bayern.ge სიახლეები გვერდი 366
გერმანიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია
გერმანული ბუნდესლიგის ოფიციალურმა საიტმა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

აღნიშნული ტიტული დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერს, ერლინ ჰოლანდს ერგო, რომელმაც გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა.

ნორვეგიელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 28 მატჩი ჩაატარა და 27 გოლის გატანა მოახერხა.

ბომბარდირთა სიაში ჰოლანდი რობერტ ლევანდოვსკისა და ანდრე სილვას შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.
ფლიკი: "ვაპირებ, რომ ჩემი იდეები დავნერგო გერმანიის ნაკრებში"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა გერმანიის ნაკრებში დანიშვნის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა.

"ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა, თუმცა, მოხარული ვარ, რომ შემოდგომიდან ბუნდესნაკრების გაწვრთნას მოვახერხებ."

"სეზონი "ბაიერნში" სულ ახლახანს დამთავრდა და გასულ ორ წელიწადს ჯერ კიდევ დიდი ზეგავლენა აქვს ჩემზე."

"ვაპირებ, რომ ჩემი იდეები როგორც ეროვნულ ნაკრებს, ასევე ახალგაზრდულ გუნდებს გავუზიარო. თუმცა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის ჩემპიონატია და არა ის, თუ რა მოხდება შემოდგომით."

"ოლივერ ბირჰოფთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობის შედეგად შევძლებთ ნაკრებისთვის საუკეთესო შედეგების მიღებას."

"იოახიმ ლიოვს წარმატებას ვუსურვებ მომავალ ტურნირზე. მან დაიმსახურა, რომ ბოლო ტურნირზე წარმატებით ათამაშოს ნაკრები." - აცხადებს ფლიკი.
ნოიერის გარეშე, ლევანდოვსკისთან ერთად - სეზონის საუკეთესო შემადგენლობა ცნობილია
პორტალმა whoscored წარმოადგინა სეზონის სიმბოლური გუნდი,რომელიც შედგება მხოლოდ ტოპ ჩემპიონატების ფეხბურთელებისგან. (პრემიერ ლიგა, ბუნდესლიგა, სერია A,  ლიგა 1 და პორტუგალიის პრიმეირა ლიგა)

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული "ბარსელონას" თავდამსხმელს, ლეონელ მესის, ერგო მან 8,5 შეფასება დაიმსახურა. მეორე ადგილზე გავიდა"ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი 8,1 შეფასებით. მესამე ადგილს ინაწილებენ კილიან მბაპე და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი, კევინ დებრუინი, მათ ორივემ 7,7 შეფასება მიიღეს.

საერთოდ კი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის სეზონის გუნდი ასე გამოიყურება: მეკარე, ემილიანო მარტინესი ("ასტონ ვილა"), მცველები: ჟოაო კანსელო ("მანჩესტერ სიტი"), მატს ჰუმელსი (დორტმუნდის "ბორუსია"), ვილი ორბანი ("ლაიფციგი"), ტეო ერნანდესი ("მილანი"), ცენტრში: კევინ დებრუინი ("მანჩესტერ სიტი"), და იოზუა კიმიხი ("ბაიერნი"), ფლანგებზე: ხერარდ მორენო ("ვილიარეალი"), კილიან მბაპე ("პსჟ") ფორვარდები: ლეონელ მესი ("ბარსელონა"), რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი").


ალაბას შემდეგ კიდევ ერთი. "ბაიერნის" ვარსკვლავი ხელფასის გაზრდას ითხოვს
მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის "ბაიერნს", შესაძლოა, სერიოზული საფიქრალი გაუჩნდეს.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ხელფასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დავიდ ალაბას შემდეგ, შესაძლოა, კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვოს კლუბი.

კერძოდ, საუბარია კინგსლი კომანიზე, რომელიც ანაზღაურების სახით 16-17 მილიონ ევროს ითხოვს წელიწადში.

ამჟამად ფრანგის ხელფასი 9 მილიონ ევროს შეადგენს. მას კი სურს, რომ კლუბის სხვა ლიდერების მსგავსი თანხა მიიღოს.

კომანს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და "ბაიეერნში" მალევე მოუწევთ მის განახლებაზე ზრუნვა.
მიულერი ალაბას: "ჩვენს მომდევნო შეხვედრაზე უკანალში წიხლს მიიღებ"
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" რიგებს დავიდ ალაბა დატოვებს.

ავსტრიელ მცველს ვიდეო მიმართვით "რეკორდმაისტერის" ლიდერი, თომას მიულერი გამოემშვიდობა.

"ნამდვილად არ ვიცი რომელ კლუბში აპირებ კარიერის გაგრძელებას, თუმცა, შემიძლია გითხრა რომ ამას აუცილებლად ინანებ."

