bayern.ge სიახლეები გვერდი 411
უდიდესი აღიარება - ბეკენბაუერი ყველა დროის საუკეთესო მცველად დასახელდა
მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს France Football ნაცვლად ყოველწლიური ოქროს ბურთის დაჯილდოებისა ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულს ასახელებს.

გამოკითხვაში მსოფლიოს წამყვანი გამოცემებისგან შემდგარი 140 ჟურნალისტი იღებს მონაწილეობას და გარკვეულ პოზიციებზე უკვე დაასახელეს საუკეთესოები.

ყველა დროის საუკეთესო მცველად ჟიურიმ მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდა, ფრანც ბეკენბაუერი დასახელდა. მან ხმების 33% მიიღო.

მეკარის პოზიციაზე ეს ტიტული ლევ იაშინს ერგო, მარჯვენა მცველად კაფუ დასახელდა, რაც შეეხება მარცხენა მცველს, აქ ყველაზე მეტი ხმა პაოლო მალდინიმ მიიღო.
ფლიკი: "წილისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ"
დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ მიუნხენის "ბაიერნი" მომდევნო ეტაპზე რომის "ლაციოს" დაუპირისპირდება.

წილისყრის შემდგომ "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

"შედეგებით კმაყოფილები ვართ, თუმცა ვიცით, რომ იტალიურ გუნდებთან თამაში მარტივი არასდროს არის."

"კლოზესთვის ეს განსაკუთრებული დაპირისპირება იქნება, რადგან ის "ლაციოში" თამაშობდა. ვფიქრობ, საინტერესო დაპირისპირება გველოდება. ჯგუფური ეტაპის რამდენიმე მატჩს ვუყურე და რომაელებზე გარკვეული წარმოდგენა უკვე მაქვს." - აცხადებს ფლიკი.
"ბაიერნის" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ცნობილია
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა და გაირკვა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.

"რეკორდმაისტერის" მომავალი მეტოქე მიუნხენის რომის "ლაციო" იქნება.

პირველი მატჩი იტალიის დედაქალაქში ჩატარდება, განმეორებითი შეხვედრა კი მიუნხენში, ალიანს არენაზე გაიმართება.

შეახსენებთ, რომ პლეი-ოფის ეტაპი თებერვალში აიღებს სტარტს.

სრული წყვილები შემდეგნაირად გამოიყურება:

"გლადბახი" - "მანჩესტერ სიტი"

"ლაციო" - "ბაიერნი"

"ატლეტიკო" - "ჩელსი"

"ლაიფციგი" - "ლივერპული"

"პორტუ" - "იუვენტუსი"

"ბარსელონა" - "პსჟ"

"ატალანტა" - "რეალი"

"სევილია" - "დორტმუნდი"
ხედირა: "გერმანიის ნაკრებმა ბოლო წლებში სახე დაკარგა"
გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, სამი ხედირამ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"თუ ახალგაზრდა ფეხბურთელი გყავს, რომელიც ისეთივე დონეზე თამაშობს, როგორც ვეტერანი, მაშინ მას შანსი უნდა მიეცეს. თუმცა, არასწორია ისინი გამოიძახო მხოლოდ ასაკის გამო."

"გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა დაკარგა თავისი სახე გასულ წლებში ახალი ფეხბურთელების გამოძახებებით."

"იმ შემთხვევაში, თუ ლიოვი ნაკრებში ვეტერანებს დააბრუნებს, მაშინ დავრწმუნდები, რომ ის ძლიერი ადამიანია." - აცხადებს ხედირა.
ცნობილია: ვინ სურთ "ბაიერნის" ქართველ ქომაგებს ლიგის 1/8 ფინალში მეტოქედ
ორშაბათს, 14 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის წილისყრაა, სადაც მიუნხენის "ბაიერნის" მეტოქე გაირკვევა 1/8 ფინალურ ეტაპზე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენს გვერდზე ჩატარდა შემდეგი სახის გამოკითხვა: "ვინ გსურთ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მეტოქედ", სადაც სულ 364-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ხმების უმრავლესობა, 59%, ანუ 212 ხმა კატალონიის "ბარსელონამ" მიიღო. მეორე ადგილზე რომის "ლაციო" გავიდა 57 ხმით (15.66%), მესამეზე კი - "პორტუ", 43 ხმა (11.81%).

