bayern.ge სიახლეები გვერდი 414
რატომ უნდა დაითხოვოს "ბაიერნმა" სალიჰამიჯიჩი და არა ფლიკი
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნიდან" ჰანს ფლიკის წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰასან სალიჰამიჯიჩთან კონფლიქტია.

საინტერესოა, რომ კლუბისთვის ხსენებულ ორ პიროვნებას შორის არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, თუ ის გერმანელ მწვრთნელზე შეჩერდება. ამას კი სპორტულის გარდა ასევე ფინანსური ახსნაც აქვს.

კერძოდ, თუ კლუბი ფლიკს გაუშვებს, მის ნაცვლად მთავარ კანდიდატად იულიან ნაგელსმანი განიხილება. ახალგაზრდა სპეციალისტის სანაცვლოდ კი "ბაიერნს" 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ასევე, ფლიკის მოთხოვნა კონტრაქტის გაწყვეტაა. ასეთ შემთხვევაში "ბაიერნი" ვერანაირ ფინანსურ სარგებელს ვერ მიიღებს. ამჟამინდელი სიტუაციის ფონზე კი კონტრაქტის გაწყვეტის გარდა სხვა გამოსავალი ნაკლებად რეალური ჩანს.

თავის მხრივ, სალიჰამიჯიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა კლუბს მხოლოდ 2 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც ნაგელსმანის "ტრანსფერთან" შედარებით გაცილებით მცირე თანხაა.

შესაბამისად, "ბაიერნის" მესვეურებს სერიოზული დაფიქრება მოუწევთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ევროპული ფეხბურთი ორად იყოფა - სუპერლიგის შექმნამდე რამდენიმე საათი რჩება
ევროპულმა გამოცემებმა სულ ცოტა ხნის წინ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელეს. როგორც ჩანს, რამდენიმე საათში ახალი ტურნირის, ევროპის სუპერლიგის შექმნის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ვიხილავთ.

წყაროს ცნობით, ევროპული გრანდები ამ წუთებში შეხვედრას მართავენ ახალი ტურნირის შექმნის თაობაზე, რომელსაც ევროპის სუპერლიგა დაერქმევა.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე იმყოფებიან 3 ესპანური ("რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო"), 3 იტალიური ("მილანი", "იუვენტუსი", "არსენალი") და რამდენიმე ინგლისური კლუბის წარმომადგენლები.

ყველა მხარეს გადაწყვეტილი აქვს, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის განახლებულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე არ იმყოფებიან გერმანული და ფრანგული კლუბების წარმომადგენლები. როგორც ცნობილია, ისინი კვლავ მხარს უჭერენ UEFA-ს.
"ბაიერნის" ოფიციალური განცხადება ჰანს ფლიკთან დაკავშირებით
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა ჰანს ფლიკთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

"გუშინ, შაბათს ჰანს ფლიკმა, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას კონტრაქტის გაწყვეტის სურვილი აქვს სეზონის დასრულების შემდეგ."

"კლუბი არ ეთანხმება ჰანსი ფლიკის მხრიდან ცალმხრივ კომუნიკაციას. მხარეებს შორის მოლაპარაკებები "მაინცთან" ბუნდესლიგის მატჩის შემდეგ ჩატარდება." - წერია განცხადებაში.
მათეუსი: "დარწმუნებული ვარ, ფლიკს მომავალ სეზონში ის ჩაანაცვლებს"
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა ჰანს ფლიკის სავარაუდო შემცვლელი დაასახელა.

"რა თქმა უნდა, სამშაბათს ყველაფერი არ მითქვამს, რისი თქმაც მინდოდა. "ბაიერნი" პირდაპირ არ დაკავშირებია ნაგელსმანს. კლუბს დიალოგი ჰქონდა მის წარმომადგენლებთან."

"დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში ფლიკის ნაცვლად "ბაიერნს" სწორედ ნაგელსმანი გაუძღვება." - აცხადებს მათეუსი.

შეგახსენებთ, რომ მათეუსმა სამშაბათს ფლიკის გუნდიდან წასვლა დაანონსა, რაც სულ მალე თავად მწვრთნელმაც დაადასტურა.
10 კანდიდატი, რომელმაც "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტი შეიძლება ჩაიბაროს
"ვოლფსბურგთან" ბუნდესლიგის მატჩის შემდეგ ჰანს ფლიკმა დაადასტურა, რომ სეზონის დასრულებისთანავე ის მიუნხენის "ბაიერნის" რიგებს დატოვებს.

