bayern.ge სიახლეები გვერდი 234
"არის რაღაც განსაკუთრებული..." - მიულერი "ლაციოსთან" მატჩზე
თომას მიულერი სამშაბათს, ლაციოსთან თამაშზე:

"ორნახევარი კვირაა, რაც ვფიქრობ "ლაციოსთან" მატჩზე. ჩემპიონთა ლიგის თამაშები მიუნხენში იყო და ყოველთვის არის რაღაც განსაკუთრებული.

სანამ ფეხბურთელი გავხდებოდი, ფანი ვიყავი და სულ მომწონდა ასეთი დაძაბული თამაშები. ეს დაძაბულობა ყველასთვის საგრძნობია - მიუხედავად იმისა, გულშემატკივარი ხარ თუ მოთამაშე.

ერთი გოლით ჩამოვრჩებით, მაგრამ შემობრუნება შესაძლებელია."
რატომ იწელება ტუხელის გაშვება?
თომას ტუხელი იქნება გუნდის წევრი ლაციოსთან, მაგრამ ეს თამაში მისთვის შესაძლოა ბოლო იყოს.

თუ ბაიერნი მეოთხედფინალში გავა, რაც არ უნდა მოხდეს, ტუხელი სეზონის ბოლომდე დარჩება. თუმცა, თუ დამარცხდნენ მწვრთნელს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ.

ტუხელი ამ დროისთვის სათავეში რჩება, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ არიან დროებითი კანდიდატები, ჯერ არ არსებობს საუკეთესო ვარიანტი სეზონის ბოლომდე სათავეში ჩასაბარებლად.

არის თუ არა "ბაიერნი" დაინტერესებული ქართველი ვარსკვლავით?
ჩნდება ჭორები იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" დაინტერესებულია ქართველი ვარსკვლავით.

გერმანული მედიები აქტიურად არიან ჩართულები ამ საკითხთან დაკავშირებით და იუწყებიან, რომ "ბაიერნი" ერთ-ერთია იმ კლუბებიდან, რომლებიც, როგორც ამბობენ, ხვიჩა კვარაცხელიას ადევნებენ თვალს.

ქართველით ასევე "პსჟ" და პრემიერ ლიგის კლუბებიც არიან დაინტერესებულნი.

იმის შანსი, რომ კვარაცხელიასა და "ბაიერნს" შორის შეთანხმება შედგეს, ძალიან დაბალია. 
"ბაიერნი" ახალ ვარიანტს განიხილავს
ჩაბი ალონსო რჩება ბაიერნის პრიორიტეტად, მაგრამ კლუბს ახლა მიაჩნია, რომ ესპანელთან გარიგება უკიდურესად რთულია.

ბაიერნი ახლა განიხილავს ახალ ალტერნატივას: ფეინოორდის მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი, რომელიც 2022 და 2023 წლებში, ნიდერლანდებში წლის მწვრთნელად დასახელდა.

ჰოლანდიელი შეიძლება იყოს ვარიანტი, თუ ალონსოს გარიგებას საბოლოოდ დაესმება წერტილი.
მუსიალამ "ბაიერნის" შეთავაზება უარყო
ჯამალ მუსიალამ უარყო ბაიერნის შეთავაზება ახალი კონტრაქტის შესახებ, რადგან ის პრემიერ ლიგაში გადასვლას აპირებს.

ის ბაიერნში ყოფნისას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ახალგაზრდა ტალანტად გადაიქცა.

ბავარიელები იბრძოდნენ მუსიალასთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას, მაგრამ Daily Star-ის თანახმად, მან უარყო ბაიერნის შეთავაზება.

როგორც ამბობენ, მანჩესტერ სიტიმ და ლივერპულმაც გაგზავნეს სკაუტები, რათა უკეთესად ენახათ მუსიალას თამაშები.

ფეხბურთელები "ლაციოსთან" მატჩამდე
ალფონსო დევისი სამშაბათის მატჩზე:

"ჩვენ გვაქვს სურვილი და მონდომება რომ სიტუაცია შევცვალოთ."

ალექსანდრე პავლოვიჩი სამშაბათის მატჩზე:

"ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და სრულიად მოტივირებული ვართ მეოთხედფინალში გასასვლელად. ყველაფერს გავაკეთებთ."


ერიკ დაიერი სამშაბათის მატჩზე:

"ეს არის მსოფლიოში საუკეთესო ტურნირი. ჩემპიონთა ლიგაზე ყოველი შანსი წარმოუდგენელი შესაძლებლობაა."

