bayern.ge სიახლეები გვერდი 235
“იუვენტუსი” გორეცკათი ინტერესდება
ლეონ გორეცკათი იუვენტუსია დაინტერესებული.

ამავდროულად, ფეხბურთელი ამჟამად გადასვლას ნამდვილად არ განიხილავს.

გორეცკას ძალიან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა თომას ტუხელთან და ახლა ელოდება ვინ იქნება ახალი მწვრთნელი.

ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
დე ლიხტი გუნდიდან წასვლას აპირებდა
მატის დე ლიხტს უყვარს მიუნხენის ბაიერნი და სურს, რომ მომავალში კლუბის ლიდერი გახდეს.

თუმცა, ტუხელის დროს მისი რთული სიტუაციის გამო, ჰოლანდიელი აპირებდა წასვლას. წავიდოდა იმ შემთხვევაში თუ მწვრთნელი ზაფხულის შემდეგაც დარჩებოდა.

ახლა, როცა ტუხელი მიდის, დე ლიხტი დაელოდება ახალ მწვრთნელს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას.
ხვალ "ბაიერნს" ბევრი მოთამაშე გამოაკლდება
ფრაიბურგთან მატჩს გამოტოვებენ:

• მატაის დე ლიხტი
• კინგსლი კომანი
• ნოუსაირ მაზრაუი
• საშა ბოეი
• სერჟ გნაბრი
• ბუნა სარი
• ტარეკ ბუჩმანი
• ლეროი სანე (საეჭვოა)

რა სიახლეებია "ბაიერნში"?
ხვალ, ფრაიბურგის წინააღმდეგ, ტუხელის განცხადებით კიმიხი მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაიწყებს თამაშს, დიერი და კიმი კი ცენტრალურ მცველად.

დევისი იქნება განაცხადში, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია ის დაიწყებს სასტარტოში თუ გუერეირო.

რაც შეეხება კინგსლი კომანს, ფრანგი ამჟამად ინდივიდუალურად მუშაობს და მისი რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს.

მას გუნდური ვარჯიშის განახლება და მარტში დაბრუნება სურს.
ოფიციალურად | უეფამ გულშემატკივარი დასაჯა
უეფამ ბაიერნის გულშემატკივრებს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გასვლით მატჩზე დასწრება აუკრძალა და კლუბი 50 750 ევროთი დააჯარიმა.

უეფას ოფიციალური განცხადება ასეთია:

"პიროტექნიკით სარგებლობისა და საგნების სროლისთვის, გადაწყდა, რომ ბაიერნს აეკრძალოს ბილეთების გაყიდვა ჩემპიონთა ლიგის შემდეგი გასვლითი მატჩისთვის.

მიუნხენის ბაიერნი დაჯარიმდება 10,500 ევროთი - საგნების სროლისთვის.

ასევე დაჯარიმდება 40,250 ევროთი - პიროტექნიკის გამოყენებისთვის." 

                       
სანეს პრობლემები აქვს - ვინ იქნება პოტენციური შემცვლელი?
საეჭვოა ითამაშებს თუ არა ლეროი სანე პარასკევს, თამაშში ფრაიბურგთან.

გარემარბი რამდენიმე კვირაა ებრძოდა მყესის პრობლემებს და დღეს მხოლოდ ინდივიდუალურად მუშაობდა.

მუხლის პრობლემა სეზონის პირველ ნახევარში სანეს ფორმიდან ამოვარდნის ერთ-ერთი მიზეზია.

ახლა კი უცნობია განაახლებს თუ ხვალ გუნდურ ვარჯიშებს და გაემგზავრება თუ არა ფრაიბურგში.

მისი შემცვლელი ან ტელი ან ბრაიან სარაგოსა იქნება.

"ცრემლების გარეშე წავედი კრიშტიანოს სახლში.." - მოურინიო 2012 წლის მარცხზე
ჟოზე მოურინიო 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნთან" დამარცხების შესახებ საუბრობს:

"მატჩის შემდეგ ვტიროდი, მაგრამ არც მოედანზე და არც გასახდელში მომხდარა ეს.

სახლში მანქანით წასვლისას, მირეკავდა ჟორჟე მენდეში (რონალდოს აგენტი) და მითხრა:

„შემისრულე თხოვნა და წადი კრიშტიანოს სახლში, რადგან ის განადგურებულია.“

ვუთხარი, რომ მეც განადგურებული ვიყავი, მაგრამ მოვემზადე და მაინც წავედი კრიშტიანოსთან.

ის ზუსტად ისე იყო, როგორც მე. ჩვენ ძალიან ცუდად ვგრძნობდით თავს." - ამბობს მოურინიო.
ფლიკის "ბაიერნში" დაბრუნება გამოირიცხა
"ბაიერნის" მმართველობას ჰგონიათ, რომ ფლიკის დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.

ფლიკის საშინელმა მწვრთნელობამ გერმანიის ნაკრებში, გამოიწვია ეჭვები მის მენეჯერულ უნარებში.

უცხოური მედიების გავრცელებული ინფორმაციით, ული ჰიოენესმა ვეტო დაადო გერმანელის პოტენციურ დაბრუნებას "ბაიერნში".

რიბერი "ბაიერნის" მწვრთნელად?
ფრანკ რიბერი ღიაა სამწვრთნელო პოზიციისთვის მიუნხენის "ბაიერნში".

