bayern.ge სიახლეები გვერდი 233
როდის გახდება კლოპი გერმანიის ნაკრების მწვრთნელი?
თუ იულიან ნაგელსმანმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეროვნული ნაკრები დატოვა, გერმანიას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის იურგენ კლოპი სურს.

კლოპი ზაფხულში დატოვებს ლივერპულს და დასვენებას აპირებს - ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ დაარწმუნებენ კლოპს 2025 წლის მარტიდან. 
"ყველაფერს გააკეთებენ მის..." - დი მარციო ალონსოზე
ცნობილი ჟურნალისტი, დი მარციოს ჩაბი ალონსოს მომავალზე:

„ორი-სამი კვირის წინ მეგონა, ლივერპული უსწრებდა ბაიერნს ალონსოსთვის ბრძოლაში, მაგრამ ახლა ბაიერნი უკეთესია.

ამ დროისთვის მიუნხენელებს აქვთ უპირატესობა. ჩაბის კარგი ურთიერთობა აქვს ული ჰიოენესთან და ის წყვეტს რა მოხდება.

ისინი ყველაფერს გააკეთებენ მის მოსაპოვებლად.''


როგორია ტრავმების მდგომარეობა
ბაიერნის ტრავმების მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება.

• დევისი, გნაბრი და ლაიმერი უკვე დაბრუნდნენ.

• საშა ბოიმ განაახლა გუნდური ვარჯიში და მალე დაბრუნდება.

• ნოსეირ მაზრაუი ელოდება დაბრუნებას საერთაშორისო შესვენების შემდეგ.

• კინგსლი კომანის დაბრუნება მოსალოდნელია აპრილის დასაწყისში.

ტუხელმა ფეხის თითი მოიტეხა
დრეზენი: "თომას ტუხელმა გუშინ თამაშის წინ გამოსვლისას ფეხის თითი მოიტეხა."

თომას ტუხელი დღეს გაივლის სკანირებას, რათა დაზუსტდეს მისი ფეხის თითების დაზიანების ზუსტი ხარისხი.

ტუხელს წუხანდელი თამაშის შემდეგ გუნდის ექიმები გასახდელში მკურნალობდნენ. ჯერ კიდევ გასარკვევია, შეძლებს თუ არა ვარჯიშის წარმართვას.
"ბაიერნი" - "ლაციო" (ოფიციალური შემადგენლობა)
დღეს, 5 მარტს, თბილისის დროით 23:59 - საათზე დაიწყება უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნისთვის".

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია ტუხელის ოფიციალური თერთმეტეული:

ბაიერნი(4-2-3-1): ნოიერი © - კიმიხი, დე ლიხტი, დაიერი, გუერეირო - პავლოვიჩი, გორეცკა - სანე, მიულერი, მუსიალა - კეინი.

ბაიერნი უარყოფს, რომ ალონსოსთან რაიმე მოლაპარაკებები იყო
ლევერკუზენი ძალიან გაღიზიანებულია ბოლოდროინდელი ცნობებით ბაიერნსა და ჩაბი ალონსოს შორის მოლაპარაკებების შესახებ.

ასევე ამტკიცებენ, რომ მათ არ დაუწესებიათ რაიმე საფასური ალონსოსთვის და არც გათავისუფლების პუნქტი არსებობს.

ბაიერნიც კატეგორიულად უარყოფს, რომ ალონსოსთან რაიმე მოლაპარაკებები იყო.

კლუბის ხელმძღვანელები ჯერ კიდევ ელოდებიან ალონსოსგან პასუხს, არის თუ არა ის ხელმისაწვდომი კონკრეტული მოლაპარაკებებისთვის - ეს ჯერ არ მომხდარა. [BILD]
კეინის და მუსიალას მიღწევები ჩემპიონთა ლიგაზე
ჯამალ მუსიალა დღეს საღამოს ჩემპიონთა ლიგაზე 30-ე მატჩს გამართავს. ის გახდება პირველი გერმანელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელიც 21 წლის ასაკში, ამ შედეგს მიაღწევს. 

ასევე ბაიერნის ფორვარდმა, ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის 19 საშინაო მატჩში 19 გოლი გაიტანა.

""ბაიერნი" უდიდესი გუნდია მსოფლიოში და.." - დე ლიხტი მატჩამდე
დე ლიხტი ლაციოსთან მატჩზე: "ჩვენ რთულ პერიოდს გავდივართ იმის გათვალისწინებით, რომ ბუნდელიგაში ლევერკუზენს 10 ქულით ჩამოვრჩებით, ამიტომ ხვალ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია.

მიუნხენის ბაიერნი ერთ-ერთი უდიდესი გუნდია მსოფლიოში. მეოთხედფინალში გასვლა თითქმის სავალდებულოა.

ჩვენ ბაიერნის მოთამაშეები ვართ, ვმუშაობთ, რომ გავხდეთ უკეთესები და უკეთ ვითამაშოთ."
რა თანხას ითხოვს დეივისი?
ალფონსო დეივისი ითხოვს 20 მილიონი ევროს/წლიურ პაკეტს კონტრაქტის გასაგრძელებლად.

ამ თანხის გადახდა ბაიერნს არ სურს, რის გამოც მისი გაყიდვა უფრო სავარაუდოა.

რეალური ფასი: €50-60 მილიონი ევროა. ამ დროისთვის კი მადრიდის "რეალისგან" შეთავაზება არ არის.
"ბაიერნს" და ალონსოს შორის მოლაპარაკებები შედგა
SkySport-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი იუწყება, რომ თუ ჩაბი ალონსო ამ ზაფხულს ლევერკუზენს დატოვებს, აუცილებლად არჩევანს გააკეთებს მიუნხენის ბაიერნზე.

ამავე წყაროს მიხედვით, მოლაპარაკებები უკვე შედგა არა მხოლოდ მის ხელმძღვანელობასთან, არამედ თავად ალონსოსთანაც.

ესპანელისთვის კომპენსაციის საფასური 15-25 მილიონი ევრო იქნება.
ფლიკი "ბარსელონაში" გადაწყვეტილია
ჰანსი ფლიკი ამჟამად არის "ბარსელონას" ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი, მწვრთნელებს შორის.

პირველი კონკრეტული მოლაპარაკება უკვე შედგა და გულშემატკივარს შეუძლია წარმოიდგინოს ფლიკი "ბარსელონაში".

გერმანელი სპეციალისტი აქამდეც იყო კანდიდატი კატალონიური გუნდისთვის - სანამ გერმანიის ნაკრების გაწვრთნას დათანხმდებოდა.

საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ორივე მხარე მზადაა შეთანხმებისთვის.

ეს იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნი" საბოლოოდ გამოეთიშა ფლიკისთვის ბრძოლას.
"ბაიერნის" ტრავმები და სავარაუდო შემადგენლობა "ლაციოსთან"
მიუნხენის "ბაიერნი" "ლაციოსთან" მატჩში რამდენიმე ტრავმას უნდა შეებრძოლოს.

მათ მოუწევთ თამაში დანიელ პერეცის, ტარეკ ბუჩმანის, ნუსერ მაზრაუის, საშა ბოის, ბუნა სარისა და კინგსლი კომანის გარეშე.

უპამეკანოც გამოტოვებს მატჩს, რადგან პირველი მატჩის 67-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობა კი სავარაუდოდ ასეთი იქნება:

(4-2-3-1ი): ნოიერი - მაზრაუი, დე ლიხტი, კიმი, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მიულერი, მუსიალა - კეინი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2