"თუ ჩვენი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ უკანალში წიხლს მიიღებ." - იხუმრა თომასმა.
ფლიკმა მომავალი გუნდი დაადასტურა: "მცირე დეტალები დარჩა მოსაგვარებელი"
მიუნხენიის "ბაიერნის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი - შესაძლოა ბუნდესნაკრების თავკაცად ვიხილოთ.

ბოლო 15 წლის განმავლოაში გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთელი არ შეცვლილა და ეს შესაძლოა ახლა მოხდეს. ფლიკი 2006-14 წლებში ლიოვის თანაშემწედ მუშაობდა.

"ყველამ იცის თუ რას ვგრძნობ გერმანიის ნაკრების მიმართ, მცირე დეტალებია მოსაგვარებელი, რომლებიც თუ ორივე მხარისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა ოფიციალური განცხადებაც მალე ცნობილი გახდება" ამბობს ჰანსი ფლიკი.

56 წლის ჰანსი ფლიკმა "ბაიერნთან" ერთად "ტრებლი" მოიგო, ხოლო თავიდან კი მიუნხენურ კლუბშიც ნიკო კოვაჩის თანაშემწის პოზიციას იკავებდა.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები - რომელ ადგილზე გავიდა ლევანდოვსკი
გამოცემა Onze Mondial-მა 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

პირველი ადგილი მადრიდის "რეალის" ლიდერმა, ქარიმ ბენზემამ დაიკავა, რომელმაც ხმების 47% მიიღო და საგრძნობლად გაასწრო მეორეზე გასულ ლეო მესის.

მესამე ადგილი მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დაიკავა, რომელმაც 11% მიიღო.

ათეულში "რეკორდმაისტერის" მხრიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი მოხვდა. იოზუა კიმიხმა მე-7 პოზიცია დაიკავა.

საუკეთესო თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ჰანს ფლიკის ბოლო პრესკონფერენცია "ბაიერნის" მწვრთნელის რანგში
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "აუგსბურგთან" მატჩამდე კლუბში ბოლო პრესკონფერენცია ჩაატარა.

"ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ბოლო ორწლიანი თავგადასავლისგან. მე და ჩემს სამწვრთნელო შტაბს მოგვეცა საშუალება უდიდესი გამოწვევები მიგვეღო."

"თუმცა, ყველა თავგადასავალი საბოლოოდ სრულდება. მე წინ ვიხედები. ცხოვრება გრძელდება და სწორედ ამიტომ არ ვწუხვარ."

"ყველაზე ემოციური მომენტი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. ყველა ფეხბურთელი თუ კლუბის წევრი ზეიმობდა. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტი იქნება სამუდამოდ."

"ბაიერნის გულშემატკივარი ვარ ბავშვობიდან და ამას გავაგრძელებ მომავალშიც."

"დამშვიდობების ცერემონიალი დაგეგმილია, თუმცა, არ ვიცი როგორ წარიმართება. ახლა კონცენტრაცია მხოლოდ მომავალ მატჩზე მაქვს." - აცხადებს ფლიკი.
ოფიციალურად: "ბაიერნმა" ტიაგო დანტასის მომავალი გადაწყვიტა
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს.

ჰერბერტ ჰაინერის განცხადებით, იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ ტიაგო დანტასი მშობლიურ "ბენფიკაში" დაბრუნდება.

ახალგაზრდა ნახევარმცველი "რეკორდმაისტერს" გასულ წელს შეუერთდა, თუმცა, ძირითად შემადგენლობაში სათამაშო დრო იშვიათად ეძლეოდა.

დანტასის შენარჩუნება ყველაზე მეტად ჰანსი ფლიკს სურდა, თუმცა, მოგეხსენებათ 56 წლის სპეციალისტი სეზონის ბოლოს "ბაიერნს" დატოვებს და როგორც ჩანს, მისი წასვლით ტიაგოს ბედიც გადაწყდა.
გერმანიის ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე
რამდენიმე დღის წინ იოახიმ ლიოვმა ის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც მომავალ ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ღირსებას დაიცავს.

გამოცემა BILD-მა განაცხადის გათვალისწინებით ბუნდესნაკრების სავარაუდო თერთმეტეული დაასახელა მომავალ ევროასპარეზზე.

მათი აზრით, გერმანიის ნაკრები გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე ითამაშებს და ამ საქმეს თომას მიულერი და სერჟ გნაბრი შეითავსებენ.

სავარაუდო თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ნოიერი - გინტერი, რუდიგერი, ჰუმელსი, ჰოლშტენბერგი - კროოსი, კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, სანე.
"ბაიერნის" 2021/22 წლების სეზონის გასვლითი ფორმა ცნობილია (ფოტოები)
მიუნხენის "ბაიერნმა" 2021/22 წლების სეზონის გასვლითი ფორმა წარადგინა.