ამ განცხადების გაკეთების შემდეგ გააქტიურდა საუბრები მის პოტენციურ შემცვლელთან დაკავშირებით.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ჯამში დაახლოებით 10 კანდიდატია, რომლებმაც შესაძლოა ეს ვაკანტური ადგილი დაიკაონ, თუმცა მათგან რამდენიმე ფავორიტი გახლავთ.

პირველ რიგში ეს იულიან ნაგელსმანი გახლავთ. ახალგაზრდა სპეციალისტს უკვე დიდი ხანია რაც "ბაიერნის" მწვრთნელობას უწინასწარმეტყველებენ და მის შესაძლო დანიშვნაზე საუბრები ფლიკის წასვლამდეც იყო.

ასევე რეალურ კანდიდატად შეგვიძლია მივიჩნიოთ რალფ რანგნიკიც. 62 წლის სპეციალისტი უკანასკნელად "ლაიფციგს" უძღვებოდა და ის ფლიკის მსგავსად ბუნდესნაკრების პოტენციურ მწვრთნელადაც მიიჩნევა.

სრული კანდიდატების სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:


გერმანული გამოცემები: ფლიკის დარჩენის შანსი კვლავ არსებობს
ჰანს ფლიკმა სულ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ის მიუნხენის "ბაიერნს" დატოვებს.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, 56 წლის სპეციალისტის "რეკორდმაისტერში" დარჩენის შანსები ჯერ კიდევ არსებობს და ამის 2 მიზეზი არსებობს.

პირველ რიგში, კლუბს ჯერ არ დაუკმაყოფილებია ფლიკის მოთხოვნა წასვლის თაობაზე და მხარეებს შეთანხმება მომავალში მოუწევთ.

მეორე მიზეზი კი ჰასან სალიჰამიჯიჩია. თუ "ბაიერნი" მას კლუბიდან გაანთავისუფლებს, შესაძლოა, ფლიკმა საკუთარ პოზიციას გადახედოს და შეიცვალოს.

შესაბამისად, არ არის გამორიცხული სეზონის დასრულებამდე გარკვეული ცვლილებები მოხდეს.
მიულერი: "ფლიკმა აქ ყოფნის პერიოდში დიდი ენერგია ჩადო"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, თომას მიულერმა ჰანს ფლიკის გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"მას ზუსტი მიზეზები ჩვენთვის არ უთქვამს და ეს არც უნდა გაეკთებინა. ჰანსიმ ძალიან დიდი ენერგია ჩადო იმ 1.5 წლის მანძილზე, რაც აქ გაატარა."

"ბაიერნის მწვრთნელობა მარტივი საქმე არ არის. ასეთ დროს განსაკუთრებული ფსიქოლოგია გჭირდება."

"აქ ყოფნის დროს მოლოდინები ყოველთვის ძალიან მაღალია და მუდამ გუნდის გვერდზე უნდა იყო." - აცხადებს მიულერი.
ნოიერმა ფლიკის წასვლაზე პირველი კომენტარი გააკეთა
დღეს მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა გუნდის კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა.

"ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რატომ მიდის ჰანსი გუნდიდან. ეს ძალიან ემცოიური მომენტი იყო ყველასთვის, რადგან ერთად დიდებული დრო გავატარეთ."

"მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პირადად მას ეთქვა ამ გადაწყვეტილების შესახებ." - აცხადებს ნოიერი.
ფლიკი: "რატომ მივდივარ გუნდიდან? ეს საკითხი გუნდში განვიხილეთ და აქვე დარჩება"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს ტოვებს.

"მსურს რომ კლუბთან კონტარქტი გავწყვიტო და ეს ფაქტია. მნიშვნელოვანი იყო რომ გუნდს ეს პირადად ჩემგან გაეგო."

"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, შუა კვირაში შესაბამის პირებს შევხვდი "ბაიერნიდან" და ეს თემა განვიხილეთ."

"მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა. მე ამ გუნდის დიდი ქომაგი ვარ. გერდ მიულერი, პოლ ბრაიტნერი, კარ-ჰაინც რუმენიგე. ისინი ჩემი ბავშვობის კუმირები არიან."

"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კლუბს ამ შანსის მოცემისთვის და შესანიშნავი გუნდის გაწვრთნისთვის."

