bayern.ge სიახლეები გვერდი 237
ალონსოს ამჟამად "ლევერკუზენში" დარჩენა ან "ლივერპულში" გადასვლა ურჩევნია
"ბაიერნში" ბოლოდროს მომხდარი ამბების გამო, თომას ტუხელი კლუბს ზაფხულში დატოვებს. ხელმძღვანელობა აქტიურად ეძებს გერმანელის შემცვლელს, სადაც განიხილება რამდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთი კი ჩაბი ალონსოა, რომელზეც აქტიურად საუბრობენ.

სწორედ ამ არეულობების მიხედვით, ჩაბი ალონსოს უჩნდება დიდი ეჭვი იმის თაობაზე, რამდენად სწორი იქნება მიუნხენში გადასვლა მისი სამწვრთნელო კარიერისთვის.

მან დეტალურად გააანალიზა არსებული ვითარება და არ აპირებს "ბაიერნში" მოხვედრას.

ამის ნაცვლად, ამჟამად "ლევერკუზენში" დარჩენა ან "ლივერპულში" გადასვლა ურჩევნია.


ის შესაძლოა დეივისის შემცვლელი იყოს
მიუნხენის "ბაიერნი" უკვე განიხილავს ალფონსო დეივისის პოტენციურ შემცვლელებს.

არის უამრავი კანდიდატი, მაგრამ ჯერჯერობით განიხილება მხოლოდ ერთი, რომელიც ტეო ერნანდესია.

ცნობისთვის, 26 წლის ფრანგ მცველს, "მილანთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული.
ვინები გამოტოვებენ "ლაიპციგთან" მატჩს?
მოგეხსენებათ, ხვალ - 24 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" უმასპინძლებს "ლაიპციგს".

იხილეთ მოთამაშეების სია, ვინებიც გამოტოვებენ მატჩს:

• კინგსლი კომანი
• ალფონსო დეივისი
• საშა ბოე
• დეიოტ უპამეკანო
• სერჟ გნაბრი
• ნუსაირ მაზრაუი
• ბუნა სარი
• ტარეკ ბუჩმანი
ცნობილია - რამდენს გადაიხდის "რეალი" დეივისისთვის
კრისტოფ ფროინდი და ალფონსო დეივისის აგენტი რამდენიმე დღის წინ მიუნხენში შეხვდნენ ერთმანეთს.

აქცენტი ძირითადად დეივისის მომავალზე იყო. კანადელსა და მადრიდის "რეალს" შორის პირადი პირობები არ არის პრობლემა.

"რეალი" მზადაა ზაფხულში მაქსიმუმ 40-50 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მადრიდული გუნდი აპირებს დეივისისთვის 35-40 მილიონიან პირველად შეთავაზებას. მაქსიმალური თანხა კი, რომელსაც ისინი აპირებენ გადაიხადონ, არის 50 მილიონი.

"იმედგაცრუებული ვარ საკუთარი თავით და..." - ტუხელი ჟურნალისტებთან
არის თუ არა იმედგაცრუებული ტუხელი თავისი ფეხბურთელებით:

"მე იმედგაცრუებული ვარ საკუთარი თავით და იმით, თუ როგორ ვთამაშობთ ამ მომენტში.

მე პირადად არ ვარ იმედგაცრუებული ფეხბურთელებით. ჩვენ მათგან დიდი მოლოდინი გვაქვს.

ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა. გადაწყვეტილება მიღებულია სეზონის ბოლოს და არა ახლა."
- ამბობს ტუხელი.
ტუხელს ორი ვარსკვლავის გაყიდვა სურდა
"Bild"-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელს, თომას ტუხელს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ვარსკვლავური ნახევარმცველების, იოზუა კიმიხის და ლეონ გორეცკას გაყიდვა სურდა.

როგორც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, ტუხელის დრო ბავარიაში დასრულდა.

კიმიხი და გორეცკა იმ სახელებიდან მხოლოდ ორია, ვინც ამ სეზონში ტუხელს დაუპირისპირდა და თუ ტუხელი დარჩებოდა, მაშინ ისინი წავიდოდნენ.
როგორია ტელის გადაწყვეტილება
მათის ტელს "ბაიერნში" დარჩენა სურს.

მას უყვარს კლუბი, მაგრამ თამაშის დროის მეტი გარანტია სჭირდება.

მისი წასვლა სავარაუდო იქნებოდა, თუ ტუხელი "ბაიერნში" დარჩებოდა.

ტელის მომავლის გადაწყვეტილებაში ახალი მწვრთნელი იქნება ჩართული.
ახალი მწვრთნელის ძიებაში ული ჰიოენესს დიდი როლი ექნება
ახალი მწვრთნელის ძიებაში ული ჰიოენესს დიდი როლი ექნება.

მას შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს ვეტო გარკვეულ კანდიდატებზე.

