ოფიციალურად: ალფონსო დეივისმა ბაიერნთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა.
დეივისის კომენტარი: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავახანგრძლივე კონტრაქტი ამ შესანიშნავ კლუბთან.
ბაიერნში 18 წლის ასაკში მოვედი და უბრალოდ ვცდილობ ყოველდღე რაც შეიძლება ბევრი ვისწავლო.
ახლა კი მზად ვარ კიდევ ხუთი წელი ერთად ვიმუშაოთ. მე უკვე ბევრის მიღწევა მოვასწარი აქ, მაგრამ კიდევ ბევრი არის წინ.“