bayern.ge სიახლეები გვერდი 240
ტუხელი "ლაციოსთან" მარცხის შემდეგ ატმოსფეროზე
ტუხელი "ლაციოსთან" მარცხის შემდეგ ატმოსფეროზე:

"ამჟამად, რა თქმა უნდა, დეპრესიული განწყობაა. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი მატჩია. ჩვენ არ ვართ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილები.

ყველა ნამდვილად ცდილობს შეცვლას. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ გვექნება ყველა შანსი და ენერგია, რომ შემობრუნება დავიწყოთ.

დათმობა არ არის ჩვენთვის ვარიანტი - არც ტიტულისთვის რბოლაში და არც ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ თავი, როგორც მწვრთნელმა და როგორც ფეხბურთელმა."
- ამბობს ტუხელი.
ტუხელი მის მიმართ კრიტიკაზე
ტუხელი მის მიმართ წასულ კრიტიკაზე:

"მე შემიძლია ამის გაგება. ჩვეულებრივ, მაქვს ჩვევა, რომ საერთოდ არ ვკითხულობ გაზეთებს კარგ და ცუდ დროს.

ვიცი, რომ მეგობრები და ოჯახი უფრო მეტად დაზარალდებიან ამ კრიტიკით. ასევე ვგრძნობ კითხვების ტონს მარცხების შემდეგ.

ეს ჩემზე ისე არ მოქმედებს როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ."
- ამბობს ტუხელი.
ფეხბურთელთა სია, ვინებმაც ვარჯიში განაახლეს
მოგეხსენებათ, "ბაიერნის" რამდენიმე ფეხბურთელი ჯერ კიდევ აკლია გუნდს.

ზოგიერთმა მათგანმა დღეს განაახლა ვარჯიშები.

ესენი არიან:

ალფონსო დეივისი
ბუნა სარი
კონრად ლაიმერი
ბრაიან სარაგოსა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ტელთან კონტაქტი დაამყარა
"მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულია ტელის შეძენით და მათ კონტაქტიც დაამყარეს.

ფრანგის შესახებ კიდევ ორი ინგლისური კლუბიც დაინტერესდა. მიუხედავად მისი რთული მდგომარეობისა, ტელს არ სურს დანებება და მისი მიზანია "ბაიერნში" ლეგენდა გახდეს.

თუმცა, თუ ის იგრძნობს, რომ "ბაიერნს" არ სჯერა მისი მომავლის, ის განიხილავს თავის ვარიანტებს - იჯარით გადასვლა არ მოხდება.
უპამეკანო მის მიმართ წასულ კრიტიკაზე კომენტარს აკეთებს
მოგეხსენებათ, "ლაციოსთან" მატჩში, უპამეკანომ წითელი ბარათი მიიღო და დაინიშნა პენალტი, რის გამოც მის მიმართ სოციალურ ქსელებში გაკეთდა რასისტული განცხადებები.

ამასთან დაკავშირებით უპამეკანო კომენტარს აკეთებს:

"შეცდომების გაკეთება ფეხბურთის ნაწილია, მე მომივიდა ასეთი შეცდომა და ბოდიშს ვუხდი გუნდსაც და გულშემატკივარსაც.

კრიტიკაც ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ რასიზმის ადგილი არსად არარის. არც სტადიონზე და არც სოციალურ მედიაში."




უსიამოვნო ფაქტი "ბაიერნის" სავარჯიშო მოედანთან
როდესაც გუნდი დღეს ვარჯიშზე მივიდა, გულშემატკივართა ჯგუფმა მწვრთნელის მანქანის წინ ბანერები წარწერით - "ტუხელ წადი" გაშალეს.

ასევე შეიმჩნეოდა სხვა ბანერებიც სადაც ეწერა, "რატომ არ თამაშობს მატის დე ლიხტი?"
"თქვენ ისეთი კარგები არ ხართ..." - რა თქვა ტუხელმა გასახდელში?
რიკარდო ბაზილე ციტირებს "წყაროს გუნდის წრიდან" რომლის თანახმად, თომას ტუხელმა "ლევერკუზენთან" თამაშის შემდეგ გასახდელში თავის ფეხბურთელებს უთხრა:

"თქვენ ისეთი კარგები არ ხართ, როგორც მე მეგონა, მაშინ მე უბრალოდ უნდა მოვერგო თქვენს დონეს."


მწვრთნელი და გუნდი ერთად უნდა გამოვიდნენ არსებული კრიზისიდან.

ამჯერად არ გაათავისუფლებენ ტუხელს ისე სწრაფად, როგორც შარშან ჯულიან ნაგელსმანი.


"ცოტა უპატივცემულობაა..." - მიულერი ტუხელის მუშაობაზე
• არის თუ არა თომას ტუხელი "ბაიერნის" კარგი მწვრთნელი?

თომას მიულერი: "შეგიძლიათ გამართოთ ეს დისკუსია მწვრთნელთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ფეხბურთელები არასწორი ხალხი ვართ, ვისთანაც ამაზე უნდა ისაუბროთ.