ფრანგი ამჟამად სამწვრთნელო ლიცენზიაზე მუშაობს და დიდ დროს ატარებს მიუნხენში.

რაც ის წავიდა კლუბს არასდროს დაუკარგავს კონტაქტი, არ არის გამორიცხული მისი დაბრუნება. - @kicker
"ბაიერნი" და "ლივერპული" ალონსოსთვის იბრძვიან
მიუნხენის "ბაიერნი" და "ლივერპული" ჩართულები არიან ალონსოსთვის ბრძოლაში.

"ბაიერნის" უპირატესობა ის არის, რომ უკვე მომზადებული აქვთ მკაფიო იდეები, თავიანთი პროექტის წარსადგენად ალონსოსთვის და სხვა კანდიდატებისთვის.

"ლივერპულისთვისაც" პრიორიტეტია სხვა მწვრთნელის დანიშვნა რაც შეიძლება მალე, ინტერესი აბსოლუტურად არსებობს და მათ სურთ ალონსო, როგორც მთავარი სამიზნე.

ამ მომენტში "ბაიერნი" და "ლივერპული" ძალიან ძლიერები იქნებიან ამ საუბარში. - @FabrizioRomano
"შეგიძლიათ თავის გამოჩენა ახალი მწვრთნელისთვის..." - ტუხელი გასახდელში
წინა კვირას, ტუხელი და დრეზენი ერთად შევიდნენ გასახდელში, რათა ფეხბურთელებისთვის გადაწყვეტილება ეცნობებინათ.

ტუხელმა თქვა:

"ახლა აღარ იქნება დისკუსიები ყოველ კვირას, ყველამ იცის ჩემი წასვლის შესახებ. რაღაცის მიღწევა მაინც შეგვიძლია, თამაშები უნდა მოვიგოთ"
.

შემდეგ მან ფეხბურთელებს დაუმატა: "ახლა ყველას შეუძლია საკუთარი თავის გამოჩენა ახალი მწვრთნელისთვის".
ზიდანისთვის "ბაიერნში" მუშაობა საინტერესოა
მიუხედავად იმისა, რომ ზიდანმა ენის არ ცოდნის გამო მანამდე უარყო პრემიერ ლიგის შეთავაზებები, მისთვის ბაიერნში მუშაობა საინტერესოა.

ფრანგმა ბაიერნის შესახებ ინფორმაცია კლუბის გარემოცვაში ითხოვა.

კლუბის პრეზიდენტს, ჰერბერტ ჰაინერს დაუსვეს კითხვა: გერმანული ენის არცოდნა აკრძალულია ბაიერნისთვის?

მისი პასუხი: "გერმანულის არ ცოდნა ჩვენთვის გამომრიცხავი კრიტერიუმი არ არის. ჩვენ ვეძებთ საუკეთესო გამოსავალს ბაიერნისთვის და გვყავს საერთაშორისო გუნდიც."
რამდენად არის შეფასებული ერნანდესი?
ტეო ერნანდესი მილანში 70-80 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ბაიერნს ჰყავს ის სიაში, როგორც დეივისის შესაძლო შემცვლელი, მაგრამ ასევე გამოხატავენ ინტერესს პრემიერ ლიგაში და საუდის არაბეთში.

ტეოს პრიორიტეტი ევროპაში გაგრძელება და საუკეთესოთა შორის თავის დამტკიცებაა.

ამ დროისთვის მილანს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ დაუწყია.
“ბაიერნი” ტეოს აგენტებს დაუკავშირდა
ბაიერნი ბოლო დღეებში დაუკავშირდა ტეო ერნანდესის აგენტებს, რათა გაეგოთ ფეხბურთელის მდგომარეობა და სამომავლო გეგმები.

მილანისთვის კი არ არსებობს გაყიდვადი მოთამაშეები.

მიუხედავად ბაიერნის ინტერესისა, მილანი მუშაობს ტეოსთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გახანგრძლივებაზე.
"რეალს" არ სურს დიდი ფულის გადახდა დეივისისთვის
მადრიდის "რეალს" არ სურს დიდი ფულის გადახდა ალფონსო დეივისისთვის.

მათ უნდათ მისაღები ფასი ან ისინი მზად იქნებიან, რომ დაიცადონ 2025 წლამდე, რათა ხელი მოაწერონ უფასო ტრანსფერზე.

"ბაიერნი" კვლავ შეეცდება დეივისის კონტრაქტის გახანგრძლივებას მაისის ბოლომდე.

თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, ფიქრს დაიწყებენ ფეხბურთელის გაყიდვისთვის ამ ზაფხულსვე.

გარიგება კი დამოკიდებული იქნება მოთხოვნებზე.
რა დაუჯდება "ბაიერნს" ტეო ერნანდესი?
"მილანი" ტეო ერნანდესს 100 მილიონ ევროდ აფასებს. მაღალი ფასი ერთგვარი დაბრკოლება იქნება კლუბებისთვის, რომლებსაც ტეო სურთ.

იტალიური კლუბი გეგმავს ერნანდესის აგენტთან მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს თვეებში, რადგან ხელახლა განიხილონ პირობები.

მათთვის სასურველია კონტრაქტის გახანგრძლივება.

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2