"ბაიერნმა" მადრიდის "რეალს" გაუსწრო საუკეთესო ტალანტისთვის ბრძოლაში
მადრიდის "რეალს" ახლა კარგი პერიოდი არ აქვს. კლუბმა ცუდად ითამაშა როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ესპანეთში.

გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი გაუმჯობესდება მომავალ სეზონში, მადრიდის "რეალი", სავარაუდოდ, სატრანსფერო ბაზარზე რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს.

კლუბის ერთ-ერთი პრიორიტეტია "ლევერკუზენის" ვარსკვლავი ფლორიან ვირცის ჩამოყვანა, რომელიც ამჟამად ევროპის საუკეთესო ტალანტად ითვლება.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნმა" მადრიდელებს გაუსწრო სუპერვარსკვლავისთვის რბოლაში, რომელიც, სავარაუდოდ, 2025 წელს დიდ კლუბში წავა.
“ქომაგები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ” - კომპანი დორტმუნდის ატმოსფეროზე
ვენსან კომპანი დორტმუნდის ატმოსფეროს შესახებ:

„დორტმუნდში ქომაგები ყოველთვის თამაშობდნენ მნიშვნელოვან როლს.

გუნდში დიდი გამოცდილება გვაქვს, შეჩვეულები არიან. ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რაც მოედანზე ხდება.

მომზადება მნიშვნელოვანია და შემდეგ ჩვენ გვინდა თავდაჯერებულად გასვლა. ასეთი თამაში მშვენიერი ამოცანაა."
დორტმუნდთან მატჩს “ბაიერნის” 5 ფეხბურთელი გამოტოვებს
29 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 - საათზე, მიუნხენის “ბაიერნი” დორტმუნდა ესტურმება.

მატჩამდე 1 დღით ადრე ცნობილია იმ მოთამაშეების ვინაობა, რომლებიც მატჩს გამოტოვებენ:

• სვენ ულრაიხი 
• ჰიროკი იტო 
• იოსიპ სტანიშიჩი 
• ალექსანდარ პავლოვიჩი 
• ჟოაო პალინია 
მათეუსი: "მუსიალა მსოფლიოს ტოპ 10-შია! ბაიერნი კვლავ მოიგებს ტიტულებს."
ლოთარ მათეუსი ჯამალ მუსიალაზე, რომელიც არ არის ნომინირებული საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე:

"თავისი ხარისხით ჯამალ მუსიალა მსოფლიოს ტოპ 10-შია, მაგრამ კროოსისა და ვირცისგან განსხვავებით, გასულ სეზონში მან ტიტული ვერ მოიგო.

ტიტულები არის ფაქტორი მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში.

მე თვითონ მოვიგე, როგორც მსოფლიო ჩემპიონი და უეფას თასის მფლობელი "ინტერთან" ერთად. გასულ სეზონში ის "ბაიერნის" არც თუ ისე სტაბილურ გუნდში თამაშობდა.

ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ხედავთ, რამდენად კარგად აგრძელებს ის განვითარებას. "ბაიერნი" ძალიან მალე კვლავ მოიგებს ტიტულებს."
"რთული თამაში იქნება" - ვენსან კომპანი დორტმუნდის ფორმაზე
დორტმუნდი ძლიერია სახლში და სუსტია სტუმრად - კომპანის კომენტარი ამ ფაქტზე:

"როდესაც გუნდს ვუპირისპირდებით, ყოველთვის ვემზადებით მათი საუკეთესო ვერსიისთვის. როდესაც ისინი საუკეთესო მდგომარეობაში არიან, ისინი ძალიან მაღლა ახდენენ პრესინგს. ასევე საშიშები არიან კონტრშეტევებზეც.

მათ აქვთ მაღალი ხარისხი და ტემპი ფლანგებზე. ეს იქნება რთული თამაში."
"რეალი" დეივისის გაფორმებასთან ახლოსაა - ცნობილია ახალი დეტალები
გასულ ზაფხულს, მადრიდის "რეალმა" მიაღწია სიტყვიერ შეთანხმებას ალფონსო დეივისის აგენტებთან, თუ როგორი იქნება მისი ხელმოწერის პირობები 2024 ან 2025 წლებში.

24 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება. "ლოს ბლანკოსები" გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდნენ გარიგებაზე, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

"ბაიერნმა" უკვე დაიწყო პოტენციური შემცვლელების ძებნა.
ლეროი სანე “ბაიერნიდან” წასვლასთან ახლოსაა - ცნობილია დეტალები
ლეროი სანეს კონტრაქტის გაგრძელება ნაკლებად სავარაუდოა. შინაგანად, სანეს არათანმიმდევრული თამაშები კრიტიკულად განიხილება.

მას შემდეგ, რაც 2020 წელს ის “ბაიერნში” გადავიდა, ფეხბურთელი იშვიათად ახერხებდა შთაბეჭდილების მოხდენას დიდი ხნის განმავლობაში.