ყველაზე ნაკლებად "ბაიერნის" ქართველ ქომაგებს "სევილიასთან" დაპირისპირება სურთ - 16 ხმა (4.4%). "ატალანტამ" კი ხმების 9% აიღო - 33.
ალაბას და ბოატენგის მისაბაძი საქციელი, რომელმაც სოციალური ქსელები მოიცვა
მიუნხენის "ბაიერნის" მცველებმა, დავიდ ალაბამ და ჟერომ ბოატენგმა მისაბაძი საქციელით კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი.

ფეხბურთელები წლების მანძილზე საშობაოდ სტუმრობდნენ ვენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოს და პატარების გასამხნევებლად მათთან დიდ დროს ატარებდნენ.

სამწუხაროდ, წელს კორონავირუსის გამო სტუმრობა ვეღარ მოხერხდა, თუმცა, ფეხბურთელებმა ბავშვებს გული არ დაწყვიტეს და დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით ესაუბრნენ მათ.

"ეს ვიზიტი ყოველწლიურად უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ჟერომმა და მე ვიფიქრეთ, რომ რამენაირად კარგ ხასიათზე დაგვეყენებინა ბავშვები და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ."

"ამ ბავშვებს გვერდში დგომა სჭირდებათ უმძიმესი სენის დასახმარებლად და ვფიქრობ კარგი იქნება, თუ უფრო მეტი ცნობილი სახე გაიმეორებს იგივეს." - აცხადებს ალაბა.
ოფიციალურად: კიმიხის დაბრუნების თარიღი ცნობილია
მიუნხენის "ბაიერნის" ბანაკიდან სასიხარულო ამბები ვრცელდება.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჰანს ფლიკის განცხადებით, იოზუა კიმიხის აღდგენითი პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს და ის მომავალი კვირიდან უკვე გუნდს შეუერთდება.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ნახევარმცველს წლის ბოლომდე უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშის უფლებაც ექნება და ამის შემდეგ შეძლებს მატჩებში მონაწილეობის მიღებას.

მოგეხსენებათ, "ბაიერნს" 2020 წელს სულ 2 მატჩის ჩატარება დარჩა და ფლიკი კიმიხის დაყენებას ამ თამაშებში არ გარისკავს. დიდი ალბათობით, კიმიხი 3 იანვარს, "მაინცის" წინააღმდეგ შეხვედრაში დაბრუნდება.
ფლიკი: "პირველ წუთებში, თითქოს, მინდორზე საერთოდ არ ვიყავით"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ბერლინის "უნიონთან" ფრედ ნათამაშები მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"უნიონის გოლის ეპიზოდში ცუდად დავიცავით თავი. პირველ წუთებში, თითქოს, მინდორზე საერთოდ არ ვიყავით. მეტოქის პირველივე შეტევაზე გოლის გაშვება თავდაჯერებულობას გიკარგავს."

"გუნდის დაცვით უკმაყოფილო ვიყავი. ასევე, შეტევაშიც ვერ ვქმნიდით სივრცეებს. ამაზე შესვენების დროს ვისაუბრეთ და მეორე ტაიმი უკეთესად ჩავატარეთ, მაგრამ, საერთო ჯამში უკეთესად უნდა ვითამაშოთ."

"გორეცკამ სირბილის დროს მცირე დისკომფორტი იგრძნო. სერიოზული არაფერია, თუმცა, თავის დაზღვევის მიზნით შევცვალეთ."

"ზულემ დღეს ტრავმის გამო არ ითამაშა. ამ შემთხვევაშიც სერიოზული არაფერია. ოთხშაბათს დაგვიბრუნდება." - აცხადებს ფლიკი.
"უნიონი" 2:2 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" დედაქალაქურ "უნიონს" ესტუმრა და დაუზავდა - 1:1.

"რეკორდმაისტერის" მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი რობერტ ლევანდოვსკი გახდა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.


გოოოლ! კომანის ბრწყინვალე დრიბლინგი ლევანდოვსკიმ დააგვირგვინა (ვიდეო)
"უნიონისა" და "ბაიერნის" შეხვედრის 68-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიშის გათანაბრება მაოხერხა.

