bayern.ge სიახლეები გვერდი 180
ფროინდი: "მიუნხენის "ბაიერნს" ჯერ კიდევ სჭირდება ერიკ დაიერი"
"ბაიერნის" სპორტულ დირექტორს, კრისტოფ ფროინდს დაუსვეს შეკითხვას ერიკ დაიერის სათამაშო დროის ნაკლებობის შესახებ.

„ის ძალიან კარგად ვარჯიშობს და ნამდვილი პროფესიონალია.

ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის გვყავს. ჩვენ ის კვლავ დაგვჭირდება." 


დაიერი "ბაიერნში" უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს, მაგრამ ამ დროისთვის მისი მნიშვნელობა უფრო იზრდება.
“რა გავაკეთო? შეწყვიტო მუშაობა ამის გამო?” - კომპნი კრიტიკოსებს პასუხობს
კომპანი სკეპტიკოსებზე, რომლებიც ამბობდნენ, რომ "ბაიერნში" სამუშაო მისთვის შესაფერისი არ იყო:

"მიყვარს ფეხბურთელებთან მუშაობა, ვცდილობ გავაუმჯობესო ისინი, ვცდილობ გავაუმჯობესო გუნდი და ვცდილობ გავაუმჯობესო ჩემი თავი.

მე დავიბადე ბრიუსელში, მამაჩემი იყო ლტოლვილი, რომელიც ჩამოვიდა კონგოდან. რა შანსი მაქვს თუნდაც პრემიერ ლიგაში ვითამაშო, რაღაც მოვიგო, როგორც ფეხბურთელი და ვითამაშო ეროვნულ ნაკრებში? შანსები იყო თითქმის 0 პროცენტი. ახლა მწვრთნელი ვარ.

ყოველთვის შეგიძლია გახდე უკეთესი. ინტერნეტში ბევრი რამ იწრება, ასე რომ მე ნამდვილად არ ვიღებ მას პირადად. რა უნდა გავაკეთო? შეწყვიტო მუშაობა ამის გამო, თუ რას ფიქრობენ სხვები? მოდით გავამხნევოთ ადამიანები, რომ მიაღწიონ წარმატებას და დაარღვიონ ბარიერები."
- თქვა კომპანიმ.
"ბაიერნის" 5 ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგის გახსნის ღამეს მიუნხენის "ბაიერნმა" ზაგრების "დინამო" 9:2 დაამარცხა და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ერთ თამაშში ცხრა გოლი გაიტანა.

იხილეთ მიუნხენელთა 5 ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე:

1) ბაიერნი 9 - 2 ზაგრების დინამო
2) ბაიერნი 7 - 0 ბაზელი
2) ბაიერნი 7 - 0 შახტარი
3) ბარსელონა 2 - 8 ბაიერნი
4) ბაიერნი 7 - 1 სპორტინგი
5) რომა 1 - 7 ბაიერნი
"მან ჯერ კარგი ფეხბურთი უნდა ითამაშოს" - ბაიერნის სპორტული დირექტორი დეივისზე
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტოფ ფროინდმა ალფონსო დეივისის მომავლზე გააკეთა კომენტარი:

"ჯერჯერობით არაფერი ახალი არ არის, მან ჯერ კარგი ფეხბურთი უნდა ითამაშოს.

ჩვენ ვიცით, რაც შეუძლია მას. კარგად ვარჯიშობს და ფორმაშია. ეს მნიშვნელოვანია, თორემ ახალი არაფერია."
- თქვა ფროინდმა.
რა შემთხვევაში განიხილავს გორეცკა "ბაიერნის" დატოვებას?
მაქს ებერლთან მოლაპარაკების დროს ლეონ გორეცკა ამტკიცებდა, რომ არ სურდა "ბაიერნი" დაეტოვებინა ზაფხულში, მაგრამ იანვარში ის გადააფასებდა თავის მდგომარეობას.

იმ შემთხვევაში, თუ მისი მდგომარეობა და თამაშის დრო არ გაუმჯობესდება, გერმანელი განიხილავს "ბაიერნთან" განშორებას, პრემიერ ლიგა კი საუკეთესო ვარიანტია მისთვის.

მანჩესტერ "იუნაიტედი" გორეცკათი წარსულში იყო დაინტერესებული, იყო კონტაქტი, მაგრამ არა კონკრეტული მოლაპარაკებები.
"ბაიერნი სულ სხვა დონეზე იყო. ვულოცავთ გამარჯვებას!" - ზაგრების მწვრთნელი
მიუნხენის "ბაიერნის" წარმოუდგენელ 9 - 2 გამარჯვების შემდეგ, გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა ზაგრების "დინამოს" მწვრთნელის ინტერვიუ დადო, სადაც დეტალურად აღწერდა, თუ როგორ განვითარდა ეს ყველაფერი:

„რთული საღამო იყო ჩვენთვის. პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ. მეორე ტაიმის დასაწყისში 3-2 გავხადეთ და გათანაბრების შანსიც გვქონდა.

თუმცა ფიზიკურად ჩამორჩენილები ვიყავით და "ბაიერნი" სივრცეებს კარგად ცნობდა.

ჩვენ ყველა დაშვებული შეცდომისთვის ვისჯებოდით. ეს ჩვენთვის გაკვეთილია. "ბაიერნი" უმაღლეს დონეზე იყო. ვულოცავთ გამარჯვებას.”
- თქვა სერგეი იაკიროვიჩმა.
ჰარი კეინის სტატისტიკა "ბაიერნში" შეუდარებლად გამოიყურება
ჰარი კეინის სტატისტიკა მიუნხენის "ბაიერნში" შესანიშნავად გამოიყურება.

50 ჩატარებულ მატჩში:

ინგლისელმა სტრაიკერმა გაიტანა 53 გოლი და გააკეთა 15 საგოლდე გადაცემა.

საშუალოდ ის ყოველ 63 წუთში იტანს გოლს.
კეინი: "ასეთი შეცდომის გამო შესაძლოა ტოპ კლუბებთან დავისაჯოთ."
ჰარი კეინი ზაგრების "დინამოსთან" 9 - 2 გამარჯვებაზე:

"საოცარი თამაში იყო. პირველი ტაიმი მართლაც შესანიშნავი იყო, ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენი შანსები. მეორე ტაიმი კარგად ვერ დავიწყეთ და ორი ბურთი გავუშვით, თუმცა ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამისგან.

ამაზე რეაქცია ნამდვილად კარგი იყო. მშვენიერია ყველა ასეთი გოლის გატანა. დღეს ჩვენ გავუმკლავდით მეორე ტაიმის იმ ცუდ დაწყებას, მაგრამ ტოპ კლუბებთან შეიძლება დავისაჯოთ ამის გამო."
- თქვა კეინმა.
მიუნხენის "ბაიერნი" რეკორდების დამყარებას აგრძელებს
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში მიუნხენის "ბაიერნმა" ზაგრების "დინამო" 9 - 2 დაამარცხა.

ჰარი კეინი პირველი ფეხბურთელი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში 3 პენალტი გაიტანა.

ასევე "ბაიერნი" ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც ერთ თამაშში 9 გოლის გაიტანა შეძლო.
ბაიერნი 9 - 2 ზაგრების დინამო (ფეხბურთელთა შეფასებები)
17 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნმა" ზაგრების "დინამოს" უმასპინძლა და ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა საკმაოდ წარმატებულად ჩაატარა...
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2