ამიტომ, გასაკვირი არ იქნება, რომ მომავალ ზაფხულს სანემ "ბაიერნი" თავისუფალი ტრანსფერით დატოვოს.
ული ჰოენესი მისი განცახდებით კიდევ ერთხელ ურტყამს თომას ტუხელს
ული ჰიონესმა კომპანი ტუხელს შეადარა:

”ეს არის განსხვავება, როგორც დღე და ღამე წინასთან შედარებით. ის არის კომუნიკაბელური და ზრუნავს თავის მოთამაშეებზე,”
- თქვა კლუბის საპატიო პრეზიდენტმა.

”მაგრამ ჩვენ ეს ადრე არ ვიცოდით. ამიტომ დავურეკეთ პეპ გვარდიოლას და რჩევა ვთხოვეთ. მან უბრალოდ გვითხრა, რომ შეგვიძლია ბრმად წავიყვანოთ."
"ბაიერნის" რადარზე ბუნდესლიგის ფეხბურთელი გამოჩნდა
"ლაიფციგის" მარცხენა მცველი დავიდ რაუმი ერთ-ერთია იმ სახელთაგან, რომელსაც "ბაიერნი" ალფონსო დეივისის შემცვლელად განიხილავს, თუ ის კლუბს მომავალ ზაფხულს დატოვებს.

გერმანელი ფეხბურთელი კარგად წარმოიდგენს მიუნხენში გადასვლას. მაქს ებერლს კარგი ურთიერთობა აქვს რაუმთან "ლაიფციგში" ყოფნის შემდეგ.

რაუმი ერთადერთი სახელი არ არის, რომლებსაც "რეკორდმაისტერი" განიხილავს.
კიმს პრობლემები აქვს - მისი განცხადება "პსჟ"-სთან მატჩის შემდეგ
კიმ მინ-ჯეს ტერფის ტკივილი ოქტომბრის დასაწყისიდან აწუხებს. სამხრეთ კორეაში საუბარი მყესის პრობლემებზეა.

კიმმა "პსჟ"-სთან მატჩის შემდეგ თქვა:

"აინტრახტთან თამაშის შემდეგ მცირე პრობლემები მქონდა. ცოტა მიჭირს გამოჯანმრთელება."

მიუხედავად ამისა, იტოსა და სტანიშიჩის ტრავმების გამო, კიმს არ აქვს შესაძლებლობა დაისვენოს ზამთრამდე.
გორეცკა ინგლისში? - "ბაიერნი" ღიაა შეთავაზებების მოსასმენად
"ბაიერნი" ღიაა ლეონ გორეცკასთვის შეთავაზებების მოსასმენად როგორც იანვარში, ასევე მომავალ ზაფხულში.

კლუბის თვალსაზრისით გორეცკას ბოლო გამოსვლებში არაფერი შეცვლილა.

მათ იციან, რომ როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელები დაბრუნდებიან, გორეცკას არ ექნება როლი სეზონის მეორე ნახევარში.

ნახევარმცველის ახალმა სააგენტომ იცის "ბაიერნის" პოზიცია და შესაძლოა გამოსავალი ეძებოს თავისი კლიენტისთვის, პოტენციურად ინგლისში.
"ბაიერნი" ტეო ერნანდესით კვლავ ინტერესდება - ცნობილია დეტალები
მიუნხენის "ბაიერნი" კვლავ დაინტერესებულია ტეო ერნანდესით, როგორც ალფონსო დეივისის შემცვლელის კიდევ ერთი კანდიდატი.

"ბაიერნს" ერნანდესი სურდა გასულ ზაფხულს, როდესაც დეივისის მომავალი გაურკვეველი იყო. მაქს ებერლი ფეხბურთელში დარწმუნებულია.

ფრანგს კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, ამიტომ ის გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე მილანის წინა 100 მილიონი ევროს მოთხოვნა.

სავარაუდოდ მომავალ ზაფხულს ფასი €60 მილიონი იქნება.
"იმედი მაქვს რომ ჩემი ოჯახი ჩემით იამაყებს" - მუსიალას ემოციური განცახება
ჯამალ მუსიალა: "მინდოდა დამეწერა ეს. რომ მოგონებები ქაღალდზე გადმომეტანა და 5 ან 10 წელიწადში ისევ დავბრუნდე და წავიკითხო...
"ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და ამან იმუშავა" - ებერლი დე ლიხტის გაყიდვაზე
მაქს ებერლი იხსენებს დე ლიხტის შესახებ გაყიდვის გადაწყვეტილებას:

"ჩვენ გვქონდა იდეა, რომ დაცვა ყოფილიყო ძალიან მაღლა. კიმის და უპამეკანოს სახით გვყავს ორი ფეხბურთელი, რომლებიც, როცა თავდაჯერებულები არიან, ძალიან კარგად თამაშობენ. გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო.

ჩვენ ეს გავაკეთეთ და ამან იმუშავა. დე ლიხტი ასევე იყო ცენტრალური მცველი. ჩვენ დაქირავებულები ვართ და ფულს ვიღებ იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლისაც გვჯერა. რა თქმა უნდა, ადამიანები ყოველთვის ძალიან ემოციურები არიან, როცა საქმე ფეხბურთს ეხება.

მაგრამ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ფაქტებზე და იდეებზე დაყრდნობით, თუ როგორ გვინდა ფეხბურთის თამაში."
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0