყავს"
კრისტოფ ფროინდი ჟოაო პალინიას შესახებ:

"ძალიან, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ პალინია გვყავს. ჩვენ ის აუცილებლად დაგვჭირდება. წინ ბევრი თამაში გვაქვს.

როდესაც ხედავთ, რა ინტენსივობით ვთამაშობთ, ნამდვილად კარგი შემადგენლობა გვჭირდება. ის პოზიტიურად რჩება და კარგად ვარჯიშობს.

ეს არის ახალი ენა, ახალი ქვეყანა, მისი პირველი მართლაც დიდი კლუბი. ყველაფერი კარგადაა."
- თქვა ფროინდმა.
დრეზენი: "ჩვენი ცენტრალური მცველები მართლაც კარგები იყვნენ"
იან-კრისტიან დრეზენი კიმ მინ-ჯეზე და უპამეკანოზე:

"კიმმა და უპამ შესანიშნავი თამაში ჩაატარეს "ლევერკუზენთან". ჩვენი ცენტრალური მცველები მართლაც კარგები იყვნენ.

პირველ რიგში, ორივესთვის ბედნიერი ვარ. გასულ სეზონში ორივე გააკრიტიკეს და მათ, რა თქმა უნდა, კარგად ვერ ჩაატარეს რამდენიმე თამაში. უბრალოდ სასიამოვნოა, რომ კორეაში მოგზაურობის შემდეგ მინჯე დაბრუნდა ახალი თავდაჯერებულობით და რომ მას აქვს მწვრთნელის ნდობა."
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0