გერმანიის ყველაზე წარმატებულ საფეხბურთო კლუბს პრინციპული მეტოქეები ჰყავს როგორც ქალაქის, ასევე - რეგიონის, ქვეყნის და კონტინენტის ფარგლებში. პოსტში ზოგიერთ მათგანს გაგაცნობთ...
ჟურნალისტი: "პირველი მოლაპარაკებები ჯამალ მუსიალასთან უკვე შედგა. თქვენი აზრით, ვინ არიან "ბაიერნში" მომავლის სახეები მუსიალას გარდა?"
ჰაინერი: "ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო, დაბალანსებული გუნდი. ერთი მხრივ, გვყავს თომას მიულერი და მანუელ ნოიერი, რომლებიც ნაწილობრივ პასუხისმგებელნი იყვნენ "ბაიერნის" ისტორიაში საუკეთესო ათწლეულზე.
შემდეგ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კიმიხი, ლეროი სანე და სერჟ გნაბრი, რომლებიც წლების განმავლობაში "ბაიერნის" გენის მატარებლები გახდნენ.
ჩვენ ასევე გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ჯამალ მუსიალა, პავლოვიჩი და იოსიპ სტანიშიჩი, რომლებიც უკვე წარმოადგენენ მომავალ თაობას და ჩამოდიან კამპუსიდან, რაც ძალიან გვახარებს."
ჩაბი ალონსო ხვალინდელი მატჩის შესახებ საუბრობს: "დიდი თამაში იქნება. ალიანც არენაზე გასვლა ალბათ ყველაზე რთული თამაშია ბუნდესლიგის სეზონში, მაგრამ ჩვენ მოუთმენლად ველით ამას.
გვინდა კარგად ვითამაშოთ და ვიყოთ კონკურენტუნარიანები. ვიცით, რომ გვჭირდება თითქმის უნაკლო თამაში მოედანზე რაღაცის გამოსატანად და ჩვენ მზად ვართ ამისთვის." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.
ვენსან კომპანი იმის შესახებ, იქნება თუ არა ხვალინდელი თამაში ნამდვილი ტესტი იმის გასაგებად, თუ რა ფორმაშია “ბაიერნი”: "კარგია, რომ ყველა მოუთმენლად ელის თამაშს. რა თქმა უნდა, ეს იქნება მნიშვნელოვანი თამაში ბოლო თორმეტი თვის საუკეთესო გუნდთან
გვსურს ალიანს არენაზე ძლიერ კლუბს შევეჯიბროთ. “ბაიერნი” ყოველთვის ფავორიტია. ჩვენ გვინდა გამარჯვება."
”ვფიქრობ, თუ ბაიერნს და მანჩესტერს შევადარებთ, ვერ ვიტყვით, რომ ერთი მეორეზე ძალიან დიდია, მაგრამ შესაძლოა საერთაშორისო დონეზე, იუნაიტედი უფრო დიდიც კი იყოს. ასე რომ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც გადმოვედი.
მეორე მიზეზი ის არის, რომ "ბაიერნში" თამაშის ორი სეზონის შემდეგ ზაფხულში ვიგრძენი, რომ მჭირდებოდა და მინდოდა კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა, მრავალი მიზეზის გამო.
იქ თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ სხვაგან უკეთ და კომფორტულად ვიქნებოდი." - განაცხადა მაზრაუიმ.
მიუნხენის "ბაიერნი" უკვე დიდი ხანია, რაც ფლორიან ვირცით არის დაინტერესებული.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ტრანსფერი შეიძლება ძალიან კარგი იყოს მომავლისთვის იმის გამო, რომ თომას მიულერი უკვე "ასაკშია". ვირცი იდეალურად შეეფერება ამ პოზიციას.
"ბაიერნს" ასევე ჰყავს პოლ ვანერი, რომელიც ვარსკვლავურ სეზონს ატარებს "ჰაიდენჰაიმთან" ერთად.
მიუნხენელებს ახლა აქვთ შესანიშნავი ნიჭის ყიდვის საშუალება თუმცა, მას მადრიდის "რეალი" ასე მარტივად არ დათმობს.
ვირცს "ბაიერნის" ხელმძღვანელები ძალიან აფასებენ. ისინი ელიან, რომ დაახლოებით 100 მილიონი ევრო დაჯდება და არა 150 მილიონი ევრო, რასაც "ლევერკუზენი" ითხოვს.
როგორც ჩანს, მადრიდის "რეალს" არ ჰყავს საკმარისი ნიჭიერი ახალგაზრდები და ეს არის კლუბი, რომელსაც აქვს ფინანსური ძალა, იმისთვის რომ "ბაიერნს" ძალიან დიდი კონკურენცია გაუწიოს.
გამოცემები ამბობენ, რომ დღევანდელ ბაზარზე 100 მილიონი ევრო უაღრესად გონივრული თანხაა ვირცისნაირი მოთამაშისთვის.
"მწვრთნელობა და ფეხბურთი ახლა უფრო განვითარებულია, ეს ყოველთვის ასე იქნება. ჩვენ გვქონდა გაცილებით ნაკლები ტაქტიკური ინფორმაცია, როდესაც კარიერა დავიწყე." - იხსენებს კომპანი.
„ახლა შეგიძლია ფეხბურთში ნებისმიერ დონეზე ახვიდე და დაინახო ტაქტიკური დეტალები. იხილავ ოპონენტებზე გაკეთებულ ბევრ ანალიზს, ისევე როგორც საკუთარ გუნდზე.
ვფიქრობ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ამ საზღვრების გადალახვას, რათა დავინახოთ, არის თუ არა ისეთი კომპონენტი, რომლის გაკეთებაც ინდივიდუალურად შეგვიძლია მოთამაშეებთან.”