"თითქმის ორი წლის განმავლობაში ჩვენ ერთად დიდებული საქმეები გავაკეთეთ. რატომ მივდივარ? ეს საკითხში გუნდის შიგნით განვიხილეთ და აქვე დარჩება." - აცხადებს ფლიკი.
ოფიციალურად: ჰანს ფლიკი სეზონის ბოლოს "ბაიერნს" ტოვებს
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ვოლფსბურგთან" მატჩის შემდეგ მოულოდნელი ინფორმაცია გააჟღერა.

"დღეს ჩემს გუნდს ვუთხარი, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნთან" კონტრაქტის გაწყვეტა მსურს." - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის მომავალ სეზონში ფლიკს. კანდიდატებად კი მასიმო ალეგრი და იულიან ნაგელსმანი განიხილებიან.
"ბაიერნს" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუშავდა
გერმანიის ბუნდესლიგის გასულ ტურში "ბაიერნმა" სტუმრად "ვოლფსბურგი" 2:3 დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა. თუმცა, მატჩს გუნდისთვის იდეალურად არ ჩაუვლია.

თამაშის ბოლო წუთზე ლუკას ერნანდესმა დაზიანება მიიღო, რის გამოც მინდვრის დატოვება სამედიცინო შტაბის დახმარებით მოუწია.

ფრანგ მცველს კევინ მბაბუსთან ორთაბრძოლის დროს მუხლი დაუზიანდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად მძიმეა მისი ტრავმა.

შეგახსენებთ, რომ ერნანდესს მატჩამდეც აწუხებდა ტკივილები და "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ მისი თამაში საეჭვო იყო.
"ვოლფსბურგი" 2:3 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდა და 2:3 დაამარცხა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.

"ვოლფსბურგი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ვოლფსბურგს" შეხვდება.

მატჩის დაწყებამდე "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, ალაბა - სანე, მიულერი, მუსიალა - ჩუპო მოტინგი.
"ვოლფსბურგი" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი მატჩისთვის:

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, მარტინესი - სანე, მიულერი, კომანი - ჩუპო მოტინგი.
ფლიკმა ტრავმირებული მოთამაშეების დაბრუნების თარიღი დააანონსა
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ვოლფსბურგთან" მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.

"ტრავმირებული მოთამაშეები ჯერ-ჯერობით მზად არ არიან. ლევანდოვსკი სულ ახლახანს დაუბრუნდა გუნდს. გორეცკას თამაშიც ხვალ საეჭვოა. გნაბრი მომდევნო კვირაში დაბრუნდება. ლუკას ერნანდესი ტკივილს გრძნობს და ხვალამდე საბოლოო პასუხი არ გვეცოდინება."

"გუნდი ოდნავ გადაღლილია. თუმცა, წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება და ვეცდებით, რომ ყველა მოვიგოთ."

"როდესაც გუნდი 300 სტანდარტულს ასრულებს და 7 გოლი გააქვს ცუდია. რა თქმა უნდა, ამ სტატისტიკით არ ვარ კმაყოფილი. აქამდე დრო არ გვქონდა, თუმცა, ამ საკითხზე აუცილებლად ვიმუშავებთ და ვეცდებით მის გამოსწორებას."

"ვოლფსბურგი ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც ძალიან კარგი მწვრთნელი უდგას სათავეში. ისინი ბრწყინვალე სეზონს ატარებენ."

"ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა მარტივი გადასატანი არ არის. ასეთ დროს ძილიც კი რთულია. თუმცა, ცხოვრება გრძელდება და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მოგებები." - აცხადებს ფლიკი.
ოფიციალურად: კიმიხმა სააგენტოსთან კონტრაქტი გაწყვიტა
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, იოზოუა კიმიხმა სააგენტო "ფეარ სპორტთან" კონტრაქტი გაწყვიტა.

"ეს რთული გადაწყვეტილება იყო, რომელიც გასულ წელს მივიღე. გადავწყვიტე, რომ პირადად მე წარმომედგინა ჩემი ღირებულებები, ხედვები და ჩემს თავზე ამეღო პასუხიმსგებლობა."

"ვფიქრობ, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას პირადად მეც მოვახერხებ." - აცხადებს კიმიხი.

ხსენებული სააგენტო "ბაიერნთან" მუშაობდა კიმიხის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ახლა კი თავად ფეხბურთელი იზრუნებს ამ საკითხზე.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 14 5 9 0
4
ლეროი სანე
გოლი: 12 1 10 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 15 2 12 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 8 3 4 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0