ჯამალ მუსიალა სამშაბათის მატჩზე:

"ბევრი მომენტი უნდა შევქმნათ, ყველაფერი გავაკეთოთ და 100 პროცენტით მომზადებულები ვიყოთ. როცა შანსები გვექნება, გოლები უნდა გავიტანოთ."
"ამით პატივისცემას კარგავს..." - მათეუსი ტუხელზე
ლოთარ მათეუსი ტუხელზე: "მის ინტერვიუებში თამაშის შემდეგ, ის ყოველთვის თავს ესხმის გუნდს.

ის ამბობს, რომ რეალურად თვითონ შეცდომებს არ უშვებს და მოთამაშეები ბევრ შეცდომებს უშვებენ.

ადანაშაულებს გუნდს, რომ მეტს ელოდება მათგან და ა.შ. - მაგრამ შესაძლოა ფეხბურთელები ტუხელისგანაც ცოტა მეტს მოელიან.

ამით პატივისცემას კარგავს გუნდში და არ იღებს იმ ნდობას, რომელიც მწვრთნელმა უნდა მიიღოს.

თუ ყველაფერი ისე არ წავა, როგორც ბაიერნს სურს სამშაბათს ლაციოს წინააღმდეგ, მაშინ თომას ტუხელი დაემშვიდობება კლუბს.

ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ."
- თქვა მათეუსმა.
რომელი მატჩი იქნება საფინალო ტუხელისთვის?
თომას ტუხელი აუცილებლად იქნება მწვრთნელი ლაციოსთან, მაგრამ სამშაბათის თამაში მისთვის შესაძლოა საფინალო იყოს.

ნათქვამია, რომ ტუხელი სეზონის ბოლომდე დარჩება. თუმცა, მწვრთნელი შესაძლოა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ თანამდებობიდან.

ტუხელის დაუყონებლივ გათავისუფლების შემთხვევაში, ბაიერნი არ აპირებს ისეთი მწვრთნელის დანიშვნას, რომელიც ზაფხულის შემდეგაც დარჩება.

მიზეზი ის არის, რომ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ ჩაბი ალონსოს მოყვანა სურს.
"ჩვენ ვართ ბაიერნი და გვძულს წაგება..." - მუსიალა მატჩის შემდეგ
ჯამალ მუსიალა ფრაიბურგთან ფრეზე:

"ჩვენ ვართ ბაიერნი და გვძულს წაგება. მას შემდეგ, რაც კლუბში მოვედი, ვიცი, რომ ბაიერნს ყოველთვის გამარჯვება სურს.

ის, თუ როგორ მივდივართ ამ მომენტში, ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ ყველას გვინდა გამარჯვება და ჩემპიონობა.

ჩვენ უნდა ვიყოთ პოზიტიურად, ვითამაშოთ როგორც შეგვიძლია, დავიხარჯოთ ბოლომდე და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება."
დეივისი დაბრუნდა - "ბაიერნის" შემადგენლობა
დღეს, თბილისის დროით 23:30 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" "ფრაიბურგს" დაუპირისპირდება.

მატჩამდე 1 საათით ადრე, ცნობილია მიუნხენელთა ოფიციალური შემადგენლობა.

ბაიერნი (4-2-2-2): ნოიერი © - კიმიხი, კიმი, დაიერი, გუერეირო - პავლოვიჩი, გორეცკა - მიულერი, მუსიალა - კეინი, ტელი.

სათადარიგო: ულრაიხი - უპამეკანო, ჩუპო-მოტინგი, სარაგოსა, დეივისი, ლაიმერი, ზვონარეკი.
დეივისის ბედი გადაწყვეტილია
ბაიერნი მზად იქნება გაყიდოს ალფონსო დეივისი ამ ზაფხულს, თუ კლუბი გადაიხდის 70 მილიონ ევროს.

ეს მისი საბაზრო ღირებულებაა. ბაიერნი ახლა ფიქრობს, რომ დეივისთან კონტრაქტის გახანგრძლივება ძალიან რთულია.

ამიტომაც გადაწყვიტეს და მზად არიან, რომ გაყიდონ ამ ზაფხულს.
“იუვენტუსი” გორეცკათი ინტერესდება
ლეონ გორეცკათი იუვენტუსია დაინტერესებული.

ამავდროულად, ფეხბურთელი ამჟამად გადასვლას ნამდვილად არ განიხილავს.

გორეცკას ძალიან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა თომას ტუხელთან და ახლა ელოდება ვინ იქნება ახალი მწვრთნელი.

ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2