მომდევნო მწვრთნელს ჰიოენესის თანხმობის გარეშე ნამდვილად არ აიყვანენ. ის დაეყრდნობა მაქს ებერლს, რომელიც მისი ახლი თანამოაზრეა.

ორივე ერთნაირად ფიქრობენ და არ არის ზედმეტი იმის თქმა, რომ ჰიოენსი ებერლის მისაბაძი მაგალითია.
"ისინი კვლავ წააგებენ..." - მათეუსი ტუხელზე და "ბაიერნზე"
ლოთარ მათეუსი ტუხელზე და "ბაიერნზე":

"მეგობრული დაშორება ნამდვილად საუკეთესო გამოსავალია ორივე მხარისთვის. შესაძლოა, თავიდანვე სწორად არ შეაფასეს და არ შეესაბამებოდნენ ერთმანეთს.

თუ გუნდი იქნება ისევ ტუხელის ხელში, ისინი კვლავ წააგებენ.

მგონია, რომ სეზონის ბოლომდე დროებით მწვრთნელს დანიშნავენ."
- ამბობს მათეუსი.
ზიდანი დაინტერესებულია "ბაიერნის" გაწვრთნით
ზინედინ ზიდანი მზად არის დაუბრუნდეს სამწვრთნელო კარიერას მიუნხენის "ბაიერნში".

მიუნხენის "ბაიერნს" აქვს დიდი გავლენა ევროპაში, ამიტომ ადვილია ზინედინ ზიდანის მთავარ მწვრთნელად წარმოდგენა.

მათ უბრალოდ სჭირდებათ ვინმე, ვინც სწორ გზაზე დააყენებს გუნდს და ძველ სახელს დაუბრუნებს.

ზიდანი ყოველთვის მოთხოვნადია. იმის გათვალისწინებით, რაც მან მიაღწია მოკლე დროში მადრიდის "რეალთან" ერთად.

ოფიციალურად: კროოსი ნაკრებში ითამაშებს
ტონი კროოსმა დაადასტურა, რომ გერმანიის ნაკრებში დაბრუნდება:

„მარტში გერმანიაში კვლავ ვითამაშებ. რატომ? იმიტომ, რომ ნაკრების მწვრთნელმა მთხოვა.

 მე მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ევროზე ბევრად მეტია შესაძლებელი, ვიდრე ახლა უმეტესობას სჯერა."


"შეიძლება გაქვთ შეკითხვები..." - ალონსო პრესკონფერენციაზე
ჩაბი ალონსო დღევანდელ პრესკონფერენციაზე:

"შეიძლება გაქვთ შეკითხვები ჩემს მომავალთან დაკავშირებით.

ბოდიში, მაგრამ ახალი არაფერი მაქვს სათქმელი."
"ბაიერნი" - "ლაიპციგი" (სავარაუდო შემადგენლობა)
მოგეხსენებათ, 24 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" - "ლაიპციგს" უმასპინძლებს.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, წყაროები სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებენ:

სავარაუდო სასტარტო: ნოიერი - კიმიხი, დე ლიხტი, კიმი, გუერეირო - პავლოვიჩი, გორეცკა - სანე, მიულერი, მუსიალა - კეინი.
ჩაბი ალონსო სხვა გუნდებისთვისაც მოთხოვნადია
"ბაიერნი" დარწმუნებულია, რომ ზაფხულში ჩაბი ალონსოს მოპოვების კარგი შანსები აქვს.

კარლ-ჰაინც რუმენიგეს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ალონსოსთან და ყოველთვის ინარჩუნებს მჭიდრო კონტაქტს ბოლო წლებში.

ალონსო ასევე არის "ლივერპულის" მთავარი კანდიდატი კლოპის შემცვლელად. ამავდროულად, "ლევერკუზენი" დარწმუნებულია, რომ ესპანელი დარჩება და ის უკვე ემზადება მომავალი სეზონისთვის მოთამაშეებითა და პერსონალით.

სულშერი მზადაა "ბაიერნის" მწვრთნელი გახდეს
ოლე გუნარ სულშერი ზაფხულამდე მზად იქნება "ბაიერნს" დროებითი მწვრთნელის პოსტზე შეუერთდეს.

იმ შემთხვევაში თუ თომას ტუხელი სეზონის დასრულებამდე დატოვებს კლუბს.

"ბაიერნი" მას აკვირდება და ტუხელის წასვლის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
"ბაიერნი" ტუხელის შემცვლელს ეძებს
"ბაიერნს" ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ ვინ ჩაანაცვლებს თომას ტუხელს.

ინტენსიური ძებნა ახლა დაიწყება.

მანამდე კი, პასუხისმგებელი პირები იმედოვნებენ, რომ ზაფხულში ტუხელის წასვლის შესახებ განცხადება შეცვლის გუნდში განწყობას.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2