დიზაინი, რა თქმა უნდა, კვლავ კომპანია ადიდასის მიერ არის შექმნილი. ფორმის ფერი შავი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ამ მაისურს ფეხბურთელები სეზონის ბოლო ტურში, "აუგსბურგის" წინააღმდეგ ჩაიცმევენ.

იხილეთ ფოტოები:


ჰანსი ფლიკის მსურველთა რიცხვი გაიზარდა
მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჰანს ფლიკი დატოვებს.

გასულ თვეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 56 წლის სპეციალისტი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებდა. თუმცა, ახლა სიტუაცია იზრდება.

ესპანური გამოცემების ცნობით, ფლიკის მსურველთა რიგებს ორი ევროპული გრანდი, კატალონიის "ბარსელონა" და ტურინის "იუვენტუსი" შეუერთდნენ.

განსაკუთრებული აქტიურობით "ბლაუგრანას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა გამოირჩევა. როგორც ცნობილია, მას ძალიან მოსწონს ფლიკის სტილი და სურს, რომ მომავალი სეზონიდან სწორედ ის ჩაუდგეს კლუბს სათავეში.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გერმანელი სპეციალისტი. წყაროს ცნობით, ფლიკი ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.
ოფიციალურად: მომავალი სეზონიდან ლეონ გორეცკას ახალი ნომერი ექნება
2021/22 წლების სეზონიდან მიუნხენის "ბაიერნს" ახალი 8 ნომერი ეყოლება და ეს ლეონ გორეცკა იქნება.

მოგეხსენებათ, გერმანელ ნახევარმცველს ეროვნულ გუნდში სწორედ ზემოხსენებული მაისური აცვია და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა კლუბში ცვლილება.

ამ დრომდე 8 ნომრიან მაისურს ხავი მარტინესი ატარებდა, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნის" რიგებს დატოვებს.

შესაბამისად, გორეცკა მომავალი სეზონიდან 18 ნომერს რვიანში გადაცვლის.
ლიოვი: "სწორედ ამიტომ გამოვიძახე ჰუმელსი და არა ბოატენგი"
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა ევროასპარეზის შემადგენლობის დასახელების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"ჰუმელსსა და მიულერს ბრწყინვალე სეზონები ჰქონდათ. მათ შეუძლიათ ლიდერობის შემოტანა გუნდში. ისინი განვითარებაში დაგვეხმარებიან."

"გვსურდა განსხვავებული ტიპის ფორვარდები გვყოლოდა. სანე და ვერნერი ძალიან სწრაფები არიან, ვოლანდი კი ფიზიკურად ძლიერია. მან საფრანგეთში კარგი სეზონი ჩაატარა და განაცხადშიც მოხვდა."

"დავინახეთ, რომ უკანა ხაზში გამოცდილება გვაკლდა, რაც პრობლემებს გვიჩენდა. მატსს შეუძლია დაცვის ორგანიზება, მას აქვს გამოცდილება რთულ მომენტებთან გამკლავების."

"ბოატენგს უდიდეს პატივს ვცემ. მან ნაკრებში დიდი სამუშაო გაწია. თუმცა, ასევე არიან ფეხბურთელები, რომლებმაც მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ითამაშეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჰუმელსის წაყვანა და ბოას დატოვება."

"ჩვენ ტურნირის მთავარი ფავორიტები არ ვართ, ამიტომ კონკრეტული მიზანი არ გვაქვს. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად შორს გასასვლელად. ყველა თამაშს ისე ჩავატარებთ, თითქოს ის უკანასკნელია." - აცხადებს ლიოვი.
მიულერის პირველი კომენტარი ნაკრებში გამოძახების შემდეგ
დღეს გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ევრო 2020-ზე გაყვება გუნდს.

განაცხადში ვეტერანი შემტევი, თომას მიულერიც მოხვდა, რომელსაც ბოლო პერიოდში ეროვნულ გუნდში არ იძახებდნენ.

"ძალიან გახარებული ვარ ეროვნულ გუნდში დაბრუნებით. მე და ლიოვს სასიამოვნო და ღია საუბარი გვქონდა და ორივემ გავიგეთ, თუ რას ველით მომავალ ევროტურნირზე."

"გერმანიის ნაკრების ფორმის კიდევ ერთხელ მორგება დიდი გამოწვევა იქნება. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ბიჭებთან ერთად წარმატებას მივაღწიო." - აცხადებს მიულერი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 20 5 14 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 9 1 5 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 7 0 5 2
4
კინგსლი კომანი
გოლი: 4 0 3 1
5
ლეროი სანე
გოლი: 3 1 1 1
1
ჰარი კეინი
ასისტი: 9 0 6 2
2
სერჟ გნაბრი
ასისტი: 4 1 2 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 2 1 0
1
იოზუა კიმიხი
2 0 1 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0