რეალმა და ალფონსო დეივისმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს, იმაზე რომ მარცხენა მცველი 2024 ან 2025 წლებში შეუერთდება მადრიდულ გუნდს.
არსებობს ორი ვარიანტი, ან "რეალი" გადაიხდის თანხას და წელსვე მიიღებს დეივისს ისევე როგორც ტონი კროოსის გადასვლა 2014 წელს - ან შემდეგ წელს, როდესაც დეივისის კონტრაქტი დასრულდება, როგორც ალაბა 2021 წელს.
ბაიერნიდან ჯერ კიდევ ცდილობენ დაარწმუნონ ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რადგან არ სურთ მისი უფასოდ დაკარგვა და თუ გარიგება ვერ მოხდა, მაშინ შეეცდებიან მაქსიმალურად გაზარდონ მისი საფასური ამ ზაფხულისთვის.
"ბაიერნმა" ზედიზედ სამი მატჩი წააგო, პირველად 2015 წლის მაისის შემდეგ. მეოთხეს წაგების შემთხვევაში, იქნება მათი ყველაზე ცუდი სერია ბოლო 32 წლის განმავლობაში.
ასევე დღევანდელი თამაში იქნება "ბაიერნის" მე-1000 საშინაო მატჩი ბუნდესლიგის ისტორიაში და გახდება პირველი გუნდი, ვინც ამ წარმატებას მიაღწია. (743 გამარჯვება, 166 ფრე და 90 წაგება).
"ბაიერნში" ბოლოდროს მომხდარი ამბების გამო, თომას ტუხელი კლუბს ზაფხულში დატოვებს. ხელმძღვანელობა აქტიურად ეძებს გერმანელის შემცვლელს, სადაც განიხილება რამდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთი კი ჩაბი ალონსოა, რომელზეც აქტიურად საუბრობენ.
სწორედ ამ არეულობების მიხედვით, ჩაბი ალონსოს უჩნდება დიდი ეჭვი იმის თაობაზე, რამდენად სწორი იქნება მიუნხენში გადასვლა მისი სამწვრთნელო კარიერისთვის.
მან დეტალურად გააანალიზა არსებული ვითარება და არ აპირებს "ბაიერნში" მოხვედრას.
ამის ნაცვლად, ამჟამად "ლევერკუზენში" დარჩენა ან "ლივერპულში" გადასვლა ურჩევნია.