ეს ასევე ცოტა უპატივცემულობაა. რა თქმა უნდა, სპორტული მდგომარეობა არ არის კარგი ამ მომენტისთვის.

ფეხბურთელები და მწვრთნელი ყველანაირად ვმუშაობთ. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ანალიზი, მაგრამ არ უნდა დაელოდოთ ჩვენგან რაიმე ცუდის თქმას. ჩვენ ერთად ვართ."
- ამბობს მიულერი.
ტუხელის ბედი "ბაიერნში" და სიახლე ფლიკზე
თომას ტუხელის გათავისუფლება "ლაციოს" მარცხის შემდეგ არ ყოფილა განხილვის თემა.

მწვრთნელი კვირას ბოხუმთანაც სკამზე დაჯდება და გააგრძელებს მუშაობას.

მაგრამ, უკვე აღარ არსებობს 100% გარანტია, რომ ტუხელი ზაფხულამდე დარჩება. ეს იყო კლუბის ხელმძღვანელობის გეგმა და სურვილი.

თუ "ბაიერნი" კვირასაც დამარცხდება, ტუხელისთვის სიტუაცია სულ უფრო რთული გახდება.

ჰანსი ფლიკმა კი ახალ აგენტად პინი ზაჰავი დანიშნა. მწვრთნელი მზად არის აიღოს ახალი პროექტი და სურს გამოიყენოს ზაჰავის ქსელები.

ფლიკი არის "ბარსელონას" სიაში ერთ-ერთი სახელი და ასევე განიხილება პრემიერ ლიგაში. არის ლაპარაკი, რომ ის ზაფხულისთვის "ბაიერნში" დაბრუნდება.
"ლაციო" 1 - 0 "ბაიერნი" | შეფასებები
ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ლაციოსთან" 1 - 0 დამარცხდა.

"ბაიერნს" მთელი მატჩის განმავლობაში ზუსტი დარტყმული არ ჰქონია და 13 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა იტალიურ კლუბთან.

იხილეთ მატჩის შეფასებები SofaScore-ს მიხედვით:



უპამეკანოს წითელი ბარათი და "ლაციო" დაწინაურდა (ვიდეო)
"ლაციოს" შეტევისას უპამეკანომ უხეშად ითამაშა და პენალტი დაიდო. მოგერიება ნოიერმა ვერ მოახერხა. ანგარიში კი 1 - 0 ხდება.

იხილეთ მომენტი:
ტუხელის ოფიციალური თერთმეტეული "ლაციოსთან"
დღეს, თბილისის დროით 00:00 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" "ლაციოს" დაუპირისპირდება.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია "ბაიერნის" ოფიციალური თერთმეტეული:

ბაიერნი(4-2-3-1): ნოიერი © - მაზრაუი, უპამეკანო, კიმი, გუერეირო - კიმიხი, გორეცკა - სანე, მიულერი, მუსიალა - კეინი.

სათადარიგო: ულრაიხი, დე ლიხტი, ჩუპო-მოტინგი, დაიერი, სარაგოსა, ბოეი, ტელი, პავლოვიჩი.
ტუხელმა "ბარსელონას" თავი შესთავაზა.
თომას ტუხელმა ბარსელონას თავი შესთავაზა.

გერმანელი მწვრთნელი მიუნხენის "ბაიერნში" რთულ პერიოდებს განიცდის.

"ლევერკუზენთან" 3-0 წაგების შემდეგ განიხილება ტუხელი, ამიტომ მისი დარჩენა გაურკვეველია. მან ასევე იცის, რომ "ბარსელონა" ეძებს მწვრთნელს მომავალი სეზონისთვის.

ტუხელი უკვე რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა "ბარსას", სწორედ მას შემდეგ, რაც ჩავიმ გამოაცხადა მისი წასვლა. ტუხელი ამზადებს ნიადაგს იმ შემთხვევაში, თუ ის დატოვებს "ბაიერნს", სადაც ჰანსი ფლიკს აკავშირებენ.

ტუხელს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. "ბარსელონას" პრეზიდენტი, ლაპორტა არის გერმანელი მწვრთნელების მოყვარული და ტუხელი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა, როდესაც 2021 წელს რონალდ კუმანის შემცვლელს ეძებდა.
"ბაიერნის" მიღწევები ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე
ბოლო 11 სეზონის განმავლობაში "ბაიერნს" არასოდეს წაუგია მერვედფინალური პირველი მატჩი (7 მოგება 4 ფრე).

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ბოლო ხუთი შეხვედრა მოიგო იტალიელ მეტოქეებთან. ასევე დაუმარცხებელია ჩემპიონთა ლიგის 12 მატჩში სერია A-ს გუნდებთან.

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 გასვლითი მატჩიდან 7 მოიგო, ერთადერთი მარცხი ამ პერიოდში მანჩესტერ სიტისთან გასულ სეზონში იყო.
ტუხელის შესაძლო თერთმეტეული "ლაციოს" წინააღმდეგ
მოგეხსენებათ, დღეს თბილისის დროით 00:00 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" "ლაციოს" ესტუმრება.

როგორც ვარაუდობენ, შემადგენლობა შესაძლოა ასეთი იყოს:


  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2