იხილეთ ვიდეო.

"უნიონი" - "ბაიერნი" პირდაპირი ტრანსლიაცია
გერმანიის ბუნდესლიგის შეხვედაში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ბერლინის "უნიონს" უპირისპირდება.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს.

ლინკი 1 (სეტანტა)

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​
"უნიონი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბერლინის "უნიონს" სტუმრობს.

"რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა მატჩამდე ერთი საათით ადრე სასტარტო თერთმეტეული დაასახელა

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - გორეცკა - გნაბრი, მიულერი, მუსიალა, კომანი - ლევანდოვსკი.
ფლიკი: "ამჟამად კომანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "უნიონთან" მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენი მომავალი მეტოქე ტაქტიკურადაც და ფიზიკურადაც კარგად თამაშობს. ისინი კარგად უტევენ და ბევრი გოლიც გააქვთ."

"წლის დასრულებამდე 3 მატჩი დაგვრჩა და ვეცდებით, რომ პოზიტიურ ნოტაზე შევხვდეთ 2021-ს. სტანდარტულების კუთხით შედარებით მოვუმატეთ, რაც კარგია."

"ტოლისომ გუშინ ივარჯიშა და გუნდთან ერთადაა. ფინალური ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ, ითამაშებს თუ არა. კიმიხი მომავალი კვირიდან შეუერთდება გუნდს."

"ჩემპიონთა ლიგა ყველასთვის საოცნებო ტურნირია. ჩვენ მისი გემო გასულ სეზონში გავიგეთ და არც მიმდინარე სეზონში ვაპირებთ რაიმეს დათმობას. თუმცა, უპირველესი მიზანი ბუნდესლიგაა."

"ამ მომენტისთვის კომანი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მან დიდი პროგრესი განიცადა, ეხმარება დაცვას და ასრულებს გოლებსა და საგოლე გადაცემებს. მეტი რა უნდა მოითხოვო ვინგერისგან?" - აცხადებს ფლიკი.
"უნიონი" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბერლინის "უნიონს" ესტუმრება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი დაპირისპირებისთვის.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - გორეცკა, როკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
"ბაიერნი" "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავის ტრანსფერს უმიზნებს
იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ტურინის "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავი, პაულო დიბალა გამოჩნდა.

მას შემდგომ, რაც გუნდში ანდრეა პირლო მოვიდა, არგენტინელ შემტევს სათამაშო დრო გაცილებით შეუმცირდა. "რეკორდმაისტერი" კი სწორედ ამ შანსის გამოყენებას ეცდება.

დიდი ალბათობით, მომავალ წელს დიბალა "ბებერი სინიორას" რიგებს დატოვებს. "ბაიერნი" კი სწორედ მისი შეძენის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.

27 წლის ფეხბურთელის შეძენა "რეკორდმაისტერის" გარდა ასევე "მანჩესტერსა" და მადრიდის "რეალსაც" სურთ. დიდი ალბათობით, "იუვენტუსი" დიბალას 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.
FIFA-მ საუკეთესო სამეულები დაასახელა
FIFA-ს ოფიციალურმა საიტმა 2020 წლის საუკეთესოსთვის მებრძოლი სამეულები დაასახელა.

ფეხბურთელებს შორის კრისტიანო რონალდუსა და ლეო მესისთან ერთად სამეულში რობერტ ლევანდოვსკია.

საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსთვის ჰანს ფლიკი მარსელო ბიელსასა და იურგენ კლოპთან ერთად იბრძვის. რაც შეეხება მეკარეს, ამ პრიზს მანუელ ნოიერს, ალისონ ბეკერსა და იან ობლაკს შორის ერთ-ერთი მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ FIFA გამარჯვებულების ვინაობას 17 დეკემბერს დაასახელებს.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 20 5 14 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 9 1 5 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 7 0 5 2
4
კინგსლი კომანი
გოლი: 4 0 3 1
5
ლეროი სანე
გოლი: 3 1 1 1
1
ჰარი კეინი
ასისტი: 9 0 6 2
2
სერჟ გნაბრი
ასისტი: 4 1 2 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 2 1 0
1
იოზუა კიმიხი
2 0 1 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0